Monthly Archives: April 2015

ხევსურეთის ბუნება<3

მეხევსურეთი

IMG_16578579160061IMG_16568925198880IMG_16612261960355IMG_16562955838528IMG_16530728940335IMG_16526023251859IMG_16522422940579IMG_10360199615109

სურათები გადმოწერილია facebook-is გვერდიდან “წასვლა მწადიან ხევსურეთს”

Categories: Uncategorized | Leave a comment

ჩანთოსანი დათვი-კოალა

 cd5f7b5a1af9კოალა პატარა დათვს ნიშნავს, ის ავსტრალიაში ბინადრობს და ჩანთოსანთა რიგს მიეკუთვნება… მისი სხეულის სიგრძე 82 სანტიმეტრია, მასა 16 კილოგრამს აღწევს…56311df0cbf9 (1)

ეს მძინარა არსება ხეებზე ბინადროვს და იკვებება ფოთლებით, ყველაზე მეტად ევკალიპტის ფოთლები უყვარს…BDFB498553AC4F9C979FD7637CC5E_large

მისი ნაშიერი მუცელში ერთი თვე რჩება და გაჩენისთანავე ჩანთაში 6 თვემდე იზრდება.8f9233140393

ბევრისათვის კოალა ძილთან და სიზარმაცესთან ასოცირდება ბევრმაც არ იცის ამ ცხოველის არსებობა… კოალა ყველაზე ზარმაცი არსებაა ცხოველთა შორის… უფრო მეტიც ის ფაუნის ყველაზე დიდი შედევრია.1297935833_39949924_koala1

Categories: Uncategorized | Leave a comment

გენური ინჟინერია

გენური ინჟინერია არის ახალი ტექნოლოგია,რომელიც გულისხმობს გენებით მანიპულირებასმეცნიერებს შეუძლიათერთი სახეობიდან გენები გადაიტანონ მეორესაერთოდ არამონათესავე სახეობაში.ეს შესაძლებელია გენეტიკური კოდის უნივერსალობის გამო,იგი ერთია ყველა ცოცხალისთვის , იქნება ეს ცხოველი , მცენარე თუ მიკროორგანიზმი.მაგალითად ,შესაძლებელია გენების გადატანა თევზიდან პომიდორში,იმისათვის რომ გავხადოთ პომიდორი უფრო ყინვაგამძლე .გენეტიკურად მოდიფიცირებული პომიდორი მასში ჩაშენებული თევზის გენის საშუალებით უკვე იწყებს თევზისათვის დამახასიათებელი ცილების გადამუშავებას და შესაბამისად ხდება უფრო ყინვაგამძლეც.s1erbgmogmo_typr_028882729564_014

გენეტიკური ინჟინერიის მომხრეები ხშირად ამტკიცებენ,რომ ისინი იგივე საქმიანობას ეწევიან ,რასაც ჩვეულებრივ სელექციონერები,მხოლოდ უფრო სწრაფად და მეტი სიზუსტით.მართლაც, სელექციის დროსაც შეიძლება მოხდეს მოხდეს გადაცემა , მაგრამ მხოლოდ ერთი სახეობის ინდივიდებს,ანდა ძალიან მონათესავე სახეობებს შორის.სელექციის დროს ბრინჯი შეიძლება შეუჯვარდეს მხოლოდ ბრინჯის სხვა ჯიშებს, მაგრამ ვერასოდეს შეუჯვარდება მიწისთხილს ან  ვაშლს.გენური ინჟინერიის შემთხვევაში კი ასეთი ბარიერი არ არსებობს. მისი საშუალებით შესაძლებელია ბუნების მიერ მილიონობით წლების განმავლობაში დაწესებული სახეობათაშორისი საზღვრების დაარღვევა.აქამდე არასოდეს ყოფილა შესაძლებელი ცხოველიდან მცენარეში , ან ბაქტერიიდან ადამიანში გენის გადატანა . იმ შემთხვევაშიც კი თუ ნათესაურად ახლომდგომი სახეობების შეჯვარება მოხდა, მიიღება   უნაყოფო შთამომავლობა , როთაც ბუნება ინარჩუნებს სახეობათა მრავალფეროვნებას.გენური ინჟინერიის შემთხვევაში  კი არამონათესავე სახეობების გენების კომბინირებისა და მაათი გენეტიკური მატერიალის შეცვლის შედეგად იქმნება ახალი ცოცხალი ორგანიზმები , რომელთაც აქვთ გამრავლებისა და შთამომავლობის მოცემის უნარი.რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ასეთი ორგანიზმების ბუნებაში გამოთავისუფლებას?დღეს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არავის შეუძლია .ყველაზე გამოცდილ მეცნიერსაც კი არ ძალუძს იმის განსაზღვრა , თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანსა და ბუნებას ამგვარად გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ბუნებაში გავრცელებამ.

საერთოს გენური იჟინერია წარმოადგენს ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის  ახალ მიმართულება და კიდევ უფრო მეტადაა ორიენტირებული მონოკულტურებზე, რითაც ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების შემცირებას.GMO-ihow.ge_55555555555ffffffgfg5

Categories: Uncategorized | Leave a comment

ტალღოვანი კლდე

ბუნებრივად წარმოქმნილიტალღოვანი კლდე ავსტრალიაში. 

30m3f2cs3zqtu2zgz3gwwmjtq12w7hauo

Categories: Uncategorized | Leave a comment

მცენარეები, რომლებიც კოღოებს აფრთხობენ

    სითბოს დადგომისთანავე კოღოს სეზონიც დგება. ამ მავნებელი მწერის ნაკბენისგან არავინაა დაზღვეული, არადა, ქიმიური საშუალებებით მათი მოგერიებაც არ გვინდა. 
ისევ ბუნებამ იზრუნა ჩვენზე. არსებობს რამდენიმე არაჩვეულებრივი მცენარე, რომელიც აფრთხობს კოღოს და სადაც ისინი იზრდებიან, მწერი იქ არ გაჭაჭანდება.

დარგე ისინი თუნდაც აივანზე და დაივიწყე კოღოს არასასიამოვნო ნაკბენები.

მელისა, პიტნა, რეჰანი ან როზმარინი – ამ მცენარეებს მძაფრი ეთერზეთების არომატი აქვს, რაც კოღოებს ძალიან არ მოსწონთ. შეგიძლია, უბრალოდ, წაისვა რომელიმე ამ მცენარის ფოთოლი კანზე და მშვიდად იყო, კოღო არ მოგეკარება.









ჩვეულებრვი პომიდორიც აფრთხობს სისხლისმწოველებს. დარგე ის ქოთანში, დაიცავი თავი კოღოებისგან და თან დატკბი სახლში მოყვანილი პომიდვრის გემოთი.













პელარგონია არა მხოლოდ დააფრთხობს მავნებლებს, არამედ დაგატკბობს თავისი სილამაზით.








ნიორი – განსაკუთრებით ეფექტური საშუალებაა, რომელიც კოღოების დაფრთხობასთან ერთად, დიასახლისობაშიც გამოგადგება.













ლავანდა – არა მხოლოდ კოღოებს აფრთხობს, არამედ ჩრჩილსაც ანადგურებს სახლში. ერთადერთი მინუსი ამ მცენარეს ის აქვს, რომ ფუტკრებს იზიდავს.







Categories: Uncategorized | Leave a comment

სიკვდილის ველი

sikvdilis-veliსაკრამენტოსთან ახლოს (კალიფორნია, აშშ) 1848 წელს ოქრო აღმოაჩინეს. სწრაფად გამდიდრების მიზნით მომდევნო წელს ამ მხარეს დაახლოებით 80 000 ოქროს მაძიებელი მიაწყდა. 1849 წლის 25 დეკემბერს დაახლოებით ასი ფურგონისგან შემდგარი ჯგუფი დასავლეთისკენ დაიძრა სოლტ-ლეიკ-სიტიდან და ჩავიდა ველზე, რომელიც დღეს სიკვდილის ველის სახელით არის ცნობილი. ისინი იმედოვნებდნენ, რომ მალე მიაღწევდნენ დანიშნულების ადგილს ამ უდაბური ღრმულის გავლით, რომელიც კალიფორნიისა და ნევადას საზღვართან იყო.

წლის იმ პერიოდში გრილოდა, მაგრამ უდაბურ ველზე გავლა მაინცდამაინც უსაფრთხო არ იყო. ხალხი პატარ-პატარა ჯგუფებად დაიყო და სხვადასხვა მიმართულებით წავიდა. ერთმა ჯგუფმა, რომელშიც ქალებიც იყვნენ და ბავშვებიც, გზა ვერ გაიგნო ველის დასავლეთით მდებარე მთებში. ისინი დაიქანცნენ და საკვებიც გამოელიათ. მათ ერთ წყაროსთან დაბანაკება გადაწყვიტეს. დღეს ეს წყარო „ფერნის ქრიკის“ სახელით არის ცნობილი. შემდეგ ისინი დაიძრნენ და მიადგნენ წყლის ორმოს, რომელსაც მოგვიანებით „ბენეტის ჭა“ შეარქვეს. ოცი წლის ახალგაზრდები, უილიამ მენლი და ჯონ როჯერზი, დახმარების საძებნელად გაემართნენ, დანარჩენები კი ველზე დარჩნენ.

მენლისა და როჯერზს იმედი ჰქონდათ, რომ ლოს-ანჯელესში რამდენიმე დღეში ჩავიდოდნენ. მაგრამ არ იცოდნენ, რომ ეს ქალაქი მათგან სამხრეთ-დასავლეთით 300 კილომეტრით იყო დაშორებული. მათ თითქმის ორი კვირა დასჭირდათ, რომ ფეხით მისულიყვნენ ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე სან-ფერნანდოს ველამდე. საკვები მოიმარაგეს თუ არა, ისინი უკან დაბრუნდნენ.

მას შემდეგ, რაც ბანაკი დატოვეს, ოცდახუთი დღე გავიდა და უკან დაბრუნებულებმა იქ სიცოცხლის კვალი ვერ ნახეს. მენლიმ ჰაერში გაისროლა და ფურგონის ქვემოდან კაცი გამოვარდა. მოგვიანებით მენლი წერდა: «კაცმა ხელები ასწია და ორჯერ დაიყვირა: „დაბრუნდნენ!“». ნელ-ნელა სხვებიც გამოვიდნენ, მაგრამ გაოგნებისგან ხმას ვერ იღებდნენ. მენლისა და როჯერზის წყალობით ერთი კაცის გარდა სიკვდილს ყველა გადაურჩა. ამ კაცმა იმ იმედით დატოვა ბანაკი, რომ გზას მარტო გაიგნებდა. როგორც ამბობენ, როცა მთელი ჯგუფი გამოვიდა ველიდან, ერთმა ქალმა უკან მიიხედა და წამოიძახა: „მშვიდობით, სიკვდილის ველო!“ მას შემდეგ ამ ადგილს „სიკვდილის ველი“ ჰქვია.

სრულიად განსხვავებული ადგილი

სიკვდილის ველის სიგრძე 225 კილომეტრია, სიგანე კი 8—24 კილომეტრამდე. ის ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე მშრალი, დაბალი და ცხელი წერტილია. მონაცემების თანახმად, ჰაერის ტემპერატურა „ფერნის ქრიკთან“ 57 გრადუსს აღწევს, ხოლო მიწის ტემპერატურა — 94 გრადუსს, რაც ზღვის დონეზე წყლის დუღილის ტემპერატურას ექვსი გრადუსით ჩამორჩება!*

ყოველწლიურად აქ ნალექი საშუალოდ ხუთ სანტიმეტრზე ნაკლებია, მაგრამ ზოგჯერ წვიმა წლების განმავლობაში არ მოდის. დასავლეთ ნახევარსფეროში ყველაზე დაბალი ადგილი ახლოსაა სიკვდილის ველზე მდებარე პატარა მლაშე ტბასთან — „ბედუოთერთან“. ის ზღვის დონიდან 86 მეტრით დაბლაა. მისგან 140 კილომეტრის მოშორებით დგას მთა უიტნი. ის სიმაღლით 4 418 მეტრს აღწევს და შეერთებულ შტატებში ყველაზე მაღალი ადგილია, თუ არ ჩავთვლით ალასკის მთებს.სიკვდილის ველი, ნევადას შტატი. აშშ

1850 წელს სიკვდილის ველზე „სოლტ სპრინგთან“ აღმოაჩინეს ოქროს პატარა საბადო. გარდა ამისა, მკვლევარებმა იმ ტერიტორიაზე იპოვეს ვერცხლი, სპილენძი და ტყვია. ცოტა ხანში ველის სხვადასხვა მხარეს ისეთი სამთო მრეწველობის ქალაქები მომრავლდა, როგორებიცაა „ბულფროგი“, „გრინუოთერი“, „რიოლიტი“ და „სკიდუ“. როგორც კი მადანი გამოილია, ეს ერთ დროს აყვავებული ქალაქები გაუკაცრიელდა. 1880 წელს სიკვდილის ველზე აღმოაჩინეს ბორაკი, თეთრი კრისტალური ნაერთი, რომელსაც საპნის და სხვა ნაწარმის დასამზადებლად იყენებენ. ველის ისტორიის სამთო მრეწველობაში ამ დროს აღმავლობის პერიოდი დაიწყო. 1888 წლამდე 270 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ მოჰავიში ბორაკის გადასატანად იყენებდნენ ორ ხუთმეტრიან საზიდარს, რომლებშიც თვრამეტი ვირი და ორი ცხენი იყო შებმული. გზა მეტად დამქანცველი იყო. ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით იმდენად ცხელოდა, რომ ტვირთის გადატანა შეუძლებელი იყო.

1933 წელს სიკვდილის ველი ნაკრძალად გამოცხადდა. დროთა განმავლობაში მისი საზღვრები გააფართოვეს და დღეს მას 1,3 მლნ. ჰექტარი უკავია. 1994 წელს სიკვდილის ველი ეროვნულ პარკად გამოცხადდა. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეროვნული პარკია.

სიცოცხლე სიკვდილის ველზე

გასაკვირი არ არის, თუ ვინმე ფიქრობს, რომ სიკვდილის ველზე სიცოცხლე არ არის. სინამდვილეში, იქ ასობით სახეობის ცხოველს ნახავთ, რომელთა უმეტესობაც სიცხის გამო მხოლოდ ღამით გამოდის. s74375131დროდადრო ახლომახლო მთებიდან ველზე კანადის ცხვარი ჩამოდის. ის იმ მხარეში ყველაზე დიდი ძუძუმწოვარა ცხოველია. სხვა ცხოველთა შორის არის მაჩვი, სხვადასხვა სახეობის ღამურა, ფოცხვერი, კოიოტი, ამერიკული კორსაკი, კენგურუს ვირთაგვა, პუმა, მაჩვზღარბა, ბოცვერი, სკუნსი და გარეული ვირი. ასევე ქვეწარმავლებიდან ბინადრობს სხვადასხვა სახეობის ხვლიკი, გველი და კუ. შეხვდებით ასობით სახეობის ფრინველს, მაგალითად ისეთებს, როგორიცაა მელოტა, ქორი, ყანჩა, მწყერი, ყორანი, მექვიშია და ორბი.

მათგან ყველაზე გამძლეა კენგურუს ვირთაგვა. მას შეუძლია მთელი ცხოვრების მანძილზე წყალი არ დალიოს. ერთი ნაშრომის თანახმად, „ის სითხეს მცენარეთა მშრალ თესლებში არსებული სახამებლისა და ცხიმების გადამუშავების შედეგად იღებს“. მის თირკმელებში წარმოქმნილი შარდის კონცენტრაცია ხუთჯერ აღემატება ადამიანისას. ეს პატარა მიწისქვეშა ბინადარი სიცხეს ერიდება და საკვების მოსაპოვებლად ღამით გამოდის.

სიკვდილის ველზე ათასობით სახეობის მცენარე ხარობს. ამერიკელ ინდიელთა ერთ-ერთი ტომი, შოშონები, რომლებიც იქ ათასზე მეტი წლის განმავლობაში ცხოვრობენ, ველის მცენარეებს საკვებად და ჭურჭლის დასამზადებლად იყენებენ. როგორც ისინი ამბობენ, თუ მცენარეებში კარგად ერკვევით, სიკვდილის ველზე მშიერი არ დარჩებით.amouxsneli-movlena

Categories: Uncategorized | Leave a comment

ბაობაბი

102ბაობაბი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და უძველესი ხეა. ლეგენდის თანახმად, ღმერთმა ტორმა მის ბაღში ამოსული ბაობაბი შეიძულა, ამოთხარა და გადააგდო. ხე თავდაყირა დაეცა და მიუხედავად საკმაოდ წარუმატებელი დაცემისა, ზრდას განაგრძობდა. სხვა ლეგენდა გვიამბობს, რომ ახლადდარგული ბაობაბი ძალიან სწრაფად იზრდებოდა და ღმერთმა ამ ბობოქარი პროცესის შესაჩერებლად ის თავდაყირა გადარგო. ბაობაბს ასაკის გამსაზღვრელი რგოლებიც კი არ აქვს – ამ ხეების ასაკის გამოსაანგარიშებლად მეცნიერები რადიონახშირბადის ანალიზით კმაყოფილდებიან. 19ბაობაბი 5-დან 30 მეტრამდე შეიძლება გაიზარდოს და 7-11 მეტრიანი დიამეტრის ტანი ჰქონდეს. 2011ყველაზე დიდ ბაობაბად სამხრეთ აფრიკაში, ლიმპოპოში მდებარე ეგზემპლარი იყო მიჩნეული, რომლის სიმაღლეც 47 მეტრს აღწევს, ტანის დიამეტრი კი 16 მეტრს. თუმცა ცოტა ხნის წინ ეს ხე ორ ნაწილად გაიხლიჩა და ამიტომ ყველაზე დიდი ბაობაბის წოდება იმავე რეგიონში მდგომ სანდლენდს მიეკუთვნა. 1829ამ ბაობაბის სიმაღლე 34 მეტრია, ხოლო დიამეტრი – 11 მ. 24ზომების გარდა ბაობაბი სანდლენდი ღირშესანიშნავია მის ფუღუროში მოწყობილი უჩვეულო რესტორნითაც, რომელიც დღესაც იღებს ტურისტებს.231152

Categories: Uncategorized | Leave a comment

დიდი ბარიერული რიფი

270px-Great_Blue_Holeდიდი ბარიერული რიფი წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე დიდი რიფულ სისტემას. მის შემადგენლობაში 2 900 ინდივიდუალური რიფი და 900 კუნძულია, რომლის ფართობი 2 600 კმ-ია, ხოლო მთლიანი რიფის ფართობი 300 000 კვადრატულ კილომეტრს აღწევს. იგი ზუსტად მდებარეობს მარჯნის ზღვაში, ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ბარიერული რიფი აღიარებულია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისტემა, სადაც ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნებაა. რიფი შედგება მილიონობით პატარა ორგანიზმისაგან და ცნობილია, როგორც მარჯნის პოლიპები.
რიფის დიდი ნაწილი შესულია “დიდი ბარიერული რიფის საზღვაო პარკში”, რაც ხელს უწყობს შეიზღუდოს ადამიანის მავნე გავლენა რიფზე.ლედი მასგრეივის კუნძული, დიდი ბარიერული რიფი, ავსტრალია

ბარიერული რიფის სიღრმეში, როგორც უკვე ავღნიშნე წყალქვეშა სამყაროს დიდი მრავალფეროვნებაა. მათ შორისაა ისეთი ცხოველებიც, რომლებსაც გადაშენება ემუქრებათ. ასევე შეხვდებით აენდემურ მცენარეებსაც. უფრო კონკტერულად აქ ბინადრობს 30 ჯიშის ვეშაპი, დელფინები და თევზების ასობით სხვა და სხვა სახეობა. ბარიერულ რიფზე თევზაობა დაშვებულია, მაგრამ ამავე დროს ძალიან მკაცრად კონტროლდება მთავრობის მიერ.
ალბათ არცაა გასაკვირი, რომ ეს ადგილი საოცრად იზიდავთ ტურისტებს. დიდ ბარიერულ რიფს წელიწადში 1 მილიარდამდე დამთვალიერებელი სტუმრობს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ყვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას.5048069640902e7e2

Categories: Uncategorized | Leave a comment

ნეპალის მიწისძვრა

1429966147468445nep10-644x335150425130218_nepal_earthquake_stretcher_super_161429965520832546მიწისძვრა ნეპალში ბოლო მონაცემებით რვაასზე მეტი გარდაცვლილია. ეპიცენტრი -77 კილომეტრი დედაქალაქ კატმანდუსთან, სიძლიერე -8 ბალი
ყველაზე ძლიერი მიწისძვრა ბოლო 80 წლის განმავლობაში.
კატმანდუს მთავარი ჰოსპიტალი დაშავებულებს ვერ აუდის. აეროპორტი დახურულია. დჰარაჰარას კოშკი დანგრეული. სათვალთვალო კოშკი მე-19 საუკუნისაა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია. ის კატმანდუს ტურისტული სიამაყე იყო. მეცხრამეტე საუკუნეში ორი კოშკი არსებობდა. 1834 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად კოშკები დაზიანდა. ასი წლის შემდეგ უკვე 1934 წლის მიწისძვრით კი ერთი კოშკი მთლიანად განადგურდა და მნიშვნელოვნად დაზიანდა დჰარაჰარა.
იმდენად ძლიერი იყო მიწისძვრა რომ მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ინოეთში,ბანგლადეშსა და ტიბეტში.
ჰიმალაის მთებში ჩამალული ნეპალი არქეოლოგების ტურისტების და ალპინისტების მიზიდულობის ცენტრია. ქართველი ტურისტების შესახებ ინფორმაციას ინდოეთის საელჩოში ვამოწმებთ,რომელიც ნეპალს ფარავს.ასევე ჩვენ სკაიპით დავუკავშირდით ჟურნალიტს რაჯ შარმას,რომელიც ადგილობრივი არხის ესესპი ერთის კორესპონდენტია.

Categories: Uncategorized | Leave a comment

დედამიწის აგებულება

480px-Earth-crust-cutaway-ka.svgდედამიწის სტრუქტურა — დედამიწის შინაგანი ნაწილი, რომელიც აერთიანებს ბირთვსა და მომიჯნავე გარსებს და ასევე მანტიას. მიუხედავად თანამედროვე ტექნიკური მიღწევებისა, დედამიწის სიღრმეთა შესახებ ცნობები მაინც მწირია. ყველაზე ღრმა ჭაბურღილი დაახლოებით ათასჯერ ნაკლებია დედამიწის რადიუსზე. თუკი დედამიწას წარმოვიდგენთ დიდი ვაშლის სახით, მაშინ ყველაზე ღრმა ჭაბურღილი მხოლოდ მის კანს გახვრეტდა.

დედამიწას გააჩნია ფენობრივი შიდა აგებულება. მყარი დედამიწის აღნაგობაზე მსჯელობენ გეოფიზიკური, უპირველეს ყოვლისა, სეისმური მეთოდების საფუძველზე. ამასთანავე დედამიწის ზედაპირზე ახდენენ აფეთქებას, რათა აღნიშნონ თუ რა სიჩქარით ვრცელდება აფეთქებით გამოწვეული რყევა. ამ მონაცემების მიღების შემდეგ, მკვლევარები საზღვრავენ, რომელი ქანები გაიარა სეისმურმა ტალღებმა. სხვადასხვა ქანში სეისმური ტალღების გავლის სიჩქარე სხვადასხვაგვარია.

უშუალო დაკვირვებისათვის ხელმისაწვდომია მხოლოდ დედამიწის გარსი — დედამიწის ქერქი (A). დადგენილია რომ დედამიწის ქერქი მკვეთრადაა გამოყოფილი მის ქვეშ მდებარე მანტიისაგან ე. წ. მოხოროვიჩიჩის ზედაპირით. განარჩევენ დედამიწის ქერქის ორ ძირითად ტიპს — კონტინენტურსა და ოკეანურს. კონტინენტური ქერქი შედგება ზედა — დანალექი ფენისაგან, შუა — „გრანიტული“ ფენისაგან და ქვედა — „ბაზალტური“ ფენისაგან. ოკეანურ ქერქში დანალექი ფენა თხელია, „გრანიტული“ — საერთოდ არ არის, ხოლო „ბაზალტური“ ფენის სისქე დაახლოებით 5 კმ უდრის.

მანტია შედგება 3 ფენისაგან და ვრცელდება მოხოროვიჩიჩის ზედაპირიდან 2900 კმ სიღრმეზე (დედამიწის ბირთვამდე). B ფენის ზედა ნაწილი, რომელიც უშუალოდ ქერქს მოსდევს, ცნობილია სუბსტრატის სახელწოდებით და ქერქთან ერთად შეადგენს ლითოსფეროს. დედამიწის ბირთვის საშუალო რადიუსი დაახლოებით 3,5 კმ უდრის და იყოფა გარეგან ბირთვად (E), გარდამავალ ზონად (F) და შიგაბირთვად (G), რომლის რადიუსია 1,3 ათ. კმ. მანტია მოიცავს დედამიწის (ატმოსფეროს გარეშე) 83% და მასის 67%.

დედამიწის ბირთვი დედამიწის ცენტრალური ნაწილია, რომელიც შემოსაზღვრულია 3470 კმ საშუალო რადიუსის მქონე სფერული ზედაპირით. მდებარეობს 2900 კმ სიღრმეზე მანტიის ქვემოთ. დედამიწის ბირთვს ყოფენ გარეგან ბირთვად (E ფენა), გარდამავალ ზონად (F ზონა) და შიგაბირთვად (G ფენა). მის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ყოველი ინფორმაცია მიღებულია არაპირდაპირი გეოფიზიკური და გეოქიმიური მეთოდებით.

აღსანიშნავია, რომ დედამიწის წიაღში ტემპერატურა სიღრმესთან ერთად მატულობს: კონტინენტური ქერქის ქვეშ იგი 600-700 °C ტოლია, მანტიაში (C ფენაში) — 1500-1800 °C, ბირთვში (სავარაუდოდ) 4000-5000 °C არ აღემატება.d09e12145212d09e12145212

Categories: Uncategorized | Leave a comment

Blog at WordPress.com.