Daily Archives: May 9, 2015

ალბინოსი ცხოველები, ფრინველები და ქვეწარმავლები

გორილა

დობერმანი

ზღარბი

ირემი

კუზა ვეშაპი

ალიგატორი

ბუ

ლომი

ირემი

ფარშევანგი

ლომი

პინგვინი

კენგურუ

მარტორქა

გველი

ენოტი

კოლიბრია

ციყვი

ზებრა

კუ

Categories: Uncategorized | Leave a comment

6 საინტერესო ფაქტი ჟირაფზე

1. ზრდასრული ჟირაფის ენა დაახლოებით ნახევარი მეტრი სიგრძისაა და ისეთი მოქნილია, რომ ყურში ჩიჩქნაც შეუძლია ))

2. ჟირაფის გული საკმაოდ მძიმეა. იგი 12 კილოგრამს იწონის და 60ლიტრ სისხლს ტუმვავს წუთში, ამასთანავე იგი წარმოქმნის წნევას, რომელიც ადამიანის წნევას 3-ჯერ აღემატება.11971358815827

3. ჟირაფის კისერს 6 მეტრამდე გაზრდა შეუძლია არადა მხოლოდ 7 მალისგან შედგება. მეცნიერებს აკვირვებთ ის ფაქტი, რომ ჟირაფის არაჩვეულებრივად გრძელ კისერში ზუსტად იმდენივე მალაა რამდენიც ააქვს თაგვს და სხვა ძუძუმწუვრებს. მაგრამ ჟირაფს სხვა ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით მალების სტრუქტურა განცალკევებული და “ბურთი-ორმოს” პრინციპითაა მოწყობილი, რაც არაჩვეულებრივ მოქნილობას სძენს მას. ამის წყალობით ჟირაფს თავისუფლად შეუძლია მთელი ტანის მოტრიალება და ხის კენწეროდან ფოთლების მოწყვეტა. image_large 222204. ჟირაფს თვალები ისე აქვს მოწყობილი, რომ თავის მოუტრიალებლად ნებისმიერ მხარეს შეუძლია იყუროს, ამასთანავე ისინი ფერად მხედველობას ფლობენ.5. ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, იმის შესახებ, რომ ჟირაფები უხმო ცხოველები არიან-მცდარია.. ისინი ერთმანეთს 20 ჰერც-ხმოვანი ტალღებით ესაუბრებიან, რომელიც ადამიანის ყურს არ ესმის.

5. ჟირაფის სიარული ასევე ძალიან თავისებურია. მას შეუძლია ორივე ფეხი ერთდროულად აწიოს ჰაერში უკან თავის გადაწევით.( სიმძიმის ცენტრზე დაყრდნობით) ამიტომაც მორბენალი ჟირაფი თავსი ყოველთვის ძლიერად აქნევს, იგი ყოველ ნახტომზე იხრება. ერთი შეხედვით სირბილის მოუხერხებელი მანერა არ უშლის ხელს ჟირაფს 50კმ/სთ-ს განვითარებაში. მისი ნახტომი კი 8 მეტრამდე აღწევს.

290718_517531331620051_1829855972_o6. ჟირაფის ქვეყანაზე მოვლენაც ფეხზედამდგარი ხდება, ამიტომაც ახალდაბადებულ პატარას პირველ რიგში 2 მეტრიდან ვარდნა უწევს. დაბადებისას პატარა ჟირაფი უკვე 1.8-მეტრაა სიმაღლეში და 50 კილოს იწონის. უკვე 1 საათში იგი უკვე ფეხზე მყარად დგას და რამოდენიმე საათში კი სირბილს იწყებს.

 

Categories: Uncategorized | Leave a comment

თეთრი კურდღელი

March-09-2012-18-29-14-tumblrm0he2i3xZn1robb1co1500_large1293350185_bachia-856948tumblr_mdmenpQZQw1rg51ulo1_500თეთრი კურდღელითეთრანა(ლათ. Lepus timidus) —ძუძუმწოვარი ცხოველიკურდღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 44-70 სმ, წონა 2,5-5,5 კგ. ზაფხულობით მურა, ნაცრისფერი ან ყავისფერია,ზამთრობით — თეთრი (მხოლოდ ყურის ბოლოები აქვს შავი). _4_გავრცელებულია ევროპისაზიისადა ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში, უმთავრესად ტყის ზონაში.საქართველოში არ გვხვდება. სარეწაო და სპორტული ნადირობის ობიექტია.Lepus_timidus_01-cropped

Categories: Uncategorized | Leave a comment

ტბის თოლია

shavfrtiani_tolia_larus_fuscus_monadirecomტბის თოლია (ლათ. Larus ridibundus) — ფრინველი თოლიასნაირთა ოჯახისა. გვხვდება ევროპაში, აზიასა და კანადის სანაპირო რაიონებში. ძირითადად გადამფრენია, იზამთრებს სამხრეთში, თუმცა ზოგჯერ დასავლეთ ევროპაშიც ბუდობს. გვხვდება უმეტესწილად მტკნარი წყალსატევების პირზე კოლონიებად, სადაც მათი რაოდენობა ათასობითაა და ამ პირობებში მეტად აქტიურობენ. დამახასიათებელია მომრგვალო თავი და ვიწრო ნისკარტი. სხეულის სიგრძე 35-39 სმ, ფრთების შლილი 86-99 სმ, წონა 200-350 გ. სქესობრივად მწიფდება მე-2 წელს. ბუდობს ზომიერი კლიმატის პირობებში. იკვებება თევზით, მწერებით, ჭიებითა და სხვ.

Larus_ridibundus

XIX-XX საუკუნეებში დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ევროპაში სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის განვითარებასთან ერთად ტბის თოლიების არეალი საგრძნობლად გაიზარდა. ევროპაში გავრცელების არეალი მიუყვება საფრანგეთის სამხრეთ საზღვარს, გადის მდინარე პოს ხეობაზე და გრძელდება იტალიაში, სერბეთში, ბულგარეთში, მიუყვება შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროს, სამხრეთ კავკასიასა და კასპიის ზღვას. ადგილ-ადგილ გვხვდება პირენეს ნახევარკუნძულის ცენტრალურ და ხმელთაშუაზღვისაპირეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში. ბუდობს კუნძულ კორსიკაზე, სარდინიასა და სიცილიაში, ბრიტანეთისა და ფარერის კუნძულებზე, აგრეთვე სკანდინავიაში ზღვის სანაპირო რაიონამდე. გვხვდება აზიაშიც, მათ შორის რუსეთში. ტბის თოლია გვხვდება საქართველოშიც.I_00000013423_FBF9A4036C619BE4EF7B79680C485198

Categories: Uncategorized | Leave a comment

შხამიანი ობობების მასობრივ თავდასხმას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა

690px-Victorian_funnelweb ათასობით შხამიანი ობობა დაესხა თავს ინდოეთის ქალაქ სადიას. როგორც ადგილობრივი გაზეთები იუწყებიან, ობობებმა მოულოდნელად დაფარეს ქალაქის ცენტრალური მოედანი, სადაც იმ მომენტში ნაციონალურ დღესასწაულს ზეიმობდნენ.

შხამიანი ობობები იკბინებოდნენ, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაზიანდა, ორი კი გარდაიცვალა. ქალაქში პანიკა დაიწყო.

პრობლემა შეექმნათ საავადმყოფოებსაც: ბიოლოგებმა ვერ დაადგინეს, ობობების სახეობა, რის გამოც, ვერ გაარკვიეს, რომელიც ანტიდოტი უნდა გამოეყენებინათ. სპეციალისტებმა ვერც ის ახსნეს, თუ როგორც მოხდა, ობობების გუნდური თავდასხმა ქალაქზე.

ბიოლოგები მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ ობობები ძალიან გვანან ობობა-ჩიტიჭამიებს, თუმცა მათი აგრესიულობა ჩვეულებრივზე ბევრად მომატებულია: ისინი თავს ესხმიან ნებისმიერ მოძრავ ობიექტს. დაზარალებულები ამბობენ, რომ ობობები კბენის შემდეგ კი არ გარბოდნენ, არამედ სულ უფრო ეკვროდნენ სხეულს.

ამ ეტაპზე სპეციალისტები ამბობენ, რომ რა სახეობასაც უნდა წარმოადგენდნენ ობობები, ისინი ამ მიდამოებში გარედან მოსულები არიან, რადგან მსგავსი სიტუაცია სადიას მანამდე არ ახსოვს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ობობების აგრესიულობა, შესაძლოა, განპირობებული იყოს იმით, რომ ისინი ადამიანების გარემოში ყოფნას მიჩვეულნი არ არიან.

ხელისუფლება იმდენად არის შეშფოთებული მომხდარით, რომ მოსახლეობას მოუწოდებენ სახლებში გამოიკეტონ და გარეთ, განსაკუთრებით ღამით, არ გავიდნენ. ქუჩებს კი სავარაუდოდ, სპეციალური ხსნარებით დაამუშავებენ. როგორც გაზეთი The Times of India წერს, ობობები, პირველი შეტევის შემდეგ სადღაც გაუჩინარდნენ.

Categories: Uncategorized | Leave a comment

კუები

91321352576502კუები (ლათ. Testudines) — ქვეწარმავალთა რიგი. სხეული მოქცეული აქვთ ძვლოვანი ჯავშანში, რომელიც შედგება ამობურცული ზურგის ბაკანისა ანუ კარაპაქსისაგან და უფრო ბრტყელი მუცლის ფარის ანუ პლასტრონისაგან. ორივე ფარი ერთმანეთთან მოძრავად ან უძრავადაა დაკავშირებული. ჯავშანს ქმნის მალების გაფართოებული წარზიდული მორჩები და ნეკნები, აგრეთვე კანის გაძვალებანიტყუპი კუები.... ლავიწი და მკერდის ძვალი შესულია მუცლის ფარის შედგენილობაში. კუების უმრავლესობას ჯავშანი დაფარული აქვს რქოვანი ფირფიტებით, ან ფარებით, ზოგიერთებს — კანით. კბილები არა აქვთ, ყბების ბოლოები დაფარულია რქოვანი შალითით. კისერი მოძრავია.270px-Haeckel_Chelonia აქვთ 2 ანალური ბუშტი, რომელიც წყლით ივსება და გამოიყენება დამატებითი სუნთქვის ორგანოდ (წყლის ფორმებში), არგეთვე გრუნტის დასარბილებლად კვერცხის დების დროს. კიდურების კუნთები კარგად აქვთ განვითარებული, ტანისა კი თითქმის გამქრალია. tbs4hზურგის ტვინი უკეთესად არის განვითარებული, ვიდრე თავისა. გრძნობის ორგანოებიდან ყველაზე კარგადაა განვითარებული ყნოსვის, გემოვნებისა და შეხების ორგანოები. ტანად ყველაზე დიდია კუების ზღვის ფორმები (სიგრძე 2 მ, მასა 400 კგ აღწევს). თანამედროვე კუებს ყოფენ 4 ქვერიგად და 250-მდე სახეობად. ყოფილ სსრკ-ში გვხვდება 7 სახეობა: შორეულაღმოსავლური კუები (Trionyx sinensis), კასპიური კუები (Clemmys caspica), ჭაობის კუები (Emys orbicularis), ხმელთაშუაზღვის კუები (Testudo graeca), შუააზიური კუები (Testudo harsfieldi). ამათგან საქართველოში 3: ხმელთაშუა ზღვის კუები — გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ველისა და ნახევრად უდაბნოს ზონაში, ჭაობის კუები — გვხვდება მთელი საქართველოს წყალსატევეებში, კასპიური კუები – ბინადრობს აღმოსავლეთ საქართველოს წყალსატევებში (ხშირად ჭაობის კუებთან ერთად).კუები გავრცელებულია ყველა კონტინენტზე (გარდა ანტარქტიდისა). პატარა კუებიყველაზე ბევრია ტროპიკებში, ცივ სარტყელში არ გვხვდება. კუების ნარილი ხმელეთზე ბინადრობს. ზღვის ფორმის შებრტყელებული კიდურები ფარფლებს მოგვაგონებს. ზოგი სახეობა ნახევრად წყლის ცხოვრების ნირს ეწევა. ხმელეთის კუები იკვებება ძირითადად მცენარეულობით, წყლის ფორმები — ცხოველებით (უხერხემლოები, თევზები). ყველა კუ კვერცხმდებია, დებს 1-160 კვერცხს. კუები დიდხანს ცოცხლობს, ზოგი ფორმა 200 წელს და მეტს ძლებს. კუს ხორცსა და კვერცხს მაღალი საკვები ღირებულება აქვს. ჯავშნისაგან 22570ამზადებენ სხვადასხვა ნაკეთობას.

Categories: Uncategorized | Leave a comment

Blog at WordPress.com.