Daily Archives: May 2, 2015

ფოტოსინთეზი

ფოტოსინთეზი — პროცესი, რომლის დროსაც ნახშირორჟანგისაგან, წყლისა და მასში გახსნილი მინერალური ნივთიერებისაგან, მზის სხივური ენერგიის დახმარებით წარმოიქმნება ორგანული ნივთიერება და ჟანგბადი.

ფოტოსინთეზი რთული და მრავალსაფეხურიანი პროცესია. ამ პროცესში ცენტრალური როლი უჭირავს ქლოროფილს — ორგანულ ნივთიერებას, რომელიც მზის გამოსხივების ენერგიას გარდაქმნის ქიმიური ბმების ენერგიად.

მზის გამოსხივების ენერგია წარმოშობს სამ პროცესს: წყლის დაშლის შედეგად მოლეკულური ჟანგბადის წარმოქმნას, ატფ-ს სინთეზსა და ატომურიწყალბადის წარმოქმნას. ეს სამი პროცესი სინათლეზე ხდება და ფოტოსინთეზის სინათლის ფაზის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენს.ფოტოსინთეზის გლობალური განაწილება, მოიცავს როგორც ოკეანურ ფიტოპლაქტონს ასევე სახმელეთომცენარეულობას.

Categories: Uncategorized | Leave a comment

ევკალიპტი

ევკალიპტი (Eucalyptus) — მცენარის გვარი მირტისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 600-ზე მეტ სახეობას. სწრაფმზარდი ხე ან ბუჩქია, მარადმწვანე, სინათლის მოყვარული, უხვად ყვავილობს, ქმნის მეჩხერ კორომს. იგი იზრდება 150-160 მ-მდე, რომლებიც დაახლოებით 4-5 მეტრის სიმსხოა. ღერო სწორი ან მრუდეა, გლუვი ან დაღარული.ფოთოლი უმეტესად მარტივია, ხეშეში; ზოგიერთი სახეობისა დაფარულია ცვილისებრი ფიფქით; ყვავილი ორსქესიანია, თეთრი, იშვიათად ყვითლი ან მუქი წითელი. ნაყოფი კოლოფია, თესლი მრავალწახნაგოვანი და წვრილი, ვარჯი პირამიდული, კვერცხისებრი, სფეროსებრი ან მტირალა ფორმისაა. მისი ფოთოლი შეიცავს ძვირფას ეთეროვან ზეთებს და ქერქი კი 40%-მდე მთრთიმლავ ნივთიერებას. კარგად ხარობს სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე, ვერ ეგუება დამლაშებულ ნიადაგსა და მშრალ ქვიშას. მრავლდება თესლით და ამონაყარით. ბუნებრივ პირობებში ევკალიპტი გავრცელებულია ავსტრალიაში, ტასმანიასა და ახალი გვინეის კუნძულებზე. გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროს სუბტრიპიკულ ზონაში. XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან საქართველოში ევკალიპტის, როგორც დეკორატიული მცენარის, ასამდე სახეობაა კულტივირებული. ევკალიპტის საუკეთესო სახეობებია: მანეულისებრი ევკალიპტი, მაკართურის ევკალიპრი, ლურჯი (სფეროსებრი) ევკალიპტი, ცისფერი ევკალიპტი, ახოვანი ევკალიპტი და სხვა. ევკალიპტის მერქანს იყენებენ გემთმშენებლობაში, შენობის შიდა მოპირკეთებისათვის, ავეჯის დასამზადებლად და სხვა, ფოთლიდან მიღებულ ეთერზეთს — მედიცინაში, პარფიუმერიაში, ტექნიკაში და სხვა.

საქართველოში იგი 20-25 წლის განმავლობაში 25-30 მ-ის სიმაღლეს აღწევს.ყინვას შედარებით კარგად უძლებს,მაგრამ ძლიერი ყინვების დროს იღუპება.

Categories: Uncategorized | Leave a comment

ჯავახეთის ეროვნული პარკი

ჯავახეთის ეროვნული პარკი.jpgჯავახეთის ეროვნული პარკიეროვნული პარკი სამცხე-ჯავახეთში. დაარსდა 2011 წლის აპრილში დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით. მოიცავს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების გარკვეულ ტერიტორიებს. ეროვნული პარკის ფართობია 14,200 ჰექტარი. ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ფარგლებში აგრეთვე შეიქმნა ხანჩალის ტბის, ბუღდაშენის ტბის, კარწახის ჭაობის, სულდის ჭაობისა და მადათაფის ტბის აღკვეთილები.

Categories: Uncategorized | Leave a comment

ცისარტყელა

201310162336281092

24049f78442fa4557bee6f9348d605aa

ცისარტყელა ატმოსფერული ოპტიკური და მეტეოროლოგიური მოვლენაა, რომელიც როგორც წესი წვიმის შემდეგ ჩნდება.

ეს არის თავისებური რკალი ან წრეხაზრი, რომელიც ფერების სპექტრისგან შედგება.

ცისარტყელა შედგება 7 ფერისგან. ესენია წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იისფერი24049f78442fa4557bee6f9348d605aa20130623203844128

Categories: Uncategorized | Leave a comment

სოკოები-ცოცხალ ორგანიზმთა დიდი ჯგუფი

I_00000013423_55DC1BC2A1132B88790B7BF20714EA5Cსოკოები— ცოცხალ ორგანიზმთა დიდი ჯგუფია. მათ არ გააჩნიათ ფესვი,ღერო და ფოთოლი, რის გამოც უმდაბლეს ან თალუსიან მცენარეებს მიაკუთვნებენ. არსებობს მოსაზრება, რომ სოკოები მთელი რიგი თვისებების გამო ითვლებოდეს ცოცხალ ორგანიზმთა დამოუკიდებელ სამყაროდ, გარდამავალ საფეხურად მცენარეულიდან ცხოველურისაკენ.

სოკო- სოკოები მოიცავს 100 ათ. სახეობას, მათ შორის გვხვდება შეუიარაღებელი თვალით უხილავი ორგანიზმები — მიკროცეტები და დიდნაყოფსხეულიანი ქუდიანი სოკოებიაბედა სოკოები და სხვა —მაკრომიცეტები. სოკოებს არ გააჩნიათ ქლოროფილი. ისინი ჰეტეროტროფული ორგანიზმებია, საკვებად ხმარობენ მზა ორგანულ ნივთიერებებს მკვდარი სუბსტრატიდან (საპროფიტები) ან ცოცხალი ორგანიზმებიდან (პარაზიტები). ის, რაც სოკოების სახელწოდებითაა ცნობილი, ნაყოფსხეულია, ვეგეტატიური სხეული კი სუბტრატშია ჩამალული შედგება წვრილი, უმთავრესად თეთრი დატოტვილი ძაფებისაგან, რასაც მიცელიუმი ეწოდება, მიცელიუმის სახელცვლილებები გვხვდება სხვადასხვა ჭიმის ან გამსხვილების სახით, როგორიცაა რიზომორფები, სკლეროციუმები და სხვა.89

სოკოები მრავლდებიან სპორებით და ვეგეტატიურად. სპორები თავისი წარმოშობის, ფორმისა და ფერის მიხედვით სხვადასხვანაირია:ერთუჯრედიანი და მრავალუჯრედიანი, უფერული და შეფერილი, ძაფისებრი, ცილინდრული, თითისტარისებრი, კვერცხისებრი, სფეროსებრი, ვარსკვლავისებრი და სხვა. ზედაპირი შეიძლება იყოს სადა, ხორკლიანი და სხვა, წარმოშობის მიხედვით — უსქესო და სქესობრივი, ეგზოგენური (გარეგანი) და ენდოგენური (შინაგანი). უსქესო წარმოშობის სპორებია კონიდიოსპორები, სპორანგიოსპორები, ქლამიდოსპორები, ოიდიოსპორები. სქესობწივი წარმოშობისაა ჩანთიანი და ბაზიდიუმიანი სპორები. fdbf6c89901eვეგეტატიური გამრავლება ხდება მიცელიუმისა და რიზონოტფების ნაგლეჯით, სკლეროციემებით და დაკვირტვით. სოკოები დიდ როლს თამაშობენ ბუნებაში ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ორგანული ნივთიერებათა აქტიური დამშლელებია. მათი მრავალი პარაზიტული სახეობა მცენარის, ცხოველისა და ადამიანის საშიშ დაავადებებს იწვევს. ზოგი სოკოები სასარგებლოა. მაგ., Penicillium-ს და Aspergillus-ს იყენებენ ვიტამინების, ანტიბიოტიკების, ლიმონმჟავას და სხვათა მისაღებად.საფუარებს ხმარობენ სპირტის გამოხდის, პურის ცხობისა და ლუდის წარმოებაში. ზოგიერთი სოკოები იჭმება. მიცელიუმის აგებულების, გამრავლების ხასიათისა და მთელი რიგი სხვა ბიოლოგიური თავისებურებების მიხედვით.405px-Flammulina_velutipes

Categories: Uncategorized | Leave a comment

2008 წელს გადამწვარი ბორჯომის ტყის ნაწილი

get_img07E40520-0B3D-45B3-98C8-5FD71B4A3816_mw1024_s_nimg201008032122ვისაც ბორჯომის რაიონში, ბაკურიანისკენ მიმავალ გზაზე, დაბა წაღვერის სიახლოვეს გაუვლია, ალბათ ყველას შეუნიშნავს გადამწვარი ტყის უზარმაზარი მასივი, რომელიც იმ ულამაზეს ბუნებას საოცარად აუფერულებს. ამასთან, მის შემხედვარეს, გული გეკუმშება და მაშინვე გახსენდება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს საშინელი ომი, როდესაც რუსებმა გორსა და მისი სოფლების დაბომბვა არ იკმარეს და ბორჯომის ხეობასაც შეესივნენ. იქაურობას საუკუნოვანი ზარალი მიადგა: უმოწყალოდ გადაწვეს ტყის უზარმაზარი მასივი, რომლის აღდგენა ამ საუკუნეში მართლაც შეუძლებელია! F7EBAA26-65A2-4FA6-82D6-2C19E7DD65B4_cx0_cy12_cw0_mw1024_mh1024_s1367408048_xandzarii

Categories: Uncategorized | Leave a comment

აფრიკული სირაქლემა

270px-Afrikanischer_straussსირრქლემრ-ფრტრ-nb121Struthio_camelus_kwh (1)აფრიკული სირაქლემა(ლათ. Struthio camelus) — უტროპო არამფრენი ფრინველი სირაქლემასებრთა ოჯახისა.

აფრიკული სირაქლემა დღეს არსებულ ფრინველთა შორის ყველაზე დიდი ზომისაა. ბინადრობს აფრიკის სავანებში,ნახევარუდაბნოებსა დაუდაბნოებში. მახვილი მხედველობისა და სმენის წყალობით მტაცებლების მოახლოებას შორიდან იგებს. დამფრთხალი სირაქლემა მიწაზე განერთხმება, ან გარბის. დადევნებისას შეუძლია 70 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს. იმ შემთხვევაში, თუ გასაქცევი არ აქვს — თავისი ძლიერი ფეხებით შეტევაზე გადადის. მას ადვილად შეუძლია სასიკვდილო ჭრილობა მიაყენოს ნებისმიერ მტაცებელს. სირაქლემა ყველაზე დიდ კვერცხს დებს, რომელიც 1,4 კილოგრამს იწონის. გავრცელებული აზრი იმის თაობაზე, რომ შეშინებული სირაქლემა თავს ქვიშაში რგავს, მცდარია.270px-Strauss_m_TanzaniaStruthio_camelus_kwh

Categories: Uncategorized | Leave a comment

ქამელეონი

1289232397_chameleonქამელეონისებრთა ოჯახში გაერთიანებულია 4 გვარი და დაახლოებით 90–მდე სახეობა.chamaeleochamaeleon

გავრცელება. ქამელეონების დიდი უმრავლესობა ბინადრობს მადაგასკარზე, აფრიკაში, და მეზობელ კუნძულებზე. ერთი სახეობა გვხვდება სამხრეთ ესპანეთში, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე, მცირე აზიასა და სირიის სამხრეთ–დასავლეთით და სამხრეთით. ორი სახეობა გვხვდება არაბეთში და ერთი კი ინდოეთსა და ცეილონში.0205473814

ცხოვრების წესი. ქამელეონების უმრავლესობა ხეზე ცხოვრების წესს ეწევა და მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევაში ჩამოდის მიწაზე.. არის ზოგიერთი სახეობა, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ხმელეთზე – სოროებში ან ჩამოცვენილ ფოთლებზე. ცნობილია შემთხვევები, როცა ისინი საცხოვრებლად ჭიანჭველის ბუდეს იყენებდნენ.

12254გარეგნული ნიშნები. მამრი სხეულის ფორმით, შეფერილობითა და განსაკუთრებული კანის დანამატებით მკვეთრად განსხვავდება მდედრისგან. ფეხები იმას უფრო გრძელი აქვს, მისი ურთიერთსაპირისპიოდ განლაგებული თითები ბოლოვდება მოკლე ფრჩხილებით, გარდა ერთი თითისა ( ბოლოს წინა). ყველა თითი ერთ კანის ნოჭშია ჩასმული. ასეთი ფალანგების აგებულება საშუალებას იძლევა ადვილად მოეჭიდოს წვრილ ტოტსაც კი. (ერთ კანის ნაოჭში გაერთიანებულია 2–2 ან 3–3 თითი) წინა კიდურებზე ამგვარად გაერთიანებული თითები მოთავსებული შიდა მხარეზე, ხოლო უკანა კიდურებზე – გარეთა მხარეზე. ქამელეონს აქვს მსხვილი კუდი და შეუძლია სპირალურად დაეხვიოს და ტოტზე შემოეხვიოს. მხოლოდ ზოგიერთ სახეობას არ აქვს ამის შესაძლებლობა მოკლე კუდის გამო.I_00000013423_9C33251CFBD69FCD2A445AFCB7A3F9F02014051620583866021

Categories: Uncategorized | Leave a comment

კაკაოს ისტორია

efbb8242dcd2შოკოლადი და კაკაო ჯერ კიდევ ძველი აცტეკების დროიდან პოპულარულია. მექსიკის ტერიტორიაზე აცტეკებს კაკაოს ხეები ჰქონდად დარგული და მათი ნაყოფისგან კაკაოს ამზადებდნენ. კაკაო მათ ძალას, ამტანობას და ენერგიას მატებდა. მოგვიანებით კაკაო და შოკოლადი ევროპაშიც გახდა პოპულარული, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი ადგილი ჩაიმ და ყავამ დაიკავეს.

653797738796კაკაო გაცილებით სასარგებლოა: მასში ნაკლები კოფეინია, თუმცა მასში სხვა მატონიზირებელი ნივთიერებები შედის. ფენილეფილამინი აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას და ამცირებს დეპრესიის რისკს, ამიტომ კაკაოს დალევა სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის არის რეკომენდირებული, განსაკუთრებით გამოცდების წინ. კაკაოს შემადგენლობა მდიდარია და მრავალფეროვანი. მასში ბევრი მცენარეული ცილა და ცხიმი შედის. აგრეთვე ბევრია ორგანული მჟავები, ვიტამინები- A, E, PP, B, ბეტა-კაროტინი.

270px-Matadecacaoმრავალი მინერალია კაკაოს შემადგენლობაში:
კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი, ფოსფორი, ქლორი, რკინა, ცინკი, ფტორი.

კაკაოს ფხვნილი საკმაოდ კალორიულია, 100გრ-ში 289 კკალ შეიცავს. კაკაოში შედის მელანინი, რომელიც კანს ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივებისგან იცავს. გარუჯვას რომ დააპირებთ დილით კაკაო ან შოკოლადი მიირთვით. ყიდვისას დააკვირდით შოკოლადის შემადგენლობას, ის არ უნდა შიცავდეს კაკაოს ზეთის გარდა არცერთ მცენარეულ ცხიმს და კაკაოს შემცველობა 60-70% მაინც უნდა იყოს.

cacoa-ian-maguire-lgკაკაო სასარგებლოა იმათთვის ვინც მცირე ხნის წინ იავადმყოფა ან ვირუსული დაავადება ჰქონდა. რადგან კაკაო ძალების აღდგენაში ეხმარება ორგანიზმს.
გულის უკმარისობა ვისაც აწუხებს მათთვისაც სარგებელი მოაქვს კაკაოს, რადგან ის ბევრ კალიუმს შეიცავს. ანტოქსიდანტები, რომლებიც მის შემცველობაში მრავლად არის, ნაადრევ დაბერებას უშლიან ხელს და ბევრი დაავადების პროგრესს აფერხებენ.
Continue reading

Categories: Uncategorized | Leave a comment

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ჰიდროელექტროსადგურებიდან გამოწვეული გარემოზე კუმულაციური ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე იმსჯელეს

IMG_78178498484921IMG_78173387065242IMG_78169779399227საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ჰიდროელექტროსადგურებიდან გამოწვეული გარემოზე კუმულაციური ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე იმსჯელეს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მეორე სამუშაო შეხვედრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ბითაძემ გახსნა. შეხვედრაზე მხარეებმა კუმულაციური ზემოქედების შეფასების ექვსსაფეხუარიანი მიდგომა და საერთაშორისო დონეზე მისი პრაქტიკული განხორციელების გეგმა განიხილეს.

პროექტის მიზანია ჰიდროელექტროსადგურებიდან გამოწვეული გარემოზე კუმულაციური ზემოქმედების შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავება.

პროექტი გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვის, მშენებლობისა და ბირთვული უსაფრთხოების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და GIZ-ისა და ავსტრიული კომპანიის RBM Solution-ის ორგანიზებით მიმდინარეობს.

Categories: Uncategorized | Leave a comment

Blog at WordPress.com.