ბიომრავალფეროვნება სხვადასხვა სახეობის ცოცხალი ორგანიზმების ერთობლიობას გულისხმობს. სახეობათა სიმრავლე განაპირობებს ბიომრავალფეროვნებას. ადგილს, სადაც მრავალი სახეობაა თავმოყრილი, ბიოლოგიურად მრავალფეროვანს ვუწოდებთ. ბიომრავალფეროვნება გულისხმობს ასევე იმ გარემოსა და ლანდშაფტებს, რომლებიც ცოცხალი ორგანიზმების საცხოვრებელ გარემოს წარმოადგენს. 2000 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
მთელ მსოფლიოში ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ბიომრავალფეროვნების დაცვას. უმთავრესია, მოსახლეობას მიეწოდოს ინფორმაცია ფლორისა და ფაუნის ენდემებისა და ბიომრავალფეროვნებაში მათი როლის შესახებ – ამრიგად, მოხდეს ცოდნის ამაღლება და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის გაგება-გააზრება. უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში ცხოველთა და მცენარეთა მრავალი სახეობის საცხოვრებელი გარემო დაირღვა ანთროპოგენული ფაქტორის გამო. ეს მოხდა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის – საქართველოშიც. დედამიწაზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ცოცხალი ორგანიზმების, ბიომრავალფეროვნების დაცვა. დედამიწაზე მუდმივად მიმდინარეობდა სახეობათა გადაშენება, თუმცა სიცოცხლე გრძელდებოდა. მაგრამ არსებობს განსხვავება სახეობათა „ადრინდელ” და „დღევანდელ” შემცირებას შორის. წინათ სახეობათა გადაშენება უკავშირდებოდა ბუნებრივ პროცესებს, რომლებიც ნელი ტემპით მიმდინარეობდა; დღეს ის გამოწვეულია უშუალოდ ადამიანის ქმედებით, რაც შედარებით სწრაფი პროცესია. მეცნიერული კვლევები მოწმობს, რომ მსოფლიოში ყოველდღიურად ასამდე სახეობა იკარგება. სწორედ ამიტომ მეტად აქტუალური გახდა ბიომრავალფეროვნების დაცვა. უნდა გვახსოვდეს, რომ ცოცხალი ორგანიზმების გადაშენება მათ სამუდამო გაქრობას ნიშნავს. საქართველოსთვის დამახასიათებელია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება, სახეობათა ენდემიზმის მაღალი დონე და ბიომების იშვიათობა გლობალურ დონეზე. ამ გლობალურად მნიშვნელოვანი ფაქტორების გამო საქართველო როგორც კავკასიის ნაწილი შედის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის 200 გლობალური ეკორეგიონის ნუსხაში. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ დასაცავად აუცილებელია ინფორმაცია სახეობათა გავრცელების არეალისა და სტატისტიკის შესახებ. ამ მიზანს ემსახურება წითელი ნუსხები. საყოველთაოდ აღიარებულია საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაცია IUCN-ის მიერ მომზადებული წითელი ნუსხა. საქართველოსაც აქვს ასეთი ნუსხა – მასში შეტანილია საქართველოში არსებული სახეობები, რომლებსაც გადაშენება ემუქრება. მთლიანობაში, საქართველოს წითელ ნუსხაში, 2010 წლის მონაცემების მიხედვით, შეტანილია 139 სახეობა, მათ შორის – ჯიქი, რომელიც საქართველოში პრაქტიკულად გადაშენდა – ერთადერთი სახეობაა დარჩენილი ვაშლოვნის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. ისეთი სახეობები, როგორიცაა ვეფხვი, ქურციკი და თახვი, უკვე გადაშენებულია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართვა სხვადასხვა აქტივობაში და მეტი ინფორმაციის მიწოდება ბიომრავალფეროვნების შესახებ. მაგალითად, შეიძლება ენდემურ სახეობათა შესახებ წიგნის სანიშნების შექმნა და სხვა კლასის მოსწავლეებისთვის გაზიარება. ამ აქტივობის გამოყენება შეიძლება IV, V და VI კლასებში
|
Author Archives: lcheshmaritashvili
22 მაისი – ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე
პურის ხე
პურის ხე, ერთსახლიანი ხეები თუთისებრთა ოჯახის Artocarpus-ის გვარისა. მისი 50-მდე სახეობა გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ოკეანიაში, სამხრეთ ამერიკასა და ზოგ სხვა ტროპიკულ რაიონში. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვეულებრივ პურის ხეს და ინდურ პურის ხეს. ჩვეულებრივი პურის ხე (Artocarpus altilis ანუ Artocarpus communis, Artocarpus incisa) დიდი ხანია კულტივირებულია წყნარი ოკეანის კუნძულებზე. მისი სიმაღლეა 35 მ, დიამეტრი 1 მ აღწევს. ფოთლები თათისებრ განკვეთილია, ნაყოფედის მასა 3 – 4 კგ. შეიცავს უთესლო ფორმებს. ინდური პურის ხე (Artocarpus integer ანუ Artocarpus integrifolia, Artocarpus heterophyllus) სიმაღლე 15 მ აღწევს და 30-40 კილოგრამს იწონის. მთლიანი ფოთლები აქვს. 30 კგ-იან ნაყოფედს პირდაპირ ღეროზე ისხამს (კაულიფლორია). პურის ხის ნაყოფედი შეიცავს სახამებელს, შაქრებსა და ცხიმებს. იჭმება მოხარშული და გამომცხვარი. კულტივირებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი საკვებია. მერქანს იყენებენ ავეჯისა და მუსიკალური ინსტრუმენტების დასამზადებლად და საღებავად. ფოთლები და ყვავილი იხმარება სამკურნალოდ.
ისიკ – ყულის ტბა-ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ტბა მსოფლიოში
ისიკ – ყულის ტბა მრავალი საუკუნის განმავლობაში იზიდავდა რომანტიკოსებს და განძის მაძიებლებს. ზოგიერთი ისტორიული წყაროს, მითის და ლეგენდის მიხედვით ტბის ფსკერზე 200-მდე სხვადასხვა საგანძურია დაფლული. გარდა ამისა, არსებობს ცნობები, რომ მის ფსკერზე ჩაძირულია ქალაქები და სოფლები და რაც ყველაზე მთავარია, აქ მდებარეობს ცნობილი ხელმწიფის ჩინგიზ-ხანის საფლავი. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ისიკ-ყულის ტბა, სადაც 50-ზე მეტი მდინარე ჩაედინება, მდებარეობს ჩრდილოეთ ტიან-შანში 1609 მეტრის სიმაღლეზე. მისი ფართობი 6236 კვადრატული კილომეტრის ტოლია, ხოლო სიღრმე 700 მეტრის. ტბა ყველა მხრიდან მთის ქედებითაა შემოსაზღვრული, რომლებიც ტბას უდაბნოს ცხელი და ცივი ქარებისაგან იცავენ. ამიტომ აქ არასოდეს არაა ძლიერი სიცივე და სიცხე, ხოლო ზამთრობით ტბის წყალი არასოდეს არ იყინება, თვით ძლიერი ყინვების დროსაც კი. ისიკ-ყულის ტბა – სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლო უამრავი ლეგენდა არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიშვა ეს ტბა, მაგრამ მათგან ყველაზე ლამაზია თქმულება მშვენიერი ქალწულის შესახებ, რომელმაც სიცოცხლე გასწირა სიყვარულის გულისთვის: ოდესღაც ამ ადგილას დიდი ქალაქი მდებარეობდა, ხოლო ქალაქის ყველაზე მაღალ ადგილზე უზარმაზარი სასახლე იყო აღმართული, რომელიც მრისხანე ხანს ეკუთვნოდა. ერთხელ ხანმა შეიტყო, რომ ღარიბ მედროგეს ზღაპრული სილამაზის ქალიშვილი ჰყავდა. ხანი მისი სურვილით აივსო და გადაწყვიტა გოგონას ხელში ჩაგდება, მაგრამ ქალის გული დიდი ხანია სხვა ჭაბუკს ეკუთვნოდა, თუმცა ქალმა მისი სახელიც კი არ იცოდა.ქალიშვილს მხოლოდ ის ახსოვდა, რომ ერთხელ, გამთენიის ხანს მას გამოეცხადა თეთრ ცხენზე ამხედრებული ულამაზესი ჭაბუკი. ყმაწვილმა ცხენზე შეისვა გოგო და გააჭენა თვალუწვდენელ მინდორზე, შემდეგ ისინი ენით აღუწერელ მაღალ მთაზე ავიდნენ. ბიჭი გოგონას მოეხვია და აკოცა, შემდეგ თითიდან წაიძრო ბეჭედი, მას გაუკეთა თითზე და თან უთხრა: ” მე მალე დავბრუნდები, ბეჭედი არასოდეს არ მოიხსნა. სანამ შენ ის გაქვს, ვერავითარი ბოროტი ძალა ვერ მოგერევა”. ამის შემდეგ ჭაბუკი გაქრა და გოგონამ მის შესახებ არაფერი იცოდა.როდესაც ხანის მსახურები ქალიშვილს საჩუქრებით ეწვივნენ და განუცხადეს, რომ დიდებულ ხანს სურდა მისი ცოლად შერთვა, გოგონამ სასტიკი უარი განუცხადა მათ და მთებში გაიქცა დასამალად, თან იმედი ჰქონდა, რომ აქ მაინც შეხვდებოდა თავისი ოცნების ჭაბუკს. მალე მან შენიშნა, რომ თითიდან ბეჭედი გაქრა. სახლში დაბრუნებულ ქალიშვილს უსიამოვნო სიურპრიზი ელოდა: ხანის მსახურებმა მას ხელ-ფეხი შეუკრეს და წაიყვანეს სასახლეში. აქ ხანმა მოინდომა ძალით დაუფლებოდა ქალიშვილს, მაგრამ საძულველი ხანის ცოლობას მან სიკვდილი არჩია და სარკმელიდან უძირო უფსკრულში გადავარდა. ამ დროს რაღაც უცნობი ძალის გავლენით დაინგრა ბებერი ხანის სასახლე და ყველა მხრიდან წყლის ნაკადმა დაიწყო დენა. წყალმა დაფარა ხანის ყოფილი სასახლე და მათან ერთად მთელი ქალაქი. ნაკადი მანამ არ შეჩერებულა, სანამ მთელი ხეობა წყლით არ ამოივსო. ასე წარმოიშვა ისიკ-ყულის ტბა. წყლის ქვეშ დამარხული საიდუმლოება 1218 წელს ამ ადგილას მონგოლთა 25-ათასიანი ლაშქარი დაბანაკდა. ახლომდებარე ქრისტიანული მონასტრის ბერებმა და მონაზვნებმა მონგოლების თავდასხმის შიშით მთელი სიმდიდრე: ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი თვლები 200 აქლემს აჰკიდეს და ტბის სანაპიროს გავლით განძის გადასამალად გაეშურნენ, მაგრამ მონგოლებმა შეიტყვეს ლტოლვილების გაქცევის შესახებ და ალყაში მოიქციეს ისინი. ბერებმა დაიწყეს ძებნა, თუ სად შეიძლებოდა განძის დამალვა. მათ განძის ერთი ნაწილი გამოქვაბულში დამალეს, ხოლო დანარჩენი იძულებული გახდნენ ტბაში ჩაეშვათ. ასე აღმოჩნდა განძეული ტბის ფსკერზე. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ტიანშანის მთებში გამოჩნდა მართლმადიდებელი ბერი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ხელთ ჰქონდა განძის ადგილსამყოფელის დამადასტურებელი რუკა. ბერი ამბობდა, რომ განძი მის წინაპრებს ეკუთვნოდათ-ნესტორიანელ-ქრისტიანებს, რომლებმაც სასწაულით გადაირჩინეს თავის მონგოლების დევნისაგან. მალე ამ ბერს უამრავი მიმბაძველი გამოუჩნდა სხვადასხვა რუკებით ხელში და ისიკ -ყულის ტბის მიდამოები განძის მაძიებლებით აივსო. ცნობილია, რომ ერთ-ერთმა მათგანმა ოქროს ჩაქუჩიც კი იპოვა, მაგრამ მალე საბჭოთა ხელისუფლებამ მათ აუკრძალა ძებნა და ეს ტერიტორია დახურულ ზონად გამოაცხადა. ჩინგიზ – ხანის საფლავი ისიკ – ყულის ურჩხულები 1972 წელს, როცა ისიკ-ყულის ტბაზე გაიმართა სამხედრო აკვალანგისტების ვარჯიშები, ტბაში შემჩნეულ იქნა ადამიანისმაგვარი სამმეტრიანი არსებები, რომლებიც ყინულივით ცივ წყალში ცხოვრობდნენ. ამფიბიებს სავარაუდოდ ძალიან დაბალი სხეულის ტემპერატურა ჰქონდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მთის ტბის ცივ წყალში არსებობას ვერ შეძლებდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, მონაცემები ამ არსებების შესახებ მალე აღმოჩნდა გრიფის ქვეშ “სრულიად საიდუმლოდ”. ისიკ-ყული– განსაკუთრებული ტბაა, რომელსაც საუკუნების მანძილზე ადგილობრივები მოჯადოებულად თვლიდნენ. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ XX საუკუნის დასაწყისამდე მასში არც არავინ ბანაობდა და არც თევზაობდა. ეს უცნაური ტბა უამრავი გამოცანის მატარებელია, რომელსაც იმედია, მომავალში მაინც გაშიფრავენ მეცნიერები. წყარო: intermedia.ge |
ბუნების საოცრება ყაზახეთში-კაინდის ტბა
ბუნების საოცრება ყაზახეთში-კაინდის ტბა. ტიან-შანის მთიან მასივზე ყაზახეთის ტერიტორიაზე განთავსებულია კაინდის ტბა, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ბუნების ნამდვილი საოცრებაა. ეს ტბა ბუნების ღირსშესანიშნაობის “ძეგლია” ყაზახეთისათვის. ამ საოცარი მთის წყალსატევის ნახვით “მონუსხული” ტურისტები ასობით და ათასობით ჩამოდიან ტბის და ტბის შემოგარენის დასათვალიერებლად. ტბა წარმოიქმნა მიწისძვრის შედეგად, რომელიც ამ მხარეში 1911 წელს მოხდა. მძლავრმა მეწყერმა, რომელიც ძლიერმა მიწისძვრამ გამოიწვია პრაქტიკულად ჩაკეტა ერთერთი ხეობა, რამაც შეჰქმნა გავაკებული ჩაკეტილი ტერიტორია, სადაც წვიმის წყლის დაგროვებით შეიქმნა წყალსატევი, რომლის სიგრძემ 400 მეტრამდე მიაღწია, ხოლო სიღრმემ კი დაახლოებით 25 მეტრი. კაინდის ტბის წყალს გადაჰკრავს ზურმუხტისფერი შეფერილობა, რაც განსაკუთრებულ შეფერილობას აძლევს ტბას და ამასთან ერთად ტბის წყალი ფსკერამდე გამჭვირვალეა. ბუნებრივია როგორც სხვა მთის მასივებში მოთავსებული ტბები, კაინდის ტბის ტემპერატურაც საკმაოდ დაბალია და მისი საშუალო ტემპერატურა +6 გრადუსია. განსაკუთრებით ლამაზი პეიზაჟს ტბის გარშემო ქმნის ფიჭვის კორომები, რომელთა ასაკი დაახლოებით 100 წელია. ხეობის ჩაკეტვის შედეგად ბევრი ხე წყლის ქვეშ მოექცა, ამ ხეების დიდი ნაწილი სვეტებივითაა ტბის ზედაპირზე ამოსული, რაც დამატებით საოცარ სანახაობას წარმოადგენს ტურისტებისათვის. ზამთრის პერიოდში ტბის ზედაპირი იფარება ყინულის საკმაოდ სქელი ფენით, თუმცა ეს ხელს არ უშლის ტურისტებს ტბის დათვალიერებაში და არც მეთევზეების ნაკლებობაა ტბაზე ამ პერიოდში. გასული საუკუნის 30-იან წლებში ტბაში გაუშვეს კალმახი, რომელიც მშვენივრად შეეგუა ტბას და საკმაოდ გამრავლდა, ახლა ტურისტებს და იქ ჩასულ მეთევზეებს უფლება აქვთ ანკესით ითევზაონ ტბაზე. ყოველწლიურად ბუნების ამ საოცრების სანახავად, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზეა ათასობით ტურისტი ჩამოდის, ტურისტების სიმრავლეს განაპირობებს წყალსატევის არაჩვეულებრივი ხედი და ალმა-ათასთან სიახლოვე. გთავაზობთ ფოტოკოლაჟს წყარო: intermedia.ge |
მაიმუნის 5 უცნაური სახეობა
მაიმუნის 5 უცნაური სახეობა
1)გვერეცა
გვერეცა მაიმუნი ანთრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 70 სმ აღწევს, კუდისა — 90 სმ. აქვს ლამაზი, შავი, გრძელი, აბრეშუმივით მბზინავი ბალანი; გრძელი თეთრი ფოჩი გასდევს გვერდებზე, რომელიც ზურგს ქვემოთ ერთდება და თეთრ ნახევარწრეს ქმნის. კუდი (ან კუდის ბოლო), თვალზედა ზოლი, ბაკენბარდები, ულვაში და წვერიც თეთრი აქვს. უკანა კიდურები წინაზე გრძელია, წინა კიდურებზე ცერი დამოკლებულია. ლოყისუკანა პარკები არ აქვს. გავრცელებულია ეთიოპიაში. მრავლდება წლის ნებისმიერ დროს. შობს ერთ ნაშიერს. ძვირფასი ბეწვის გამო გვერეცას ანადგურებენ ამიტომ იშვიათად გვხვდება.
2)ჰამადრილი
ჰამადრილი ძუძუმწოვარი ცხოველი პრიმატების რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 80 სმ, კუდისა 60 სმ, მასა 20-30 კგ აღწევს. დედალი მამალზე მომცროა. ჰამადრილს აქვს წაგრძელებული დინგი, კარგად განვითარებული წითელი ფერის საჯდომი კორძები. გავრცელებულია აღმოსავლეთ ეთიოპიაში, აღმოსავლეთ სუდანში, ჩრდილოეთ სომალიში, არაბეთის ნახევარკუნძულზე. ცხოვრობს სავანებში, კლდიან ადგილებში. ყოვლისმჭამელი ცხოველია. მაკეობა გრძელდება 170 დღემდე. უმეტესად შობს 1 ნაშიერს. ცოცხლობს 30 წლამდე. აკლიმატიზირებულია სოხუმის მიდამოებში.
3)ცხვირა მაიმუნი
ცხვირა მაიმუნი ძუძუმწოვარი ცხოველი ანთრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 55-75 სმ, მასა 12-24 კგ აღწევს. აქვს ძალზე გრძელი ცხვირი (აქედან სახელწოდება), რომელიც უფრო განვითარებული აქვს მამალს. ცხვირა მაიმუნის ბეწვი ხშირია. თავი, მხრები, ზურგი და კიდურების ზედა ნაწილები აგურისფერ-წითელია, სხეულის დანარჩენი ნაწილები — მონაცისფრო. გავრცელებულია კუნძულ კალიმანტანზე. ცხოვრობს ტყეში, მეხეური ცხოველია, იკვებება უმთავრესად ფოთლებით, ნაყოფით. კარგად ცურავს. ქმნის 20-მდე ინდივიდისაგან შემდგარ ხროს.
4) გაბიონები
გიბონები ძუძუმწოვარი ცხოველების გვარი გიბონისებრთა ოჯახის წარმომადგენლები არიან. გიბონების პირველიწარმომადგენელები დედამიწაზე, დაახლოებით, ორი მილიონი წლის წინათ გაჩნდნენ. დღეისათვის მეცნიერება იცნობს ამ პატარა პრიმატების ცხრა სახეობას, რვა სახეობის წარმომადგენლები ერთი ზომისანი არიან და განსხვავდებიან მხოლოდ ფერებით. შედარებით დიდი ზომისაა ე.წ. სიამანგი, რომელიც ბინადრობს იმავე გეოგრაფიულ რაიონებში, სადაც ვხვდებით თეთრხელა და შავხელა გიბონებს.)გაბიონები
5)მანდრილი
მანდრილი უმდაბლესი ცხვირვიწრო მაიმუნების გვარი ანთრისებრთა ოჯახისა. მამლის სხეულის სიგრძე 70-80 სმ, მასა 20 კგ აღწევს. დედალი მამალზე პატარაა. მანდრილის წინა კიდურები უკანაზე გრძელია. აქვს დიდი თავი, წინ წამოწეული ფართო სახე. გვარში 2 სახეობაა: ჩვეულებრივი მანდრილი და დრილი. ჩვეულებრივ მანდრილს კაშკაშა შეფერილობა აქვს. მამალს ღია წითელი ცხვირი აქვს, ლოყის გასწვრივ ნაოჭიანი პრიალა ლურჯი ლილვაკები გასდევს. მანდრილი გავრცელებულია დასავლეთ აფრიკაში, ტენიან და კლდოვან ტყეში. უმეტეს დროს მიწაზე ატარებს, მაგრამ ხეზე სძინავს და იკვებება. ნაირჭამიაა. მძვინვარე, აგრესიულიცხოვეoლია. მაკეობა 8 თვემდე გრძელდება.
წყარო: ka.wikipedia.org
ანხელის ჩანჩქერი-ყველაზე მაღალი ჩანჩქერი მთელს მსოფლიოში
ანხელი — ყველაზე მაღალიჩანჩქერი მსოფლიოში. მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში,ვენესუელაში, ბოლივარის შტატში,იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მყოფიკანაიმის ეროვნული პარკისტერიტორიაზე, გადმოედინებააუიანტეპუის მთიდან. მისი ვარდნის სიმაღლეა 978 მეტრი. ანხელი იკვებება მდინარე კერეპის წყლით, რომელიც ერწყმის მდინარე კარაოს შენაკადს, მდინარე ჩურუნს. თავის მხრივ, ეს ყველა მდინარე ორინოკოს აუზს მიკეუთვნება.
ჩანჩქერი აღმოაჩინა ჯეიმზ ეინჯელიმ 1936 წელს, სწორედ ამიტომ ჩანჩქერი, ეინჯელის (ინგლ. Angel) სახელს ატარებს.
ყველაზე საშიში მცენარეები
მსოფლიოში მრავალი შხამიანი და საშიში მცენარეა, რომლებსაც ადამიანის მოკვლა შეუძლიათ. თუ გააგრძელებთ პოსტის კითხვას ნახავთ მათგან 10 ყველაზე საშიშს.
1. ყველაზე მოსახერხებელი გზა ვირთხის შესაჭმელად.
გიგანტური კოკისებური მცენარე: Nepenthes attenboroughii
ეს მცენარე ხარობს ვიქტორიას მთაზე, ფილიპინებში. იგი ხორცისმჭამლი მცენარეა და გამოყოფს ნექტრის მსგავს ნივთიერებას, რომელიც იზიდავს მსხვერპლს ფერმენტების და მჟავის მორევში. წებოვანი ნივთიერებების გროვების მეშვეობით შეუძლებელი ხდება მსხვერპლის მცენარიდან თავის დახწევა. ამ მცენარეს 30 სანტიმეტრიანი დიამეტრი აქვს, რაც მღრღნელების მახეში გაბმის საშუალებას იძლევა, მაგრამ Nepenthes attenboroughii-ის ჩვეულებრივი საჭმელი მაინც მწერებია. კოკისებური მცენარეები, რომელთა 600-მდე სახეობაა, იზრდებიან იმ ადგილებში, სადაც აზოტის დეფიციტია და ამის გამო ნუტრიენტები ასუსტებენ მცენარის მსხვერპლს.
2. ყველაზე მოსახერხებელი შხამიანი მცენარე, რომელიც შეგიძლია იყოს შენს ბაღში.
კასტორის ცერცვი: Ricinus communis
კასტორის ცერცვის შეძენა შეიძლება ბაღებში, მიუხედავად იმისა, რომ შეიცავს სასიკვდილო შხამს. ემი სტიუარტს, რომელიც მომწამვლელი მცენარეების ექსპერტია, აქვს შეხება ასეთ მცენარეებთან და რამდენიმე მათგანი მის ბაღშიც იზრდება. დაინტერესებულ მებაღეებს შეუძლიათ ამ მცენარის თესლის მოგლეჯა. მის გადამუშავების შედეგად გამოყოფილ შხამს იყენებენ სპეციალურ იარაღებში.
3. ყველაზე ძლიერი ტოქსიკური მცენარე ჩრდილოეთ ამერიკაში.
დასავლეთის წყლის კონიო: Cicuta douglasii
ითვლება, რომ ეს მცენარე ყველაზე შხამიანი მცენარეა ჩრდილოეთ ამერიკაში. წყლის კონიო შეიცავს ტოქსიკანტ ციცუტოქსინს,რომელსაც შეუძლია ცენტრალური ნერვული სისტემის მწყობრიდან გამოყვანა, რაც გამოიხატება ადამიანის კრუნჩხვებში ჩავარდნაში, კუნთების შეკუმშვაში და საბოლოო ჯამში ადამიანი კვდება. წყლის კონიო განსხვავდება შხამიანი კონიოსაგან, რომელიც სოკრატეს ცნობილი მკვლელია. ის ადამიანს კლავს სასუნთქი სისტემის პარალიზებით. ეს ორივე მცენარე თქვენ წარმოიდგინეთ სტაფილოს ოჯახს მიეკუთვნება.
4. მცენარე, რომელმაც მოკლა პრეზიდენტის დედა.
თეთრი გველისძირა: Eupatorium rugosum
ამ მცენარით გარდაიცვალა აბრაამ ლინკოლნის დედა ნენსი ჰენქსი. მისმა ძროხამ შეჭამა (მცირე რაოდენიბით და ამიტომ გადარჩა) გველისძირა და რძე მოიწამლა, ამ რძის დალევის შემდეგ კი ნენსი ჰენქსი გარდაიცვალა. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს უჯერ ალკოჰოლს ტრემეტოლს, რომელსაც შეუძლია პირუტყვის კუნთების შეკუმშვა, სანამ მოკლავს მას. მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში, ხალხი ცდილობდა აეხსნა, თუ რით კვდებოდა მათი საქონელი. ეს ფაქტი ამოხსნელი იყო იქამდე, სანამ ა.შ.შ.-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა ამოხსნა ეს ფაქტი და შემდეგ სწრაფად გაავრცელა მთელს მსოფლიოსი. დღეს თეთრი გველისძირა, კვლავ ფართოდ იზრდება, მაგრამ მისი გავრცელების კონტროლმა, თავიდან აიცილა მისი შხამით საქონლის მოწამვლა.
5. საუკეთესო მცენარე სტუმრის მოსაკლავად.
აკონიტი: Aconitum napellus
ერთხელ სტიუარდს ჰკითხეს: რა იყო საუკეთესო მცენარე, რითაც შეიძლებოდა მოეკლათ სადილის დამსწრე სტუმარი. დიდი განხილვის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ეს მცენარე იყო აკონიტი. მან თქვა: თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ დაბეგვოთ ამ მცენარის ფესვები და დაუმატოთ მოშუშულ საკვებს. ღია იისფერი აკონიტი, ხშირად ხვდებათ ბაღების შემოგარენში. ის შეიცავს ტოქსიკურ ალკალიდს- აკონიტს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ასფიქსია.
6. ყველაზე საზარელი მკვლელი
Common Bladderwort: Utricularia macrorhiza
ეს მცენარე წყლის პატარა ცხოველებს ჭამს. მისი რამდენიმე ბუშტუკი წყალშია ჩაძირული და იჭერს მსხვერპლს, როგორიცაა თავკომბალები და პატარა კიბოსნაირები. ამ მცენარის ჯაგარისებულ გამონაზარდებში ებმევა მსხვერპლი და შემდეგ ან შხამით ან შიმშილით კვდება. როცა მსხვერპლი დალპება და სითხედ გადაიქცევა, მცენარის კედლებზე განლაგებული ბუშტუკები შეიწოვს მას.
7. ცხოველების დიდი მოყვარული
Venus flytrap: Dionaea muscipula
ამ მცენარეს აქვს უნარი დაიხუროს ნახევარ წამში. მწერი მას უნდა შეეხოს ზედიზედ ორ თმაზე, იმისთვის, რომ რეაქცია მოახდინოს. მაგრამ მცენარის მოქმედების ზუსტი მექანიზმი ჯერჯერობით უცნობია. ამერიკის ბოტანიკური საზოგადოება აღნიშნავს ძველ თეორიებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ წყლის წნევის მოულოდნელი ცვლილება განაპირობებს ამ მცენარის რეაქციას, მაგრამ ამ თეორიას დღეს არავინ იზიარებს.
8. ადამიანის გვამად ქცევის საუკეთესო საშუალება
ანგელოზის საყვირი: Brugmansia
დახრილი და თვალისმომჭრელი ანგელოზის საყვირის ყვავილი, ხარობს სამხრეთ ამერიკის რეგიონებში. ის შეიცავს ძლიერ ტოქსიკური ნივთიერებების გროვებს, რომლებიც შეიცავს ათროპინს, ჰიოსკიამინს და სკოპოლამინს. კოლუმბიაში კრიმინალებმა ამ მცენარიდან გამოყვეს სკოპოლამინი და გამოიყენეს ძლიერი ნარკოტიკული მოქმედებისთვის. ამ ტოქსინის მეშვეობით მსხვერპლი აზრზე არ არის რას აკეთებს, მაგრამ ყველაფერს გააზრებულად (ბოლოს კი კვდება). სკოპოლამინს კანი და ლორწოვანი გარსიც კი იწოვს და მისი სახეზე შეყრაც კმარა ადამიანის მოსაკლავად.
9. ყველაზე მაცდური საწამლავი
ოლეანდრი: Nerium oleander
ეს შესახედად ჩვეულებრივი მარადმწვანე ბუჩქი არის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი მცენარე. ამ მცენარის ფოთლები, ყვავილები და ნაყოფი შეიცავს გულის ამაჩქარებელ გლიკოზიდებს. მას რაღაც ოდენობით სამკურნალო დანიშნულებითაც იყენებენ, მაგრამ ყველა ადამიანზე ინდივიდუალურად მოქმედებს. სამკურნალო მიზნებისთვის გამოყენებით ოლეანდრით მრავალი ადამიანი დაიყუპა. ხალხს ხშირად თვალს ჭრის ამ მცენარის სილამაზე და ფერები, მაგრამ მისი მოწყვეტა არ შეიძლება, იმდენად საშიშია, რომ თუ მისი შხამი სხეულში მოხვდა გულს მომენტალურად აჩრებს.
10. სახლის დაცვის საუკეთესო საშუალება.
მალა მუჯერი: Cnidoscolus angustidens
სტიუარტი აღწერს, რომ ეს ბაღის მცენარე უფრო მტიკვნეულია, ვიდრე შხამიანი. “მალა მუჯერ”: რომელიც იტთარგმნება, როგორც “ცუდი ქალი” ხარობს სამხრეთ-დასავლეთ მექსიკაში და დაფარულია საშინელი ეკლებით. თუმცა რეალურად საშიში არის მწველი, რძის მაგვარი ნივთიერება. ეს ნივთიერება დამახასიათებელია ბევრი ეუფორბიას გვარის მცენარეებისთვის და შეუძლია გამოიწვიოს კანის მტკივნეული გაღიზიანება და ფერის შეცვლა, რაც კანის საზიზღარ შეხედულებას აძლევს.
წყარო: ucnauri.com
მტაცებელი ფრინველები
ტერმინი მტაცებელი ფრინველი ხშირად იხმარება შევარდნისნაირთა რიგის წარმომადგენლებთან. აღნიშნული რიგი სამასამდე სახეობას შეიცავს, მათ შორისარწივს, ქორს, კაკაჩას დაშევარდენს. თუმცა ყველა მონადირე ფრინველი არ არის მტაცებელი. მაგალითად, ბუს ყველაზე მახვილი თვალი და არწივის მსგავსი ბასრი ბრჭყალები აქვს, თუმცა მას მტაცებლებს არ მიაკუთვნებენ.
მტაცებელი ფრინველები ხორცით იკვებებიან (ნადირობენ რა მწერებზე, ჩიტებზე, რეპტილიებსა და ძუძუმწოვრებზე). ნანადირევის მირთმევისას მათ ეხმარებათ ბუნებისაგან ბოძებული ბასრი და განმგმირავი ნისკართი, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ნადავლის დანაწევრებაში.
მტაცებელი ფრინველების ყველა წარმომადგენელი საკვების მოპოვების მიზნით ნადირობს,თუმცა სხვა ჩიტებისაგან განსხვავებით,მსხვერპლს ნისკარტით არ იჭერს.ამ დროს მტაცებელი ძლიერ კიდურებსა და ბასრ ბრჭყალებს იყენებს.გამონაკლისს წარმოადგენენ სვავები,რომლებიც მხოლოდ ლეშით იკვებებიან.ამიტომ მათ შედარებით სუსტი კიდურები და ბლაგვი ბრჭყალები აქვთ.
ყველა მტაცებელი ფრინველი (ბუსა და ჭოტის გამოკლებით), აქტიურობს დღისით,იმისდა მიუხედავად,ცოცხალ ნადავლზე ნადირობს იგი,თუ ლეშს ეძებს.ისეთი ჯიშები,როგორიცაა,მაგალითად,ღამის შევარდენი(Falco rufigularis),აქტიურობს შებინდებისას,თუმცა ღამით მაინც არ ნადირობს.ღამის ბუებისაგან განსხვავებით,ასეთ მტაცებელ ფრინველებს დღის ფრინველებს უწოდებენ.ისინი ძალიან გავრცელებულნი არიან თითქმის ყველა კონტინეტზე,ანტარქტიდის გარდა. ზოგიერთი ჯიში ისეა ადაპტირებული გარემოში, რომ მათ არსებობა შეუძლიათ როგორც მაღალმთიან რეგიონებსა და ჭაობიან ადგილებში, ასევე ტროპიკულ ტყეებსა და ტუნდრებში.
გადაფრენა
მტაცებელ ფრინველთა ბევრი სახეობა მთელი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას არ ჩერდება.ზოგიერთი მიფრინავს მეტად თბილ ქვეყნებში,რათა თავი დააღწიოს სიცივეს,ზოგი კი – ახალი ნადავლის საძებნელად.მაგალითად,ისეთი სახეობები,როგორიცააბოლოკარკაზი და კირკიტაზაფხულობით ჩრდილოეთით მიემართებიან,რადგან ამ დროს იქ ბევრი მწერია,რომლითაც ეს მტაცებლები იკვებებიან.მაგრამ,როგორც კი ზამთარი იწურება და მწერების რაოდენობა კლებულობს,აღნიშნული ფრინველები იძულებულნი ხდაბიან მზეს კვლავ სამხრეთით წამოყვნენ.
ნადავლის დევნაშირედაქტირება
მტაცებელ ფრინველთა ზოგიერთი ჯიში, რომელნიც სხვა ფრინველებით იკვებებიან, გადაფრენას ახორციელებენ მხოლოდ იმ მიზნით, რომ უკან მისდიონ სხვა გადამფრენ ფრინველებს, რომლებსაც შემდგომ საკვებად იყენებენ. მაგალითად, ე. წ. ელეონორას მარჯანს (Falco eleonorae) ხშირად დაწყვილების სეზონის გადადებაც კი უწევს გადამფრენი ფრინველების დევნაში. შევარდნისნაირთა რიგის სხვა წარმომადგენლები არ ასრულებენ გადაფრენებს და მხოლოდ რამდენიმე კილომეტრის მანძილზე დაფრინავენ ნადავლის მოსაპოვებლად.
გადაფრენისას მტაცებელი ფრინველები თავს არიდებენ ზღვით გადაფრენას, რადგან ისინი ნარნარ ფრენას არიან მიჩვეულნი და არ ყუფნით სასიცოცხლო ენერგია დიდი მანძილის გადასალახად. თუმცა შევარდნისნაირთა რიგის სხვადასხვა წარმომადგენელი ფრენის სხვადასხვა სტილს ფლობს. იმის დადგენა, თუ რა სტილით დაფრინავს მტაცებელი და რა ხერხებს იყენებს ნადირობისას, შესაძლებელია მიისი ფრთების ფორმის მიხედვით.
ჩვეულებრივ შავარდნისნაირთარიგის წარმომადგენლებს გრძელი და ფართო ფრთები აქვთ. ამის წყალობით, ისეთ სახეობებს, როგორიცაა კონდორი (Vultur), სვავი(Aegypius) და არწივი (Aquila), დიდი ხნის განმავლობაში შეუძლიათ ჰაერში გაჩერება ფრთების გაქნევის გარეშეც. ეს თვისება ეხმარებათ მათ დაუღალავად გადალახონ დიდი მანძილები.
თუმცა ცაში ყველაზე ლამაზი არწივია. მისი გაშლილი ფრთები 2 მეტრს აღწევს, თითები ბუმბულითაა შემოსილი. ჰაერში იგი 80 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს და უეცრად შეუძლია მიმართულების შეცვლა. ამისათვის იგი ფრთას კეცავს განსაკუთრებული კუთხით და რთულ მანევრს ასრულებს ჰაერში.
ტროპიკული ტყეები
ტროპიკული ტყეები — გავრცელებულია ეკვატორულ, სუბეკვატორულ და ტროპიკულ სარტყლებში ჩ. გ. 25° და ს. გ. 25°-ს შორის. მცენარეთა სახეობებით ძალზე მდიდარი მარადმწვანე ტენიანი ტროპიკული ტყეები (წვიმის ტყეები) ვითარდება წლის განმავლობაში ნალექებისა (2000-7000 მმ) და ტემპერატურის (23 °C-32 °C) თანაბარზომიერი განაწილების პირობებში; აქ ფართოდ არის გავრცელებულილიანები და ეპიფიტები.
ნახევრად მარადმწვანე ტროპიკული ტყეები, რომლებშიც ხშირად მკვეთრადაა გამოხატული ფოთოლცვენა და შეფოთვლა, გავრცელებულია ვესტინდოეთში,ცენტრალურ ამერიკაში (კ.ტრინიდადი, კოსტა-რიკა), დასავლეთ აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (ინდოეთი,მიანმარი).
აზიის ტროპიკებში ამგვარ ტყეებს მუსონურს უწოდებენ. მათთვის დამახასიათებელია ფოთოლმცვივანი ხემცენარეები:ხეშეშნაყოფიანი ქსილია (Xylia xylocarpa), შიშველყვავილიანი ტეტრამელესი (Tetrameles nudiflora),შორეას ხე (Shorea robusta). ნათელი ფოთოლმცვივანი ტყეები ვითარდება ინდოჩინეთის ტროპიკებში, იქ, სადაც აშკარადაა გამოხატული მშრალი სეზონი. აქ გვხვდება კოჟროვანი დიპტეროკარპუსი (Dipterocarpus tuberculatus), სიამის პენტაკმე(Pentacme siamensis) და სხვა. აქვე, უფრო ღარიბ ნიადაგზებზე, შეიძლება შევხვდეთ ფიჭვნარევსაც, რომლებიც შედგებაფიჭვის სპეციფიკური სახეობებისაგან: კარიბული ფიჭვი(Pinus caribaea), ტროპიკული ფიჭვი(Pinus tropicalis) და სხვა. მთის ტროპიკული ტყეები ვითარდება დაახლოებით ზღვის დონიდან 800 მ სიმაღლეზე. ჩვეულებრივ, მარადმწვანეა, დამახასიათებელია ხისმაგვარი გვიმრები, გვხვდებაწიწვოვნებიც (აგითისის,დაკრიდიუმის და სხვა გვარებისზოგიერთი სახეობა). დიდ სიმაღლეზე (ზღვის დონე 2000 მ) გვხვდება დაფნისებრთა,წიფლისებრთა და მანანისებრთაოჯახების წარმომადგენლები, გავრცელებულია ეპიფიტური ხავსები.
კავკასიის ტერიტორიაზეტროპიკული მცენარეულობა გაბატონებული იყო ეოცენურ ეპოქაში. მისმა ნაშთებმა მოაღწია შუა პლიოცენურ ეპოქამდე. ამ დროისათვის კოლხეთში ჩამოყალიბდა ძალზე მდიდარი ტყის მცენარეულობა, რომელიც ჯერ კიდევ შეიცავდა მარადმწვანე ტროპიკული ტყეების კომპონენტებს.
კატისებრთა ოჯახი
კატისებრნი (Felidae), ძუძუმწოვრების ოჯახი მტაცებლების რიგისა. გენეტიკურად ახლოს დგანან ვივერებთან, მანგუსტებთან და აფთრებთან. მათი სხეულის სიგრძე 50-380 სმ აღწევს. მასა 1,5-275 კგ. აქვთ კუნთოვანი და მოქნილი სხეული, მოკლე ფეხები, ჩამალული ან ნახევრად ჩამლული ბრჭყალები. თითითმავალი მტაცებლებია. ტყის კატები ღიაფერისანი არიან, ველისა და უდაბნოს სახეობები — ყვითელი ან ქვიშისფერი. გავრცელებული არიან ყველა მატერიკზე ავსტრალიის, მისი მოსაზღვრე კუნძულებისა და მაგადასკარის გარდა. ბინადრობენ ტყეში, მდინარის სანაპიროზე, ველზე, უდაბნოში, ალპურ ზონაში. ბინდისა და ღამის ცხოველებია. ცხოვრობენ ცალ-ცალკე ან ოჯახებად. კატისებრნთა მრავალი წარმომადგენელი კარგად დაცოცავს ხეზე ან ცურავს. იკვებებიან ძუძუმწოვრებით, ფრინველებით, ქვეწარმავლებით, თევზებით, ზოგჯერ მწერებითაც. მსხვერპლს უმთავრესად უსაფრდებიან ან ეპარებიან, შემდეგ კი თავს ესხმიან დიდი ნახტომით (მარტო ავაზა იჭერს მსხვერპლს დადევნებით). აერთიანებს რამდენიმე გვარს, რომელთაგან კარგად ცნობილია გვარები Felis (სადაც შედის შინაური და ტყის კატები, ლელიანის კატა, ჩრდილოეთამერიკული პუმა და კიდევ რამდენიმე შედარებით მცირე ზომის სახეობა), Panthera (სადაც შედის ჯიქი, ვეფხვი, ლომი და იაგუარი), Lynx (ფოცხვერები), Ascynonix (ავაზა). სულ ოჯახში შედის 37 სახეობა. მათგან ყოფილ სსრკ-ში გვხვდება 12 სახეობა, საქართველოში — 4 (ტყის კატა, ლელიანის კატა, ფოცხვერი და ჯიქი; მეოცე საუკუნის დასაწყისამდე საქართველოში პერიოდულად შემოდიოდნენ ვეფხვებიც). კატისებრების დედალი სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 12-15 თვისა. მაკეობა 55-270 დღე გრძელდება, შობენ 2-6 ნაშიერს. კატისებრნი შობენ ცოცხლობენ 30 წლამდე. სარეწაო ცხოველებია, ზოგან ზიანს აყენებენ მეცხოველეობას. ლომებს და ვეფხვებს ზოგ ქვეყანაში იცავენ.
გამოყოფენ დიდ კატათა (პანთერათა) და მცირე კატათა ქვეოჯახებს.
Recent Comments