ზღვის კატა

zgvis_kata1077_sზღვის კატის სხეული ზურგ-მუცლის მიმართულებით ძლიერ შებრტყელებულია, სხეულის ამ ნაწილს დისკსაც უწოდებენ. აქვს კუდი, რომელიც აღემარება დისკის სიგრძეს 13,-1,5 ჯერ. დისკს აქვს რომბისებური ფორმა. სხეული შიშველია, ყოველგვარი ეკლების (მახვილების) გარეშე. პატარა ზომის ქიცვები აქვს მხოლოდ მსხვილ ფორმებს, ზურგის ხაზის შუაში და ფარფლების მიდამოებში. ე.წ. დინგის წინ მკერდის ფარფლები შეზრდილია ერთმანეთთან. მკერდის ფარფლების გვერდითი და უკანა კუთხეები და ასევე მუცლის ფარფლის უკანა ნაწილი მომრგვალებულია.  კბილები ბრტყელი, მამრებს ოდნავ ბასრი.

   ზღვის კატას კუდზე შუაში აქვს დაკბილული ქიცვი (მახვილი, ეკალი), რომელიც დაკავშირებულია შხამიან ჯირკვალთან. მსხვილ ინდივიდებს იგი შეიძლება ჰქონდეს 35 სანტიმეტრამდე (ვიკი 5). ზღვის კატა თავის ამ მახვილს იყენებს როგორც მსხვერპლზე თავდასხმისას, ასევე თავდაცვისას.

   სხეული ზემოდან ნაცრისფერი ან მუქი რუხი, ქვემოდან თეთრი, ხშირად კიდეებზე მუქი კანტით. სიგრძეში აღწევს მაქსიმუმ 2,5მ-ს. მდედრები უფრო დიდებია ვიდრე მამრები. მათი საშუალო ზომებია: მამრები – 85სმ. და 4,5კგ., მდედრები – 1მ. და 7,5კგ. (Василева,2007).

გავრცელება: გავრცელებულია ატლანტიკის ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, ევროპისა და აფრიკის (ბალტიის დასავლეთიდან აფრიკის სამხრეთ) ნაპირებთან. ასევე ხმელთაშუა, ეგეოსის, მარმარილოს და შავ ზღვებში. შავ ზღვაში გავრცელებულია მთელს სანაპირო ზოლში. შავი ზღვიდან შედის აზოვის ზღვაში.

ბიოლოგია: ზღვის ცოცხლადმშობი, ფსკერული თევზია. მდედრები ზაფხულში შობს 4, 5-6-მდე , მსხვილები კი 12 ლიფსიტს. გარდა ამისა მდედრებს შეიძლება ჰქონდეს 12-დან 32-მდე კვერცხი. ზღვის კატა წელიწადში ორჯერ იძლევა შთამომავლობას, 4-4 თვიანი მაკეობის შემდეგ. ახალდაბადებული ლიფსიტის სიგრძე არ აღემატება 20 სანტიმეტრს. ლიფსიტები იჩეკებიან ივნისში წყლის ზედა ფენებში და ჩერდებიან აცივებამდე. შედარებით უფრო სითბოს მოყვარული თევზია, ვიდრე ზღვის მელა. იგი ვერ უძლებს წყლის გაცივებას 6-70 ტემპერატურაზე და იღუპება. ამიტომაც ზაფხულის პერიოდში მოდის სანაპირო ზოლში, თხელ წყლებში, აცივებასთან ერთად ეშვება სიღრმეში.

   ზღვის კატას ახასიათებს ფსკერული ცხოვრების ნირი. არჩევს ძირითადად შლამიან, ქვიშიან  ბიოტოპს. ხშირად ნახევრად-ჩაეფლობიან  გრუნტში და ელოდებიან მსვერპლს. მოულოდნელად სწრაფად თავს ესხმიან მსხვერპლს, ამოძრავებენ ფარფლებს ფრთებივით და ამღვრევენ წყალს ქვიშითა და შლამით, რათა იოლად დაიჭიროს მსხვერპლი. არცთუ იშვიათად შედის კლდოვან სანაპირო ზოლში და მდინარის ესტუარიებში სადაც ძირითადად გვხვდება განმარტოებულად.  გავრცელებულია სანაპირო დაბალი სიღრმეებიდან 200 მეტრ სიღრმემდე, ძირითადად კი 35 მეტრ სიღრმემდე.

   იკვებება წვრილი, ფსკერული ორგანიზმებით, მისი საკვები რაციონის 99% შეადგენს კიბოსნაირბი, იკვებება ასევე მოლუსკებით, მსხვილი ინდივიდები კი ზოგჯერ თევზითაც.გაბრაზებული სელაპი

   ზღვის კატის ხორცი არ გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ძალიან ცხიმიანია, მაგარი, ახასიათებს ვარვარინის უსიამოვნო სუნი  და არ გამოირჩევა კარგი გემოთი. მიუხედავად ამისა ზღვის კატის სამრეწველო ჭერა ხორციელდებოდა და ზოგან ეხლაც ხორციელდება. რეწვისათვის ინტერესს წარმოადგენს ღვიძლი, რომელიც ზალიან ცხიმიანია. იგი შეადგენს დაახლოებით 63-70 % ცხიმს. ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში მას ამზადებენ შემოლილსა და ახმობენ.

   ადამიანისათვის საშიშროებას წარმოადგენს იმდენად რამდენადაც ზღვის კატას კუდზე არსებული შხამიანი მახვილით შეიძლება მიაყენოს ღრმა და მტკივნეული ჭრილობა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ფართულებები, იშვიატად სიკვდილიც კი მსხვილი ინდივიდების შემთხვევაში. საშიშროებას წარმოადგენს სანაპირო ზოლში მობანავეთათვის, რომლებიც ხშირად აბიჯებენ მას იმიტომ, რომ ის პრაქტიკულად არ ჩანს ფსკერზე. იგი მეტად სენსიტიურია ხმაურისადმი და გაურბის ხმაურიან ადგილებს.  ზოგიერთი მონაცემებით ზღვის კატა წელიწადში აზიანებს 3 ათასამდე ადამიანს.giant-stingraypost-72-1307995578

Categories: Uncategorized | Leave a comment

Post navigation

Leave a comment

Blog at WordPress.com.