22 მაისი – ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე

no_image

ბიომრავალფეროვნება სხვადასხვა სახეობის ცოცხალი ორგანიზმების ერთობლიობას გულისხმობს. სახეობათა სიმრავლე განაპირობებს ბიომრავალფეროვნებას. ადგილს, სადაც მრავალი სახეობაა თავმოყრილი, ბიოლოგიურად მრავალფეროვანს ვუწოდებთ. ბიომრავალფეროვნება გულისხმობს ასევე იმ გარემოსა და ლანდშაფტებს, რომლებიც ცოცხალი ორგანიზმების საცხოვრებელ გარემოს წარმოადგენს.

2000 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

მთელ მსოფლიოში ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ბიომრავალფეროვნების დაცვას. უმთავრესია, მოსახლეობას მიეწოდოს ინფორმაცია ფლორისა და ფაუნის ენდემებისა და ბიომრავალფეროვნებაში მათი როლის შესახებ – ამრიგად, მოხდეს ცოდნის ამაღლება და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის გაგება-გააზრება.

უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში ცხოველთა და მცენარეთა მრავალი სახეობის საცხოვრებელი გარემო დაირღვა ანთროპოგენული ფაქტორის გამო. ეს მოხდა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის – საქართველოშიც. დედამიწაზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ცოცხალი ორგანიზმების, ბიომრავალფეროვნების დაცვა.

დედამიწაზე მუდმივად მიმდინარეობდა სახეობათა გადაშენება, თუმცა სიცოცხლე გრძელდებოდა. მაგრამ არსებობს განსხვავება სახეობათა „ადრინდელ” და „დღევანდელ” შემცირებას შორის. წინათ სახეობათა გადაშენება უკავშირდებოდა ბუნებრივ პროცესებს, რომლებიც ნელი ტემპით მიმდინარეობდა; დღეს ის გამოწვეულია უშუალოდ ადამიანის ქმედებით, რაც შედარებით სწრაფი პროცესია. მეცნიერული კვლევები მოწმობს, რომ მსოფლიოში ყოველდღიურად ასამდე სახეობა იკარგება. სწორედ ამიტომ მეტად აქტუალური გახდა ბიომრავალფეროვნების დაცვა.

უნდა გვახსოვდეს, რომ ცოცხალი ორგანიზმების გადაშენება მათ სამუდამო გაქრობას ნიშნავს.

საქართველოსთვის დამახასიათებელია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება, სახეობათა ენდემიზმის მაღალი დონე და ბიომების იშვიათობა გლობალურ დონეზე. ამ გლობალურად მნიშვნელოვანი ფაქტორების გამო საქართველო როგორც კავკასიის ნაწილი შედის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის 200 გლობალური ეკორეგიონის ნუსხაში.

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ დასაცავად აუცილებელია ინფორმაცია სახეობათა გავრცელების არეალისა და სტატისტიკის შესახებ. ამ მიზანს ემსახურება წითელი ნუსხები. საყოველთაოდ აღიარებულია საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაცია IUCN-ის მიერ მომზადებული წითელი ნუსხა. საქართველოსაც აქვს ასეთი ნუსხა – მასში შეტანილია საქართველოში არსებული სახეობები, რომლებსაც გადაშენება ემუქრება. მთლიანობაში, საქართველოს წითელ ნუსხაში, 2010 წლის მონაცემების მიხედვით, შეტანილია 139 სახეობა, მათ შორის – ჯიქი, რომელიც საქართველოში პრაქტიკულად გადაშენდა – ერთადერთი სახეობაა დარჩენილი ვაშლოვნის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. ისეთი სახეობები, როგორიცაა ვეფხვი, ქურციკი და თახვი, უკვე გადაშენებულია.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართვა სხვადასხვა აქტივობაში და მეტი ინფორმაციის მიწოდება ბიომრავალფეროვნების შესახებ. მაგალითად, შეიძლება ენდემურ სახეობათა შესახებ წიგნის სანიშნების შექმნა და სხვა კლასის მოსწავლეებისთვის გაზიარება. ამ აქტივობის გამოყენება შეიძლება IV, V და VI კლასებში
Categories: Uncategorized | Leave a comment

პურის ხე

8rczq (1)პურის ხე, ერთსახლიანი ხეები თუთისებრთა ოჯახის Artocarpus-ის გვარისა. მისი 50-მდე სახეობა გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ოკეანიაში, სამხრეთ ამერიკასა და ზოგ სხვა ტროპიკულ რაიონში. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვეულებრივ პურის ხეს და ინდურ პურის ხეს. ჩვეულებრივი პურის ხე (Artocarpus altilis ანუ Artocarpus communis, Artocarpus incisa) დიდი ხანია კულტივირებულია წყნარი ოკეანის კუნძულებზე. მისი სიმაღლეა 35 მ, დიამეტრი 1 მ აღწევს. ფოთლები თათისებრ განკვეთილია, ნაყოფედის მასა 3 – 4 კგ. შეიცავს უთესლო ფორმებს. ინდური პურის ხე (Artocarpus integer ანუ Artocarpus integrifolia, Artocarpus heterophyllus) სიმაღლე 15 მ აღწევს და 30-40 კილოგრამს იწონის. მთლიანი ფოთლები აქვს. 30 კგ-იან ნაყოფედს პირდაპირ ღეროზე ისხამს (კაულიფლორია). პურის ხის ნაყოფედი შეიცავს სახამებელს, შაქრებსა და ცხიმებს. იჭმება მოხარშული და გამომცხვარი. კულტივირებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი საკვებია. მერქანს იყენებენ ავეჯისა და მუსიკალური ინსტრუმენტების დასამზადებლად და საღებავად. ფოთლები და 1345546116_6 (1)ყვავილი იხმარება სამკურნალოდ.

Categories: Uncategorized | Leave a comment

ისიკ – ყულის ტბა-ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ტბა მსოფლიოში

ისიკ – ყულის ტბა მრავალი საუკუნის განმავლობაში იზიდავდა რომანტიკოსებს და განძის მაძიებლებს. ზოგიერთი ისტორიული წყაროს, მითის და ლეგენდის მიხედვით ტბის ფსკერზე 200-მდე სხვადასხვა საგანძურია დაფლული. გარდა ამისა, არსებობს ცნობები, რომ მის ფსკერზე ჩაძირულია ქალაქები და სოფლები და რაც ყველაზე მთავარია, აქ მდებარეობს ცნობილი ხელმწიფის ჩინგიზ-ხანის საფლავი.
image
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ისიკ-ყულის ტბა, სადაც 50-ზე მეტი მდინარე ჩაედინება, მდებარეობს ჩრდილოეთ ტიან-შანში 1609 მეტრის სიმაღლეზე. მისი ფართობი 6236 კვადრატული კილომეტრის ტოლია, ხოლო სიღრმე 700 მეტრის. ტბა ყველა მხრიდან მთის ქედებითაა შემოსაზღვრული, რომლებიც ტბას უდაბნოს ცხელი და ცივი ქარებისაგან იცავენ. ამიტომ აქ არასოდეს არაა ძლიერი სიცივე და სიცხე, ხოლო ზამთრობით ტბის წყალი არასოდეს არ იყინება, თვით ძლიერი ყინვების დროსაც კი.
ისიკ-ყულის ტბა – სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლო
უამრავი ლეგენდა არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიშვა ეს ტბა, მაგრამ მათგან ყველაზე ლამაზია თქმულება მშვენიერი ქალწულის შესახებ, რომელმაც სიცოცხლე გასწირა სიყვარულის გულისთვის: ოდესღაც ამ ადგილას დიდი ქალაქი მდებარეობდა, ხოლო ქალაქის ყველაზე მაღალ ადგილზე უზარმაზარი სასახლე იყო აღმართული, რომელიც მრისხანე ხანს ეკუთვნოდა. ერთხელ ხანმა შეიტყო, რომ ღარიბ მედროგეს ზღაპრული სილამაზის ქალიშვილი ჰყავდა. ხანი მისი სურვილით აივსო და გადაწყვიტა გოგონას ხელში ჩაგდება, მაგრამ ქალის გული დიდი ხანია სხვა ჭაბუკს ეკუთვნოდა, თუმცა ქალმა მისი სახელიც კი არ იცოდა.ქალიშვილს მხოლოდ ის ახსოვდა, რომ ერთხელ, გამთენიის ხანს მას გამოეცხადა თეთრ ცხენზე ამხედრებული ულამაზესი ჭაბუკი. ყმაწვილმა ცხენზე შეისვა გოგო და გააჭენა თვალუწვდენელ მინდორზე, შემდეგ ისინი ენით აღუწერელ მაღალ მთაზე ავიდნენ. ბიჭი გოგონას მოეხვია და აკოცა, შემდეგ თითიდან წაიძრო ბეჭედი, მას გაუკეთა თითზე და თან უთხრა: ” მე მალე დავბრუნდები, ბეჭედი არასოდეს არ მოიხსნა. სანამ შენ ის გაქვს, ვერავითარი ბოროტი ძალა ვერ მოგერევა”. ამის შემდეგ ჭაბუკი გაქრა და გოგონამ მის შესახებ არაფერი იცოდა.როდესაც ხანის მსახურები ქალიშვილს საჩუქრებით ეწვივნენ და განუცხადეს, რომ დიდებულ ხანს სურდა მისი ცოლად შერთვა, გოგონამ სასტიკი უარი განუცხადა მათ და მთებში გაიქცა დასამალად, თან იმედი ჰქონდა, რომ აქ მაინც შეხვდებოდა თავისი ოცნების ჭაბუკს. მალე მან შენიშნა, რომ თითიდან ბეჭედი გაქრა.
სახლში დაბრუნებულ ქალიშვილს უსიამოვნო სიურპრიზი ელოდა: ხანის მსახურებმა მას ხელ-ფეხი შეუკრეს და წაიყვანეს სასახლეში. აქ ხანმა მოინდომა ძალით დაუფლებოდა ქალიშვილს, მაგრამ საძულველი ხანის ცოლობას მან სიკვდილი არჩია და სარკმელიდან უძირო უფსკრულში გადავარდა. ამ დროს რაღაც უცნობი ძალის გავლენით დაინგრა ბებერი ხანის სასახლე და ყველა მხრიდან წყლის ნაკადმა დაიწყო დენა. წყალმა დაფარა ხანის ყოფილი სასახლე და მათან ერთად მთელი ქალაქი. ნაკადი მანამ არ შეჩერებულა, სანამ მთელი ხეობა წყლით არ ამოივსო. ასე წარმოიშვა ისიკ-ყულის ტბა.
image

წყლის ქვეშ დამარხული საიდუმლოება

1218 წელს ამ ადგილას მონგოლთა 25-ათასიანი ლაშქარი დაბანაკდა. ახლომდებარე ქრისტიანული მონასტრის ბერებმა და მონაზვნებმა მონგოლების თავდასხმის შიშით მთელი სიმდიდრე: ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი თვლები 200 აქლემს აჰკიდეს და ტბის სანაპიროს გავლით განძის გადასამალად გაეშურნენ, მაგრამ მონგოლებმა შეიტყვეს ლტოლვილების გაქცევის შესახებ და ალყაში მოიქციეს ისინი. ბერებმა დაიწყეს ძებნა, თუ სად შეიძლებოდა განძის დამალვა. მათ განძის ერთი ნაწილი გამოქვაბულში დამალეს, ხოლო დანარჩენი იძულებული გახდნენ ტბაში ჩაეშვათ. ასე აღმოჩნდა განძეული ტბის ფსკერზე.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ ტიანშანის მთებში გამოჩნდა მართლმადიდებელი ბერი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ხელთ ჰქონდა განძის ადგილსამყოფელის დამადასტურებელი რუკა. ბერი ამბობდა, რომ განძი მის წინაპრებს ეკუთვნოდათ-ნესტორიანელ-ქრისტიანებს, რომლებმაც სასწაულით გადაირჩინეს თავის მონგოლების დევნისაგან. მალე ამ ბერს უამრავი მიმბაძველი გამოუჩნდა სხვადასხვა რუკებით ხელში და ისიკ -ყულის ტბის მიდამოები განძის მაძიებლებით აივსო. ცნობილია, რომ ერთ-ერთმა მათგანმა ოქროს ჩაქუჩიც კი იპოვა, მაგრამ მალე საბჭოთა ხელისუფლებამ მათ აუკრძალა ძებნა და ეს ტერიტორია დახურულ ზონად გამოაცხადა.
XX საუკუნის 50-იან წლებში ისევ წამოიჭრა საკითხი გამოქვაბულში დამალული საგანძურის შესახებ. ძებნით ამჯერად სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდა, კერძოდ განძის ძიება გენერალ ალიევს დაავალეს, მაგრამ ამჯერადაც ვერაფერი ვერ იპოვეს. ისიკ-ყულის ტბა დღემდე მკაცრად ინახავს დამალული განძის საიდუმლოს.
image
ჩაძირული ცივილიზაცია
ცნიბილი რუსი მხატვრის ილია გლაზუნოვის ტილოზე “რუსული ქალაქი კიტეჯი” გამოსახულია ისიკ-ყულის ტბის ფსკერზე ჩაძირული ქალაქი. სურათის სიუჟეტი აღებულია ცნობილი მოგზაურის პრჟევალსკის მოსაზრებიდან, რომლის მიხედვითაც ტბის ფსკერზე ოდესღაც რუსული ქალაქი კიტეჯი მდებარეობდა. ქალაქი უცნობი კატასტროფის გამო ჩაიძირა ტბის ფსკერზე. მართლაც კარგ ამინდში ტბის წყალი იმდენად სუფთაა და კამკამა, რომ მის ფსკერზე იოლად შეამჩნევთ შენობების და კედლების მონახაზებს. თუმცა კიტეჯი ერთადერთი ქალაქი როდია, რომელიც ტბაში იქნა ჩაძირული. არქეოლოგებმა 10-მდე სხვადასხვა ქალაქის და მონასტრის ნანგრევები იპოვეს, რომლებიც ტბის ფსკერზეა მოქცეული. ასე, მაგალითად აქ მდებარეობს სკიფების უძველესი დედაქალაქი-ჩიგუ. აქვე ნაპოვნია ძველი ყორღანების ნანგრევები, რომლებშიც სკიფებს ასაფლავებდნენ, ასევე მშვენივრად შენახული სკიფების პერიოდის ოქროსა და ვერცხლის არტეფაქტები. მაინც რატომ ჩაიძირა ეს უძველესი ქალაქები ისიკ-ყულის ფსკერზე? – სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ტბის უნიკალურ ჰიდროლოგიურ რეჟიმთან: ტექტონიკური პროცესების გამო ტბაში წყლის დონე ხან იკლებს, ხანაც იმატებს, ტბორავს რა მიმდებარე ტერიტორიებს. როცა წყალი უკან იხევდა ტბაში, ადამიანები ისევ აშენებდნენ მის ნაპირას ქალაქებს, რომლებიც კვლავ და კვლავ იძირებოდა წყალში.
image

ჩინგიზ – ხანის საფლავი
არსებობს ვერსია, რომელის თანახმადაც ჩინგიზ-ხანის შვილებმა 1227 წელს მხოლოდ იმიტირება მოახდინეს მამის დაკრძალვისა ქალაქ ორდოსში, ხოლო სინამდვილეში მისი ნეშტი უამრავ სიმდიდრესთან ერთად საიდუმლოდ დამარხეს უცნობ ადგილზე. სად აღარ ეძებდნენ არქეოლოგები და განძისმაძიებლები ამ საფლავს: მონგოლეთში, ჩინეთში, რუსეთში, ყაზახეთში, მაგრამ მოხუცი ყირგიზები დარწმუნებულნი არიან, რომ დიდი ხანის საფლავი ისიკ-ყულის ტბის ფსკერზე მდებარეობს. ჩინგიზის შვილმა ჩაღატაიმ მამის ნეშტი მოათავსა კუბოში, რომელიც წყალგაუმტარი ხისგან იყო დამზადებული, აქვე ჩადო მან მამის კუთვნილი განძეული. ყველაფერი ეს გადატანილ იქნა საიდუმლო გამოქვაბულში, შემდეგ კი ჩაშვებული იქნა წყალქვეშ. ამ საიდუმლო პროცედურის შემსრულებელი ყველა ადამიანი ჩაღატაიმ სიკვდილით დასაჯა, რომ რომელიმე მათგანს საფლავის ადგილსამყოფელი არ წამოცდენოდა.

ისიკ – ყულის ურჩხულები
XX საუკუნის 30-იან წლებში იხტიოლოგებმა ისიკ-ყულის ტბაში თევზის რამოდენიმე სახეობა გაუშვეს, რომელთაგან დიდი ნაწილი დაიღუპა. მხოლოდ მცირე სახეობა გადარჩა, მათ შორის სევანის ტბის კალმახი. თუ რა მოხდა შემდეგ, ეს ყველასათვის გამოცანად რჩება: თევზმა მუტაცია განიცადა და გადაიქცა უზარმაზარ ბასრკბილება მონსტრად. თვითმხილველების თქმით, მათი სიგრძე ორ მეტრსაც კი აღწევს.

1972 წელს, როცა ისიკ-ყულის ტბაზე გაიმართა სამხედრო აკვალანგისტების ვარჯიშები, ტბაში შემჩნეულ იქნა ადამიანისმაგვარი სამმეტრიანი არსებები, რომლებიც ყინულივით ცივ წყალში ცხოვრობდნენ. ამფიბიებს სავარაუდოდ ძალიან დაბალი სხეულის ტემპერატურა ჰქონდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მთის ტბის ცივ წყალში არსებობას ვერ შეძლებდნენ.

მოკლედ რომ ვთქვათ, მონაცემები ამ არსებების შესახებ მალე აღმოჩნდა გრიფის ქვეშ “სრულიად საიდუმლოდ”.
image

ისიკ-ყული– განსაკუთრებული ტბაა, რომელსაც საუკუნების მანძილზე ადგილობრივები მოჯადოებულად თვლიდნენ. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ XX საუკუნის დასაწყისამდე მასში არც არავინ ბანაობდა და არც თევზაობდა. ეს უცნაური ტბა უამრავი გამოცანის მატარებელია, რომელსაც იმედია, მომავალში მაინც გაშიფრავენ  მეცნიერები.

წყარო: intermedia.ge

Categories: Uncategorized | Leave a comment

ბუნების საოცრება ყაზახეთში-კაინდის ტბა

ბუნების საოცრება ყაზახეთში-კაინდის ტბა.
ტიან-შანის მთიან მასივზე ყაზახეთის ტერიტორიაზე განთავსებულია კაინდის ტბა, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ბუნების ნამდვილი საოცრებაა.
ეს ტბა ბუნების ღირსშესანიშნაობის “ძეგლია” ყაზახეთისათვის.
ამ საოცარი მთის წყალსატევის ნახვით “მონუსხული” ტურისტები ასობით და ათასობით ჩამოდიან ტბის და ტბის შემოგარენის დასათვალიერებლად.
ტბა წარმოიქმნა მიწისძვრის შედეგად, რომელიც ამ მხარეში 1911 წელს მოხდა.
მძლავრმა მეწყერმა, რომელიც ძლიერმა მიწისძვრამ გამოიწვია პრაქტიკულად ჩაკეტა ერთერთი ხეობა, რამაც შეჰქმნა გავაკებული ჩაკეტილი ტერიტორია, სადაც წვიმის წყლის დაგროვებით შეიქმნა წყალსატევი, რომლის სიგრძემ 400 მეტრამდე მიაღწია, ხოლო სიღრმემ კი დაახლოებით 25 მეტრი.
კაინდის ტბის წყალს გადაჰკრავს ზურმუხტისფერი შეფერილობა, რაც განსაკუთრებულ შეფერილობას აძლევს ტბას და ამასთან ერთად ტბის წყალი ფსკერამდე გამჭვირვალეა. ბუნებრივია როგორც სხვა მთის მასივებში მოთავსებული ტბები, კაინდის ტბის ტემპერატურაც საკმაოდ დაბალია და მისი საშუალო ტემპერატურა +6 გრადუსია.
განსაკუთრებით ლამაზი პეიზაჟს ტბის გარშემო ქმნის ფიჭვის კორომები, რომელთა ასაკი დაახლოებით 100 წელია. ხეობის ჩაკეტვის შედეგად ბევრი ხე წყლის ქვეშ მოექცა, ამ ხეების დიდი ნაწილი სვეტებივითაა ტბის ზედაპირზე ამოსული, რაც დამატებით საოცარ სანახაობას წარმოადგენს ტურისტებისათვის.
ზამთრის პერიოდში ტბის ზედაპირი იფარება ყინულის საკმაოდ სქელი ფენით, თუმცა ეს ხელს არ უშლის ტურისტებს ტბის დათვალიერებაში და არც მეთევზეების ნაკლებობაა ტბაზე ამ პერიოდში. 
გასული საუკუნის 30-იან წლებში ტბაში გაუშვეს კალმახი, რომელიც მშვენივრად შეეგუა ტბას და საკმაოდ გამრავლდა, ახლა ტურისტებს და იქ ჩასულ მეთევზეებს უფლება აქვთ ანკესით ითევზაონ ტბაზე.
ყოველწლიურად ბუნების ამ საოცრების სანახავად, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზეა ათასობით ტურისტი ჩამოდის, ტურისტების სიმრავლეს განაპირობებს წყალსატევის არაჩვეულებრივი ხედი და ალმა-ათასთან სიახლოვე. 
გთავაზობთ ფოტოკოლაჟს
imageimageimageimageimageimageimage

       წყარო: intermedia.ge

Categories: Uncategorized | Leave a comment

მაიმუნის 5 უცნაური სახეობა

მაიმუნის 5 უცნაური სახეობა

1)გვერეცა

გვერეცა მაიმუნი ანთრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 70 სმ აღწევს, კუდისა — 90 სმ. აქვს ლამაზი, შავი, გრძელი, აბრეშუმივით მბზინავი ბალანი; გრძელი თეთრი ფოჩი გასდევს გვერდებზე, რომელიც ზურგს ქვემოთ ერთდება და თეთრ ნახევარწრეს ქმნის. კუდი (ან კუდის ბოლო), თვალზედა ზოლი, ბაკენბარდები, ულვაში და წვერიც თეთრი აქვს. უკანა კიდურები წინაზე გრძელია, წინა კიდურებზე ცერი დამოკლებულია. ლოყისუკანა პარკები არ აქვს. გავრცელებულია ეთიოპიაში. მრავლდება წლის ნებისმიერ დროს. შობს ერთ ნაშიერს. ძვირფასი ბეწვის გამო გვერეცას ანადგურებენ ამიტომ იშვიათად გვხვდება.

2)ჰამადრილი
ჰამადრილი ძუძუმწოვარი ცხოველი პრიმატების რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 80 სმ, კუდისა 60 სმ, მასა 20-30 კგ აღწევს. დედალი მამალზე მომცროა. ჰამადრილს აქვს წაგრძელებული დინგი, კარგად განვითარებული წითელი ფერის საჯდომი კორძები. გავრცელებულია აღმოსავლეთ ეთიოპიაში, აღმოსავლეთ სუდანში, ჩრდილოეთ სომალიში, არაბეთის ნახევარკუნძულზე. ცხოვრობს სავანებში, კლდიან ადგილებში. ყოვლისმჭამელი ცხოველია. მაკეობა გრძელდება 170 დღემდე. უმეტესად შობს 1 ნაშიერს. ცოცხლობს 30 წლამდე. აკლიმატიზირებულია სოხუმის მიდამოებში.
3)ცხვირა მაიმუნი

ცხვირა მაიმუნი ძუძუმწოვარი ცხოველი ანთრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 55-75 სმ, მასა 12-24 კგ აღწევს. აქვს ძალზე გრძელი ცხვირი (აქედან სახელწოდება), რომელიც უფრო განვითარებული აქვს მამალს. ცხვირა მაიმუნის ბეწვი ხშირია. თავი, მხრები, ზურგი და კიდურების ზედა ნაწილები აგურისფერ-წითელია, სხეულის დანარჩენი ნაწილები — მონაცისფრო. გავრცელებულია კუნძულ კალიმანტანზე. ცხოვრობს ტყეში, მეხეური ცხოველია, იკვებება უმთავრესად ფოთლებით, ნაყოფით. კარგად ცურავს. ქმნის 20-მდე ინდივიდისაგან შემდგარ ხროს.

4) გაბიონები
გიბონები ძუძუმწოვარი ცხოველების გვარი გიბონისებრთა ოჯახის წარმომადგენლები არიან. გიბონების პირველიწარმომადგენელები დედამიწაზე, დაახლოებით, ორი მილიონი წლის წინათ გაჩნდნენ. დღეისათვის მეცნიერება იცნობს ამ პატარა პრიმატების ცხრა სახეობას, რვა სახეობის წარმომადგენლები ერთი ზომისანი არიან და განსხვავდებიან მხოლოდ ფერებით. შედარებით დიდი ზომისაა ე.წ. სიამანგი, რომელიც ბინადრობს იმავე გეოგრაფიულ რაიონებში, სადაც ვხვდებით თეთრხელა და შავხელა გიბონებს.)გაბიონები

5)მანდრილი
მანდრილი უმდაბლესი ცხვირვიწრო მაიმუნების გვარი ანთრისებრთა ოჯახისა. მამლის სხეულის სიგრძე 70-80 სმ, მასა 20 კგ აღწევს. დედალი მამალზე პატარაა. მანდრილის წინა კიდურები უკანაზე გრძელია. აქვს დიდი თავი, წინ წამოწეული ფართო სახე. გვარში 2 სახეობაა: ჩვეულებრივი მანდრილი და დრილი. ჩვეულებრივ მანდრილს კაშკაშა შეფერილობა აქვს. მამალს ღია წითელი ცხვირი აქვს, ლოყის გასწვრივ ნაოჭიანი პრიალა ლურჯი ლილვაკები გასდევს. მანდრილი გავრცელებულია დასავლეთ აფრიკაში, ტენიან და კლდოვან ტყეში. უმეტეს დროს მიწაზე ატარებს, მაგრამ ხეზე სძინავს და იკვებება. ნაირჭამიაა. მძვინვარე, აგრესიულიცხოვეoლია. მაკეობა 8 თვემდე გრძელდება.

                                           წყარო: ka.wikipedia.org

Categories: Uncategorized | Leave a comment

ანხელის ჩანჩქერი-ყველაზე მაღალი ჩანჩქერი მთელს მსოფლიოში

lw4eb103251353778637103251353778716ანხელი — ყველაზე მაღალიჩანჩქერი მსოფლიოში. მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში,ვენესუელაშიბოლივარის შტატში,იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მყოფიკანაიმის ეროვნული პარკისტერიტორიაზე, გადმოედინებააუიანტეპუის მთიდან. 2eaadad48741SossAndAngelFallsმისი ვარდნის სიმაღლეა 978 მეტრი. ანხელი იკვებება მდინარე კერეპის წყლით, რომელიც ერწყმის მდინარე კარაოს შენაკადს, მდინარე ჩურუნს. თავის მხრივ, ეს ყველა მდინარე ორინოკოს აუზს მიკეუთვნება.

ჩანჩქერი აღმოაჩინა ჯეიმზ ეინჯელიმ 1936 წელს, სწორედ ამიტომ ჩანჩქერი, ეინჯელის (ინგლ. Angel) სახელს ატარებს.lw4eb

Categories: Uncategorized | Leave a comment

ყველაზე საშიში მცენარეები


მსოფლიოში მრავალი შხამიანი და საშიში მცენარეა, რომლებსაც ადამიანის მოკვლა შეუძლიათ. თუ გააგრძელებთ პოსტის კითხვას ნახავთ მათგან 10 ყველაზე საშიშს.

1. ყველაზე მოსახერხებელი გზა ვირთხის შესაჭმელად.
გიგანტური კოკისებური მცენარე: Nepenthes attenboroughii

ეს მცენარე ხარობს ვიქტორიას მთაზე, ფილიპინებში. იგი ხორცისმჭამლი მცენარეა და გამოყოფს ნექტრის მსგავს ნივთიერებას, რომელიც იზიდავს მსხვერპლს ფერმენტების და მჟავის მორევში. წებოვანი ნივთიერებების გროვების მეშვეობით შეუძლებელი ხდება მსხვერპლის მცენარიდან თავის დახწევა. ამ მცენარეს 30 სანტიმეტრიანი დიამეტრი აქვს, რაც მღრღნელების მახეში გაბმის საშუალებას იძლევა, მაგრამ Nepenthes attenboroughii-ის ჩვეულებრივი საჭმელი მაინც მწერებია. კოკისებური მცენარეები, რომელთა 600-მდე სახეობაა, იზრდებიან იმ ადგილებში, სადაც აზოტის დეფიციტია და ამის გამო ნუტრიენტები ასუსტებენ მცენარის მსხვერპლს.

2. ყველაზე მოსახერხებელი შხამიანი მცენარე, რომელიც შეგიძლია იყოს შენს ბაღში.
კასტორის ცერცვი: Ricinus communis

კასტორის ცერცვის შეძენა შეიძლება ბაღებში, მიუხედავად იმისა, რომ შეიცავს სასიკვდილო შხამს. ემი სტიუარტს, რომელიც მომწამვლელი მცენარეების ექსპერტია, აქვს შეხება ასეთ მცენარეებთან და რამდენიმე მათგანი მის ბაღშიც იზრდება. დაინტერესებულ მებაღეებს შეუძლიათ ამ მცენარის თესლის მოგლეჯა. მის გადამუშავების შედეგად გამოყოფილ შხამს იყენებენ სპეციალურ იარაღებში.

3. ყველაზე ძლიერი ტოქსიკური მცენარე ჩრდილოეთ ამერიკაში.
დასავლეთის წყლის კონიო: Cicuta douglasii

ითვლება, რომ ეს მცენარე ყველაზე შხამიანი მცენარეა ჩრდილოეთ ამერიკაში. წყლის კონიო შეიცავს ტოქსიკანტ ციცუტოქსინს,რომელსაც შეუძლია ცენტრალური ნერვული სისტემის მწყობრიდან გამოყვანა, რაც გამოიხატება ადამიანის კრუნჩხვებში ჩავარდნაში, კუნთების შეკუმშვაში და საბოლოო ჯამში ადამიანი კვდება. წყლის კონიო განსხვავდება შხამიანი კონიოსაგან, რომელიც სოკრატეს ცნობილი მკვლელია. ის ადამიანს კლავს სასუნთქი სისტემის პარალიზებით. ეს ორივე მცენარე თქვენ წარმოიდგინეთ სტაფილოს ოჯახს მიეკუთვნება.

4. მცენარე, რომელმაც მოკლა პრეზიდენტის დედა.
თეთრი გველისძირა: Eupatorium rugosum

ამ მცენარით გარდაიცვალა აბრაამ ლინკოლნის დედა ნენსი ჰენქსი. მისმა ძროხამ შეჭამა (მცირე რაოდენიბით და ამიტომ გადარჩა) გველისძირა და რძე მოიწამლა, ამ რძის დალევის შემდეგ კი ნენსი ჰენქსი გარდაიცვალა. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს უჯერ ალკოჰოლს ტრემეტოლს, რომელსაც შეუძლია პირუტყვის კუნთების შეკუმშვა, სანამ მოკლავს მას. მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში, ხალხი ცდილობდა აეხსნა, თუ რით კვდებოდა მათი საქონელი. ეს ფაქტი ამოხსნელი იყო იქამდე, სანამ ა.შ.შ.-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა ამოხსნა ეს ფაქტი და შემდეგ სწრაფად გაავრცელა მთელს მსოფლიოსი. დღეს თეთრი გველისძირა, კვლავ ფართოდ იზრდება, მაგრამ მისი გავრცელების კონტროლმა, თავიდან აიცილა მისი შხამით საქონლის მოწამვლა.

5. საუკეთესო მცენარე სტუმრის მოსაკლავად.
აკონიტი: Aconitum napellus

ერთხელ სტიუარდს ჰკითხეს: რა იყო საუკეთესო მცენარე, რითაც შეიძლებოდა მოეკლათ სადილის დამსწრე სტუმარი. დიდი განხილვის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ეს მცენარე იყო აკონიტი. მან თქვა: თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ დაბეგვოთ ამ მცენარის ფესვები და დაუმატოთ მოშუშულ საკვებს. ღია იისფერი აკონიტი, ხშირად ხვდებათ ბაღების შემოგარენში. ის შეიცავს ტოქსიკურ ალკალიდს- აკონიტს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ასფიქსია.

6. ყველაზე საზარელი მკვლელი
Common Bladderwort: Utricularia macrorhiza

ეს მცენარე წყლის პატარა ცხოველებს ჭამს. მისი რამდენიმე ბუშტუკი წყალშია ჩაძირული და იჭერს მსხვერპლს, როგორიცაა თავკომბალები და პატარა კიბოსნაირები. ამ მცენარის ჯაგარისებულ გამონაზარდებში ებმევა მსხვერპლი და შემდეგ ან შხამით ან შიმშილით კვდება. როცა მსხვერპლი დალპება და სითხედ გადაიქცევა, მცენარის კედლებზე განლაგებული ბუშტუკები შეიწოვს მას.

7. ცხოველების დიდი მოყვარული
Venus flytrap: Dionaea muscipula

ამ მცენარეს აქვს უნარი დაიხუროს ნახევარ წამში. მწერი მას უნდა შეეხოს ზედიზედ ორ თმაზე, იმისთვის, რომ რეაქცია მოახდინოს. მაგრამ მცენარის მოქმედების ზუსტი მექანიზმი ჯერჯერობით უცნობია. ამერიკის ბოტანიკური საზოგადოება აღნიშნავს ძველ თეორიებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ წყლის წნევის მოულოდნელი ცვლილება განაპირობებს ამ მცენარის რეაქციას, მაგრამ ამ თეორიას დღეს არავინ იზიარებს.

8. ადამიანის გვამად ქცევის საუკეთესო საშუალება
ანგელოზის საყვირი: Brugmansia

დახრილი და თვალისმომჭრელი ანგელოზის საყვირის ყვავილი, ხარობს სამხრეთ ამერიკის რეგიონებში. ის შეიცავს ძლიერ ტოქსიკური ნივთიერებების გროვებს, რომლებიც შეიცავს ათროპინს, ჰიოსკიამინს და სკოპოლამინს. კოლუმბიაში კრიმინალებმა ამ მცენარიდან გამოყვეს სკოპოლამინი და გამოიყენეს ძლიერი ნარკოტიკული მოქმედებისთვის. ამ ტოქსინის მეშვეობით მსხვერპლი აზრზე არ არის რას აკეთებს, მაგრამ ყველაფერს გააზრებულად (ბოლოს კი კვდება). სკოპოლამინს კანი და ლორწოვანი გარსიც კი იწოვს და მისი სახეზე შეყრაც კმარა ადამიანის მოსაკლავად.

9. ყველაზე მაცდური საწამლავი
ოლეანდრი: Nerium oleander

ეს შესახედად ჩვეულებრივი მარადმწვანე ბუჩქი არის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი მცენარე. ამ მცენარის ფოთლები, ყვავილები და ნაყოფი შეიცავს გულის ამაჩქარებელ გლიკოზიდებს. მას რაღაც ოდენობით სამკურნალო დანიშნულებითაც იყენებენ, მაგრამ ყველა ადამიანზე ინდივიდუალურად მოქმედებს. სამკურნალო მიზნებისთვის გამოყენებით ოლეანდრით მრავალი ადამიანი დაიყუპა. ხალხს ხშირად თვალს ჭრის ამ მცენარის სილამაზე და ფერები, მაგრამ მისი მოწყვეტა არ შეიძლება, იმდენად საშიშია, რომ თუ მისი შხამი სხეულში მოხვდა გულს მომენტალურად აჩრებს.

10. სახლის დაცვის საუკეთესო საშუალება.
მალა მუჯერი: Cnidoscolus angustidens

სტიუარტი აღწერს, რომ ეს ბაღის მცენარე უფრო მტიკვნეულია, ვიდრე შხამიანი. “მალა მუჯერ”: რომელიც იტთარგმნება, როგორც “ცუდი ქალი” ხარობს სამხრეთ-დასავლეთ მექსიკაში და დაფარულია საშინელი ეკლებით. თუმცა რეალურად საშიში არის მწველი, რძის მაგვარი ნივთიერება. ეს ნივთიერება დამახასიათებელია ბევრი ეუფორბიას გვარის მცენარეებისთვის და შეუძლია გამოიწვიოს კანის მტკივნეული გაღიზიანება და ფერის შეცვლა, რაც კანის საზიზღარ შეხედულებას აძლევს.

                        წყარო: ucnauri.com

Categories: Uncategorized | Leave a comment

მტაცებელი ფრინველები

f77b603855c2ტერმინი მტაცებელი ფრინველი ხშირად იხმარება შევარდნისნაირთა რიგის წარმომადგენლებთან. აღნიშნული რიგი სამასამდე სახეობას შეიცავს, მათ შორისარწივსქორსკაკაჩას დაშევარდენს. თუმცა ყველა მონადირე ფრინველი არ არის მტაცებელი. მაგალითად, ბუს ყველაზე მახვილი თვალი და არწივის მსგავსი ბასრი ბრჭყალები აქვს, თუმცა მას მტაცებლებს არ მიაკუთვნებენ.

მტაცებელი ფრინველები ხორცით იკვებებიან (ნადირობენ რა მწერებზე, ჩიტებზე, რეპტილიებსა და ძუძუმწოვრებზე). ნანადირევის მირთმევისას მათ ეხმარებათ ბუნებისაგან ბოძებული ბასრი და განმგმირავი ნისკართი, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ნადავლის დანაწევრებაში.404476048

მტაცებელი ფრინველების ყველა წარმომადგენელი საკვების მოპოვების მიზნით ნადირობს,თუმცა სხვა ჩიტებისაგან განსხვავებით,მსხვერპლს ნისკარტით არ იჭერს.ამ დროს მტაცებელი ძლიერ კიდურებსა და ბასრ ბრჭყალებს იყენებს.გამონაკლისს წარმოადგენენ სვავები,რომლებიც მხოლოდ ლეშით იკვებებიან.ამიტომ მათ შედარებით სუსტი კიდურები და ბლაგვი ბრჭყალები აქვთ.

ყველა მტაცებელი ფრინველი (ბუსა და ჭოტის გამოკლებით), აქტიურობს დღისით,იმისდა მიუხედავად,ცოცხალ ნადავლზე ნადირობს იგი,თუ ლეშს ეძებს.c86c31f74d5dისეთი ჯიშები,როგორიცაა,მაგალითად,ღამის შევარდენი(Falco rufigularis),აქტიურობს შებინდებისას,თუმცა ღამით მაინც არ ნადირობს.ღამის ბუებისაგან განსხვავებით,ასეთ მტაცებელ ფრინველებს დღის ფრინველებს უწოდებენ.ისინი ძალიან გავრცელებულნი არიან თითქმის ყველა კონტინეტზე,ანტარქტიდის გარდა. ზოგიერთი ჯიში ისეა ადაპტირებული გარემოში, რომ მათ არსებობა შეუძლიათ როგორც მაღალმთიან რეგიონებსა და ჭაობიან ადგილებში, ასევე ტროპიკულ ტყეებსა და ტუნდრებში.

გადაფრენა

ამერიკული ანუ თეთრთავა არწივი, რომელიც ნადირობს პატარა ცხოველებსა და თევზებზე.

მტაცებელ ფრინველთა ბევრი სახეობა მთელი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას არ ჩერდება.ზოგიერთი მიფრინავს მეტად თბილ ქვეყნებში,რათა თავი დააღწიოს სიცივეს,ზოგი კი – ახალი ნადავლის საძებნელად.მაგალითად,ისეთი სახეობები,როგორიცააბოლოკარკაზი და კირკიტაზაფხულობით ჩრდილოეთით მიემართებიან,რადგან ამ დროს იქ ბევრი მწერია,რომლითაც ეს მტაცებლები იკვებებიან.მაგრამ,როგორც კი ზამთარი იწურება და მწერების რაოდენობა კლებულობს,აღნიშნული ფრინველები იძულებულნი ხდაბიან მზეს კვლავ სამხრეთით წამოყვნენ.512742292

ნადავლის დევნაშირედაქტირება

მტაცებელ ფრინველთა ზოგიერთი ჯიში, რომელნიც სხვა ფრინველებით იკვებებიან, გადაფრენას ახორციელებენ მხოლოდ იმ მიზნით, რომ უკან მისდიონ სხვა გადამფრენ ფრინველებს, რომლებსაც შემდგომ საკვებად იყენებენ. მაგალითად, ე. წ. ელეონორას მარჯანს (Falco eleonorae) ხშირად დაწყვილების სეზონის გადადებაც კი უწევს გადამფრენი ფრინველების დევნაში. შევარდნისნაირთა რიგის სხვა წარმომადგენლები არ ასრულებენ გადაფრენებს და მხოლოდ რამდენიმე კილომეტრის მანძილზე დაფრინავენ ნადავლის მოსაპოვებლად.19427148

გადაფრენისას მტაცებელი ფრინველები თავს არიდებენ ზღვით გადაფრენას, რადგან ისინი ნარნარ ფრენას არიან მიჩვეულნი და არ ყუფნით სასიცოცხლო ენერგია დიდი მანძილის გადასალახად. თუმცა შევარდნისნაირთა რიგის სხვადასხვა წარმომადგენელი ფრენის სხვადასხვა სტილს ფლობს. იმის დადგენა, თუ რა სტილით დაფრინავს მტაცებელი და რა ხერხებს იყენებს ნადირობისას, შესაძლებელია მიისი ფრთების ფორმის მიხედვით.z1emh

ჩვეულებრივ შავარდნისნაირთარიგის წარმომადგენლებს გრძელი და ფართო ფრთები აქვთ. ამის წყალობით, ისეთ სახეობებს, როგორიცაა კონდორი (Vultur), სვავი(Aegypius) და არწივი (Aquila), დიდი ხნის განმავლობაში შეუძლიათ ჰაერში გაჩერება ფრთების გაქნევის გარეშეც. ეს თვისება ეხმარებათ მათ დაუღალავად გადალახონ დიდი მანძილები.

თუმცა ცაში ყველაზე ლამაზი არწივია. მისი გაშლილი ფრთები 2 მეტრს აღწევს, თითები ბუმბულითაა შემოსილი. ჰაერში იგი 80 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს და უეცრად შეუძლია მიმართულების შეცვლა. ამისათვის იგი ფრთას კეცავს განსაკუთრებული კუთხით და რთულ მანევრს ასრულებს ჰაერში.s73634908

Categories: Uncategorized | Leave a comment

ტროპიკული ტყეები

6ea5bcb6ec08ტროპიკული ტყეები — გავრცელებულია ეკვატორულ, სუბეკვატორულ და ტროპიკულ სარტყლებში ჩ. გ. 25° და ს. გ. 25°-ს შორის. მცენარეთა სახეობებით ძალზე მდიდარი მარადმწვანე ტენიანი ტროპიკული ტყეები (წვიმის ტყეები) ვითარდება წლის განმავლობაში ნალექებისა (2000-7000 მმ) და ტემპერატურის (23 °C-32 °C) თანაბარზომიერი განაწილების პირობებში; აქ ფართოდ არის გავრცელებულილიანები და ეპიფიტები.1278599503_1amazon

ნახევრად მარადმწვანე ტროპიკული ტყეები, რომლებშიც ხშირად მკვეთრადაა გამოხატული ფოთოლცვენა და შეფოთვლა, გავრცელებულია ვესტინდოეთში,ცენტრალურ ამერიკაში (კ.ტრინიდადიკოსტა-რიკა), დასავლეთ აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (ინდოეთი,მიანმარი).new-zealand-forest

აზიის ტროპიკებში ამგვარ ტყეებს მუსონურს უწოდებენ. მათთვის დამახასიათებელია ფოთოლმცვივანი ხემცენარეები:ხეშეშნაყოფიანი ქსილია (Xylia xylocarpa), შიშველყვავილიანი ტეტრამელესი (Tetrameles nudiflora),შორეას ხე (Shorea robusta). ნათელი ფოთოლმცვივანი ტყეები ვითარდება ინდოჩინეთის ტროპიკებში, იქ, სადაც აშკარადაა გამოხატული მშრალი სეზონი. აქ გვხვდება კოჟროვანი დიპტეროკარპუსი (Dipterocarpus tuberculatus), სიამის პენტაკმე(Pentacme siamensis) და სხვა. აქვე, უფრო ღარიბ ნიადაგზებზე, შეიძლება შევხვდეთ ფიჭვნარევსაც, რომლებიც შედგებაფიჭვის სპეციფიკური სახეობებისაგან: კარიბული ფიჭვი(Pinus caribaea), ტროპიკული ფიჭვი(Pinus tropicalis) და სხვა. მთის ტროპიკული ტყეები ვითარდება დაახლოებით ზღვის დონიდან 800 მ სიმაღლეზე. ჩვეულებრივ, მარადმწვანეა, დამახასიათებელია ხისმაგვარი გვიმრები, გვხვდებაწიწვოვნებიც (აგითისის,დაკრიდიუმის და სხვა გვარებისზოგიერთი სახეობა). დიდ სიმაღლეზე (ზღვის დონე 2000 მ) გვხვდება დაფნისებრთა,წიფლისებრთა და მანანისებრთაოჯახების წარმომადგენლები, გავრცელებულია ეპიფიტური ხავსები.rain-forest-canoe-congo

კავკასიის ტერიტორიაზეტროპიკული მცენარეულობა გაბატონებული იყო ეოცენურ ეპოქაში. მისმა ნაშთებმა მოაღწია შუა პლიოცენურ ეპოქამდე. ამ დროისათვის კოლხეთში ჩამოყალიბდა ძალზე მდიდარი ტყის მცენარეულობა, რომელიც ჯერ კიდევ შეიცავდა მარადმწვანე ტროპიკული ტყეების კომპონენტებს.201305282200528013

Categories: Uncategorized | Leave a comment

კატისებრთა ოჯახი

კატისებრნი (Felidae), ძუძუმწოვრების 12ოჯახი მტაცებლების რიგისა. გენეტიკურად ახლოს დგანან ვივერებთან, მანგუსტებთან და აფთრებთან. მათი სხეულის სიგრძე 50-380 სმ აღწევს. მასა 1,5-275 კგ. აქვთ კუნთოვანი და მოქნილი სხეული, მოკლე ფეხები, ჩამალული ან ნახევრად ჩამლული ბრჭყალები. თითითმავალი მტაცებლებია. ტყის კატები ღიაფერისანი არიან, ველისა და უდაბნოს სახეობები — ყვითელი ან ქვიშისფერი. გავრცელებული არიან ყველა მატერიკზე ავსტრალიის, მისი მოსაზღვრე კუნძულებისა და მაგადასკარის გარდა.1fa0b3b58e25 ბინადრობენ ტყეში, მდინარის სანაპიროზე, ველზე, უდაბნოში, ალპურ ზონაში. ბინდისა და ღამის ცხოველებია. ცხოვრობენ ცალ-ცალკე ან ოჯახებად. კატისებრნთა მრავალი წარმომადგენელი კარგად დაცოცავს ხეზე ან ცურავს.1304746253_animals_15 იკვებებიან ძუძუმწოვრებით, ფრინველებით, ქვეწარმავლებით, თევზებით, ზოგჯერ მწერებითაც. მსხვერპლს უმთავრესად უსაფრდებიან ან ეპარებიან, შემდეგ კი თავს ესხმიან დიდი ნახტომით (მარტო ავაზა იჭერს მსხვერპლს დადევნებით). 270px-Caracal001აერთიანებს რამდენიმე გვარს, რომელთაგან კარგად ცნობილია გვარები Felis (სადაც შედის შინაური და ტყის კატები, ლელიანის კატა, ჩრდილოეთამერიკული პუმა და კიდევ რამდენიმე შედარებით მცირე ზომის სახეობა), Panthera (სადაც შედის ჯიქი, ვეფხვი, ლომი და იაგუარი), Lynx (ფოცხვერები), Ascynonix (ავაზა). 270px-Darica_Lion_07174სულ ოჯახში შედის 37 სახეობა. მათგან ყოფილ სსრკ-ში გვხვდება 12 სახეობა, საქართველოში — 4 (ტყის კატა, ლელიანის კატა, ფოცხვერი და ჯიქი; მეოცე საუკუნის დასაწყისამდე საქართველოში პერიოდულად შემოდიოდნენ ვეფხვებიც). კატისებრების დედალი სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 12-15 თვისა.1298754318_tiger_16 მაკეობა 55-270 დღე გრძელდება, შობენ 2-6 ნაშიერს. კატისებრნი შობენ ცოცხლობენ 30 წლამდე. სარეწაო ცხოველებია, ზოგან ზიანს აყენებენ მეცხოველეობას. ლომებს და ვეფხვებს ზოგ ქვეყანაში იცავენ.

გამოყოფენ დიდ კატათა (პანთერათა) და მცირე კატათა ქვეოჯახებს.yuu

Categories: Uncategorized | Leave a comment

Create a free website or blog at WordPress.com.