ისიკ – ყულის ტბა მრავალი საუკუნის განმავლობაში იზიდავდა რომანტიკოსებს და განძის მაძიებლებს. ზოგიერთი ისტორიული წყაროს, მითის და ლეგენდის მიხედვით ტბის ფსკერზე 200-მდე სხვადასხვა საგანძურია დაფლული. გარდა ამისა, არსებობს ცნობები, რომ მის ფსკერზე ჩაძირულია ქალაქები და სოფლები და რაც ყველაზე მთავარია, აქ მდებარეობს ცნობილი ხელმწიფის ჩინგიზ-ხანის საფლავი. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ისიკ-ყულის ტბა, სადაც 50-ზე მეტი მდინარე ჩაედინება, მდებარეობს ჩრდილოეთ ტიან-შანში 1609 მეტრის სიმაღლეზე. მისი ფართობი 6236 კვადრატული კილომეტრის ტოლია, ხოლო სიღრმე 700 მეტრის. ტბა ყველა მხრიდან მთის ქედებითაა შემოსაზღვრული, რომლებიც ტბას უდაბნოს ცხელი და ცივი ქარებისაგან იცავენ. ამიტომ აქ არასოდეს არაა ძლიერი სიცივე და სიცხე, ხოლო ზამთრობით ტბის წყალი არასოდეს არ იყინება, თვით ძლიერი ყინვების დროსაც კი. ისიკ-ყულის ტბა – სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლო უამრავი ლეგენდა არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიშვა ეს ტბა, მაგრამ მათგან ყველაზე ლამაზია თქმულება მშვენიერი ქალწულის შესახებ, რომელმაც სიცოცხლე გასწირა სიყვარულის გულისთვის: ოდესღაც ამ ადგილას დიდი ქალაქი მდებარეობდა, ხოლო ქალაქის ყველაზე მაღალ ადგილზე უზარმაზარი სასახლე იყო აღმართული, რომელიც მრისხანე ხანს ეკუთვნოდა. ერთხელ ხანმა შეიტყო, რომ ღარიბ მედროგეს ზღაპრული სილამაზის ქალიშვილი ჰყავდა. ხანი მისი სურვილით აივსო და გადაწყვიტა გოგონას ხელში ჩაგდება, მაგრამ ქალის გული დიდი ხანია სხვა ჭაბუკს ეკუთვნოდა, თუმცა ქალმა მისი სახელიც კი არ იცოდა.ქალიშვილს მხოლოდ ის ახსოვდა, რომ ერთხელ, გამთენიის ხანს მას გამოეცხადა თეთრ ცხენზე ამხედრებული ულამაზესი ჭაბუკი. ყმაწვილმა ცხენზე შეისვა გოგო და გააჭენა თვალუწვდენელ მინდორზე, შემდეგ ისინი ენით აღუწერელ მაღალ მთაზე ავიდნენ. ბიჭი გოგონას მოეხვია და აკოცა, შემდეგ თითიდან წაიძრო ბეჭედი, მას გაუკეთა თითზე და თან უთხრა: ” მე მალე დავბრუნდები, ბეჭედი არასოდეს არ მოიხსნა. სანამ შენ ის გაქვს, ვერავითარი ბოროტი ძალა ვერ მოგერევა”. ამის შემდეგ ჭაბუკი გაქრა და გოგონამ მის შესახებ არაფერი იცოდა.როდესაც ხანის მსახურები ქალიშვილს საჩუქრებით ეწვივნენ და განუცხადეს, რომ დიდებულ ხანს სურდა მისი ცოლად შერთვა, გოგონამ სასტიკი უარი განუცხადა მათ და მთებში გაიქცა დასამალად, თან იმედი ჰქონდა, რომ აქ მაინც შეხვდებოდა თავისი ოცნების ჭაბუკს. მალე მან შენიშნა, რომ თითიდან ბეჭედი გაქრა. სახლში დაბრუნებულ ქალიშვილს უსიამოვნო სიურპრიზი ელოდა: ხანის მსახურებმა მას ხელ-ფეხი შეუკრეს და წაიყვანეს სასახლეში. აქ ხანმა მოინდომა ძალით დაუფლებოდა ქალიშვილს, მაგრამ საძულველი ხანის ცოლობას მან სიკვდილი არჩია და სარკმელიდან უძირო უფსკრულში გადავარდა. ამ დროს რაღაც უცნობი ძალის გავლენით დაინგრა ბებერი ხანის სასახლე და ყველა მხრიდან წყლის ნაკადმა დაიწყო დენა. წყალმა დაფარა ხანის ყოფილი სასახლე და მათან ერთად მთელი ქალაქი. ნაკადი მანამ არ შეჩერებულა, სანამ მთელი ხეობა წყლით არ ამოივსო. ასე წარმოიშვა ისიკ-ყულის ტბა. წყლის ქვეშ დამარხული საიდუმლოება 1218 წელს ამ ადგილას მონგოლთა 25-ათასიანი ლაშქარი დაბანაკდა. ახლომდებარე ქრისტიანული მონასტრის ბერებმა და მონაზვნებმა მონგოლების თავდასხმის შიშით მთელი სიმდიდრე: ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი თვლები 200 აქლემს აჰკიდეს და ტბის სანაპიროს გავლით განძის გადასამალად გაეშურნენ, მაგრამ მონგოლებმა შეიტყვეს ლტოლვილების გაქცევის შესახებ და ალყაში მოიქციეს ისინი. ბერებმა დაიწყეს ძებნა, თუ სად შეიძლებოდა განძის დამალვა. მათ განძის ერთი ნაწილი გამოქვაბულში დამალეს, ხოლო დანარჩენი იძულებული გახდნენ ტბაში ჩაეშვათ. ასე აღმოჩნდა განძეული ტბის ფსკერზე. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ტიანშანის მთებში გამოჩნდა მართლმადიდებელი ბერი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ხელთ ჰქონდა განძის ადგილსამყოფელის დამადასტურებელი რუკა. ბერი ამბობდა, რომ განძი მის წინაპრებს ეკუთვნოდათ-ნესტორიანელ-ქრისტიანებს, რომლებმაც სასწაულით გადაირჩინეს თავის მონგოლების დევნისაგან. მალე ამ ბერს უამრავი მიმბაძველი გამოუჩნდა სხვადასხვა რუკებით ხელში და ისიკ -ყულის ტბის მიდამოები განძის მაძიებლებით აივსო. ცნობილია, რომ ერთ-ერთმა მათგანმა ოქროს ჩაქუჩიც კი იპოვა, მაგრამ მალე საბჭოთა ხელისუფლებამ მათ აუკრძალა ძებნა და ეს ტერიტორია დახურულ ზონად გამოაცხადა. ჩინგიზ – ხანის საფლავი ისიკ – ყულის ურჩხულები 1972 წელს, როცა ისიკ-ყულის ტბაზე გაიმართა სამხედრო აკვალანგისტების ვარჯიშები, ტბაში შემჩნეულ იქნა ადამიანისმაგვარი სამმეტრიანი არსებები, რომლებიც ყინულივით ცივ წყალში ცხოვრობდნენ. ამფიბიებს სავარაუდოდ ძალიან დაბალი სხეულის ტემპერატურა ჰქონდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მთის ტბის ცივ წყალში არსებობას ვერ შეძლებდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, მონაცემები ამ არსებების შესახებ მალე აღმოჩნდა გრიფის ქვეშ “სრულიად საიდუმლოდ”. ისიკ-ყული– განსაკუთრებული ტბაა, რომელსაც საუკუნების მანძილზე ადგილობრივები მოჯადოებულად თვლიდნენ. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ XX საუკუნის დასაწყისამდე მასში არც არავინ ბანაობდა და არც თევზაობდა. ეს უცნაური ტბა უამრავი გამოცანის მატარებელია, რომელსაც იმედია, მომავალში მაინც გაშიფრავენ მეცნიერები. წყარო: intermedia.ge |
ისიკ – ყულის ტბა-ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ტბა მსოფლიოში
Categories: Uncategorized
Leave a comment
Recent Comments