მე♡ხევსურეთი
სურათები გადმოწერილია facebook-is გვერდიდან “წასვლა მწადიან ხევსურეთს”
კოალა პატარა დათვს ნიშნავს, ის ავსტრალიაში ბინადრობს და ჩანთოსანთა რიგს მიეკუთვნება… მისი სხეულის სიგრძე 82 სანტიმეტრია, მასა 16 კილოგრამს აღწევს…
ეს მძინარა არსება ხეებზე ბინადროვს და იკვებება ფოთლებით, ყველაზე მეტად ევკალიპტის ფოთლები უყვარს…
მისი ნაშიერი მუცელში ერთი თვე რჩება და გაჩენისთანავე ჩანთაში 6 თვემდე იზრდება.
ბევრისათვის კოალა ძილთან და სიზარმაცესთან ასოცირდება ბევრმაც არ იცის ამ ცხოველის არსებობა… კოალა ყველაზე ზარმაცი არსებაა ცხოველთა შორის… უფრო მეტიც ის ფაუნის ყველაზე დიდი შედევრია.
ბაობაბი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და უძველესი ხეა. ლეგენდის თანახმად, ღმერთმა ტორმა მის ბაღში ამოსული ბაობაბი შეიძულა, ამოთხარა და გადააგდო. ხე თავდაყირა დაეცა და მიუხედავად საკმაოდ წარუმატებელი დაცემისა, ზრდას განაგრძობდა. სხვა ლეგენდა გვიამბობს, რომ ახლადდარგული ბაობაბი ძალიან სწრაფად იზრდებოდა და ღმერთმა ამ ბობოქარი პროცესის შესაჩერებლად ის თავდაყირა გადარგო. ბაობაბს ასაკის გამსაზღვრელი რგოლებიც კი არ აქვს – ამ ხეების ასაკის გამოსაანგარიშებლად მეცნიერები რადიონახშირბადის ანალიზით კმაყოფილდებიან. 19ბაობაბი 5-დან 30 მეტრამდე შეიძლება გაიზარდოს და 7-11 მეტრიანი დიამეტრის ტანი ჰქონდეს. 1ყველაზე დიდ ბაობაბად სამხრეთ აფრიკაში, ლიმპოპოში მდებარე ეგზემპლარი იყო მიჩნეული, რომლის სიმაღლეც 47 მეტრს აღწევს, ტანის დიამეტრი კი 16 მეტრს. თუმცა ცოტა ხნის წინ ეს ხე ორ ნაწილად გაიხლიჩა და ამიტომ ყველაზე დიდი ბაობაბის წოდება იმავე რეგიონში მდგომ სანდლენდს მიეკუთვნა. ამ ბაობაბის სიმაღლე 34 მეტრია, ხოლო დიამეტრი – 11 მ. 24ზომების გარდა ბაობაბი სანდლენდი ღირშესანიშნავია მის ფუღუროში მოწყობილი უჩვეულო რესტორნითაც, რომელიც დღესაც იღებს ტურისტებს.
დიდი ბარიერული რიფი წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე დიდი რიფულ სისტემას. მის შემადგენლობაში 2 900 ინდივიდუალური რიფი და 900 კუნძულია, რომლის ფართობი 2 600 კმ-ია, ხოლო მთლიანი რიფის ფართობი 300 000 კვადრატულ კილომეტრს აღწევს. იგი ზუსტად მდებარეობს მარჯნის ზღვაში, ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ბარიერული რიფი აღიარებულია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისტემა, სადაც ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნებაა. რიფი შედგება მილიონობით პატარა ორგანიზმისაგან და ცნობილია, როგორც მარჯნის პოლიპები.
რიფის დიდი ნაწილი შესულია “დიდი ბარიერული რიფის საზღვაო პარკში”, რაც ხელს უწყობს შეიზღუდოს ადამიანის მავნე გავლენა რიფზე.
ბარიერული რიფის სიღრმეში, როგორც უკვე ავღნიშნე წყალქვეშა სამყაროს დიდი მრავალფეროვნებაა. მათ შორისაა ისეთი ცხოველებიც, რომლებსაც გადაშენება ემუქრებათ. ასევე შეხვდებით აენდემურ მცენარეებსაც. უფრო კონკტერულად აქ ბინადრობს 30 ჯიშის ვეშაპი, დელფინები და თევზების ასობით სხვა და სხვა სახეობა. ბარიერულ რიფზე თევზაობა დაშვებულია, მაგრამ ამავე დროს ძალიან მკაცრად კონტროლდება მთავრობის მიერ.
ალბათ არცაა გასაკვირი, რომ ეს ადგილი საოცრად იზიდავთ ტურისტებს. დიდ ბარიერულ რიფს წელიწადში 1 მილიარდამდე დამთვალიერებელი სტუმრობს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ყვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას.
Recent Comments