Monthly Archives: January 2015

სახელმწიფო ნაკრძალი

სახელმწიფო ნაკრძალიდაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი. შეესაბამება IUCN I კატეგორიას.

სახელმწიფო ნაკრძალი შეიძლება დაარსდეს ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების დინამიური და ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და მათზე უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგის მიზნით.

სახელმწიფო ნაკრძალისათვის უნდა შეირჩეს ისეთი სიდიდის და მდგომარეობის სახელმწიფო ტერიტორია ან აკვატორია, რომელიც უზრუნველყოფს ბუნების ობიექტებისა და პროცესების შენარჩუნებას ადამიანისაგან სპეციალური მოვლისა და აღდგენის გარეშე.

სახელმწიფო ნაკრძალი შეიძლება შედიოდეს რომელიმე დაცული ტერიტორიის (ბიოსფურული რეზერვატი, მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია) შემადგენლობაში და მოიცავდეს თავის თავში რომელიმე მათგანს (ბუნების ძეგლი).                                                                                                                                        საქართველოს ნაკრძალები                                

Categories: Uncategorized | Leave a comment

ბუნების დაცვა

ბუნების დაცვა — გარემოს დაცვის პრაქტიკა, ინდივიდუალური, ორგანიზაციულ და სამთავრობო დონეზე, ბუნებრივი გარემოს და ადამიანებისთვის საკეთილდღეოდ. ადამიანი უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას ითვისებს, რათა სახლები, ქარხნები და ფერმერები ააშენოს, ამიტომ დანარჩენ ცოცხალ არსებებს უფრო და უფრო ნაკლები საცხოვრებელი ადგილი რჩებათ. კონსერვაცია ღონისძიებათა ერთობლიობაა, რომლის მიზანია იშვიათი ცხოველები და მცენარეები არ გადაშენდნენ, ხოლო ბუნების გავრცელებული სახეობები — არ გაიშვიადნენ. კონსერვაცია ამ ცხოველთა და მცენარეთა საცხოვრისის შენარჩუნებასაც გულისხმობს.

წინათ ზოგიერთი ცხოველი იმის გამო გადაშენდა, რომ გარემოში მომხდარ ბუნებრიც ცვლილებებს ვერ შეეგუვნენ. დინოზავრები, სავარაუდოდ, ვეებერთელამეტეორიტის ჩამოვარდნის შედეგად გადაშენდნენ. მეტეორის დედამიწასთან დაჯახებისას წარმოქმნილი მტვრის უზარმაზარი ღრუბელი მთელ ატმოსფეროში გაიშალა, რაც ხელს უშლიდა მზის სხივების შემოღწევას. დაიწყო გამყინვარება, რომელსაც დინოზავრები ვერ ვერ გაუძლეს.

კუნძულ მავრიკის ბინადარი დოდო(დრონტი) ზანტი ფრინველი იყო, რომელიც ვერ ფრენდა. როდესაც ადამიანები ამ კუნძულზე ჩავიდნენ, აღმოაჩინეს, რომ დრონტი მოსანადირებლად იოლი იყო და ამავდროულად გემრიელი ხორციც ჰქონდა. საუკუნეც არ გასულა, რომ დრონტები პირწმინდად ამოწყვიტეს. ბევრი სხვა ცხოველი ან გადამეტებული ნადირობის შედეგად ამოწყდა ან საცხოვრისის განადგურების გამო.

წყარო:wikipedia.org

deep_ecology1369136089_yourbusiness-and-the-environmentd0b7d0b0d0b3d180d183d0b6d0b5d0bdd0bdd0bed0b5-5

Categories: Uncategorized | Leave a comment

Create a free website or blog at WordPress.com.