Monthly Archives: February 2015

ტყე და ადამიანი ძველად

 ადამიანი საუკუნეების განმავლობაში სარგებლობდა ტყის სიმდიდრით. იგი იქ არა მარტო შეშას და ხის მასალას მოიპოვებდა არამედ მრავალ სხვა ნედლეულს და პროდუქტსაც. შეიძლება ითქვას რომ ტყე იცავდა და კვებავდა ადამიანებს. ხისგან აშენებდნენ სახლებს და დამცავ ნაგებობებს, აკეთებდნენ იარაღს. ტყის ცხოველები და მცენარეთა ნაყოფი ადამიანისთვის საკვების ამოუწურავ წყაროს წარმოადგენდა.
download
ტყის ნადირი ადამიანისთვის  საუკუნეების განმავლობაში იყო საკვების წყარო.

 

  მივდივართ სანადიროდ
სანამ ადამიანი ცხოველებს მოიშინაურებდა და მათ მოვლა-პატრონობას და გამოყენებას ისწავლიდა ის გარეულ ცხოველებზე ნადირობდა. იგი ამ გზით მოიპოვებდა ხორცს საკვებად, ტყავებს ჩასაცმელად და ძვლებს სხვადასხვა იარაღის გასაკეთებლად. ჩვენს  დროში ნადირობა ადამიანის ცხოვრებაში შეუდარებლად მცირე როლს თამაშობს.
9d7f7
 დღევანდელი  მონადირეების საქმიანობა მკაცრად რეგულირდება სპეციალური კანონებითა და ინსტრუქციებით

მონადირეების ამოცანები
დღეს მონადირეები არა უბრალოდ ნადირობენ  არამედ მეტყვევეებთანაც  თანამშრომლობენ ბუნების დაცვის საქმეში.დიდი მტაცებლები რომლებიც ადრე ჩვენს ტყეებში სხვა  ცხოველების რაოდენობას არეგულირებდნენ ცხოველთა რაოდენობას და ამას გარდა ზამთრობით როცა საკვების  პოვნა ძალზე ძნელია გამოკვებაშიც ეხმარებიან მათ.
3572b398fb70
ასეთ ბაგებში აწყობენ საკვებს ტყის ცხოველებისათვის

სურნელოვანი ფისი
ზოგიერთი სახეობის მცენარე განსაკუთრებით კი წიწვოვანები ერთგვარ ნივთიერებას გამოყოფენ რომელსაც ფისი ან გუმფისი ეწოდება. ეს ნივთიერება მცენარეების დაზიანებულ ადგილებში ინფექციის შეჭრისგან იცავს. ადამიანები ამ ნივთიერებას სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებენ. იგი ღირებულია საღებავების, წამლების კოსმეტიკის წარმოებაში. ფისს ძველი ეგვიპტელები გვამების ბალზამირებისათვის იყენებდნენ. ფისის მოსაპოვებლად ხის ტანზე პატარა ნაჭდევები კეთდება ისე რომ მის ჯანმრთელობას ზიანი  არ მიადგეს.
75b2b03bca08

ფისს ხეებიდან მოიპოვებენ, ხისს ტანზე ძალზე დიდი ხნის განმავლობაში კარგადაა ხოლმე შესამჩნევი ფისის ნაღვენთის კვალი.

ტყის თაფლი
დღევანდელ დღეს თაფლი საფუტკრეებში მზადდება სადაც მოშინაურებული ფუტკრები  სკებში ცხოვრობენ. ძველად თაფლს  ტყეებში გარეული ფუტკრებისგან მოიპოვებენ. ამ საქმიანობას ტყის მეფუტკრეები მისდევენ. ისინი ხეებში, უფრო ხშირად ფიჭვის ღეროებში სპეციალურ ჩაღრმავებებს აკეთებდნენ ან უკვე არსებულ ფუღუროებს იყენებდნენ სადაც ველური ფუტკრები იდებდნენ ბუდეს და თაფლს აგროვებდნენ.
download (1)
ფიჭვი რომელშიც ბუნებრივი სკაა-ისტორიული ეგზემპლარი.

Categories: Uncategorized | Leave a comment

ეკოლოგიური ფაქტორები

ეკოლოგიური ფაქტორები

კაცობრიობას დედამიწაზე ბუნებისა და მისი კომპინენტებისგან იზოლირებული არსებობა არ შეუძლია. ადამიანზე ბუნება მუდმივად მოქმედებს 5 ძირითადი ფაქტორით. ესენია:

კლიმატური;

მინერალური;

წყლისა;

მიწისა;

ბიოლოგიური.

ადამიანის საარსებო გარემო არაცოცხალი და ცოცხალი ბუნების, მცენარეებისა და ცხოველებისგან შედგება. თითოეული მათგანი თავისებურ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებასა და არსებობაზე, ჯანმრთელობისთვის ზოგს სიკეთე, ზოგს კი ზიანი მოაქვს. ეკოსისტემის შემადგენელ კომპონენტებს ეკოლოგიური ფაქტორები ეწოდება. წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ აბიოტურ, ბიოტურ და ანთროპოგენურ ეკოლოგიურ ფაქტორებს. აბიოტურია არაცოცხალი ბუნების ის ფაქტორები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მოქმედებს ადამიანის ორ­განიზმზე. ესენია ჰაერი, წყალი, ნია­დაგი. ბიოტურია სიცოცხლის ყველა ფორმა, რომლებიც მოქმედებენ ერთმანეთზე: მცენარეები, ცხოველები, მიკროორგანიზმები. ანთროპოგენურია ადამიანის საქმიანობის ყოველგვარი შედეგი, რომელიც ცვლის ბუნებას როგორც საარსებო გარემოს და ამასთან უშუალო გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე.images (2)h

Categories: Uncategorized | Leave a comment

Blog at WordPress.com.