Daily Archives: May 1, 2015

შავნაბადას მთა და მონასტერი

gallery_448_3_95264შავნაბადა — მთა და ჩამქრალი ვულკანი თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოებაზე, თელეთის ქედზე. სიმაღლე 770 მ. მწვერვალი თბილისიდან 30 კმ-ში მდებარეობს. დენუდაციით პრეპარირებული ვულკანური კონუსია. აგებულია ეოცენური ვულკანოგენური დანალექებით. მთის წვერი შემოსილია ნატყეური მდელოს ბალახეულით, კალთები – ჯაგეკლიანებით.300px-Shavnabada

შავნაბადის მთაზე დგას წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი. დაარსდა წმინდა გიორგის ეკლესიასთან ილია მეორის ლოცვა კურთხევით.

Categories: Uncategorized | Leave a comment

მაგნოლია

MAGNOLIAdaa72a4ea505300px-Magnolia_x_soulangeanaმაგნოლია (Magnolia) — მცენარეთა გვარი მაგნოლიასებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი ხეები და ბუჩქებია. მეტწილად დიდი ფოთლები აქვთ. ყვავილები კენწრული და ორსქესიანია, უმეტესად სურნელოვანი, იშვიათად მყრალი. ნაყოფი გირჩისებრი, მრავალფოთლურაა, საიდანაც ძაფზე ჩამოკიდებული, წითელ გარსში მოქცეული თესლი. ცნობილია მაგნოლიის 80-მდე სახეობა, მათგან 20-მდე სახეობა ჩრდილოეთ ამერიკაში იზრდება, დანარჩენი — სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მაგნოლია კულტურაში ფართოდ არის დანერგილი. კარგად ხარობს ნოყიერ, ტენიან, დრენირებულ ნიადაგზე. ამრავლებენ თესლით, კალმით (სათბურში). ყოფილ სსრკ-ში კულტივირებულია 16 სახეობა, უმეტესად დიდყვავილა მაგნოლია(Magnolia grandiflora), რომელიც შეიცავს ეთერზეთებს, გლიკოზიდებსა და ალკალოიდებს.საქართველოში მაგნოლია მოშენებულია თბილისში,წინანდალშიქუთაისში და სხვა ადგილებში, უფრო მეტად კი შავი ზღვის სანაპიროზე.magnolia-watercolor-yoyita-sd184d0bed182d0be00820150501_180509

Categories: Uncategorized | Leave a comment

ბრძნული გამონათქვამები ბუნებაზე

d33005baf1f7***
ეწვიე მწვერვალებს და ყური მიუგდე მათ ჩურჩულს. ბუნების სიმშვიდე ჩაიღვრება შენში, ვითარცა სხივთა ნაკადი ხეში. ქარნი შთაგბერენ საკუთარ სიხალასეს და ელჭექნი ძალას თვისას, ხოლო თანმოყოლილი დარდი და ჭმუნვა შემოგეძარცვება შემოდგომის ფოთოლთა დარად – ჯონ მიური

***
წყლის დარად იყავ ლბილიც და მძლავრიც. იყავი საკმაოდ ლბილი, რათა მისდიო ბუნების ბილიკებს, და საკმაოდ მძლავრი, რათა აღსდგე და შეცვალო სამყარო – ბრენდა პეტერსონი

***
ბუნებას არ სჩვევია ყოყმანი წინსვლასა და განვითარებაში და ყოველგვარ უძრაობას სასჯელს უწესებს – გოეთე

***
ყოველი ყვავილი სულია ბუნებაში მოყვავილე – ჟერარ დე ნერვალი

***
როცა ბუნებას რაიმე აქვს გასაკეთებლი, იგი შობს გენიას ამის გასაკეთებლად – რალფ ემერსონი

00ff05212b70***
ზებუნებრივიც ბუნებრივია, ოღონდ ჯერ შეუცნობი – ელბერტ ჰაბარდი

***
სიცოცხლის საუკეთესო გამოვლინებანი აქვეა, შენს ირგვლივ: სუნთქვა შენს ნესტოებში, სინათლე შენს თვალებში, ყვავილნი შენს ფერხთით, მოვალეობა შენს ხელთ, უფლების ბილიკი შენს წინ. მაშ ნუ ეპოტინები ვარსკვლავებს, არამედ აკეთე შენი საკეთებელი იმ რწმენით, რომ ცხოვრებაში უტკბილესია ცისმარე საქმე და ცისმარე პური. – რობერტ ლუის სტივენსონი

***
იმედი ბუნების პირბადეა სინამდვილის სიშიშვლის დასაფარი – ალფრედ ნობელი

***
ყველა იზიარებს მეგობრის მარცხს, მაგრამ მხოლოდ დიდბუნებოვანს ძალუძს გაიზიაროს მეგობრის წარმატება – ოსკარ უაილდი

***
ბუნება მარტოობას არ ელტვის და მხარდაჭერისკენაა მიდრეკილი და ეს მხარდაჭერა ყველაზე უკეთ მეგობრობით გამოიხატება – მარკუს ტულიუს ციცერონი

902ab4a6f773***
რაც უფრო ვძარცვავთ ბუნებას, მით უფრო მცირდება ჩვენი არჩევანი, სანამ არ დაგვრჩება ერთადერთი – ბრძოლა გადარჩენისათვის – მორის იუდოლი

***
აღქმისა და წვდომის სიხარული ბუნების უმშვენიერესი საჩუქარია – ალბერტ აინშტაინი

***
რაც უფრო ვშორდებით ბუნებას, მით უფრო უბედურად შევიგრძნობთ თავს – უცნობი

***
კაცთა სამსჯავროს ძალუძს გულმოწყალების გამოჩენა, ბუნების კანონებზე კი თხოვნა–მუდარა არ სჭრის – არტურ კლარკი

***
როს მთა და კაცი ერთმანეთს ხვდება, იქ რაღაც დიდი ამბები ხდება – უილიამ ბლეიქი

***
აპრილი ყოველს სიჭაბუკის სულით აღავსებს – უილიამ შექსპირი

image_large (1)***
ვინც დედამიწის მშვენიერებას შეიცნობს, დაიმუხტება ძალით, რომელიც მთელ სიცოცხლეს გაჰყვება – რაშელ ქარსონი

***
გაზაფხულს ძალუძს აგამღეროს, თუნდაც წაღა ლაფით გქონდეს სავსე – დუგ ლარსონი

***
ივნისის ღამეს ენა რომ ჰქონდეს, რომანსის შექმნას დაიკვეხნიდა – ბერნ უილიამსი

***
შემოდგომა მეორე გაზაფხულია, როცა ყოველი ფოთოლი ყვავილად იქცევა – ალბერ კამიუ

***
თუ დედამიწას ხელს შევუშლით მშვენიერებისა და სიხარულის შექმნაში, საბოლოოდ იგი აღარც საკვებს შექმნის – ჯოზეფ ვუდკრუჩი

IMG_16578579160061***
ბოლოს იმასღა შემოვინახავთ, რაც გვიყვარს, გვეყვარება ის, რაც გვესმის და გავიგებთ იმას, რაც გვასწავლეს – ბაბა დაიუმი

***
ბუნების ჭეშმარიტი დამცველი ის არის, ვინც ხვდება, რომ ეს ქვეყანა მამებმა კი არ გადმოგვცეს, არამედ შვილთაგან გვაქვს ნათხოვარი – ჯონ ოდობონი

***
ჩიტს კაცისგან ყველაზე მეტად განასხვავებს უნარი – აშენოს ისე, რომ არ დაასახიჩროს ხედი – რობერტ ლინდი

***
ჩვენი პლანეტის სიცოცხლის გრძელ გზაზე არა ბიზნესის მოანგარიშენი, არამედ ეკოლოგები შეასრულებენ საბოლოო გაანგარიშებას. – სტიუარტ იუდოლი

***
ჩვენ ვაჩანაგებთ დედამიწას, რადგან ჩვენს პირად საკუთრებად მივიჩნევთ, მაგრამ თუ მას საზოგადოების წევრის თვალით შევხედავთ, უფრო მეტი სიყვარულითა და პატივისცემით მოვეკიდებით, – ალდო ლეოპოლდი

***
როდესაც ბუნებაში რაიმეს შეეხები, იგრძნობ, რომ იგი მთელი დანარჩენი სამყაროს გაგრძელებაა – ჯონ მიური

***
აქამდე ადამიანი ბუნების წინააღმდეგ იღწვოდა, აწ კი საკუთარი ბუნების წინააღმდეგ აღიძვრება – დენის გაბორი

c21d802cc1c0***
პეიზაჟს, მისი ყოველწამიერი ცვალებადობის გამო, მე არ აღვიქვავ როგორც თავისთავად დასრულებულს რასმე; მაგრამ გარემომცველი ატმოსფერო – მიწყივ ცვალებადი სინათლე და ჰაერი – სიცოცხლეს შთაბერავს მას და მიმაჩნია, რომ მხოლოდ იგი ანიჭებს საგნებს მათს ჭეშმარიტ ღირებულებას. – კლოდ მონე

***
ბუნებამ სასირცხო არა იცის რა, კაცი იგონებს ასეთებს – მარკ ტვენი

***
შემოქმედი ხოჭოების მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას ავლენს – ჯონ ჰალდანი

***
ჩვენ ვართ დაუჯერებელი სამყაროს დაუჯერებელი გამოვლინება – რეი ბრედბერი

***
მწამს, რომ ბალახის პატარა ღერო ბადალი არის ვარსკვლავთა სვლისა – უოლტ უიტმენი

***
ბუნდოვანია, ცნობს თუ არა გონი ხანგრძლივარსებობის მაგვარ ფასეულობას – სტივენ ჰოკინგი

***
გჯეროდეთ, რომ ერთაზრად შემართულ მოქალაქეთა მცირე ჯგუფს ძალუძს შეცვალოს ქვეყნიერება. – მარგარეტ მიიდი

***
ვაშლის ღვეზელის გამოცხობას წინ სამყაროს შექმნა უნდა წაუმძღვარო – კარლ საგანი

IMG_16530728940335***
ევოლუციის დასტური იმ შეგუებებში ძევს, რომლებიც დაუჯერებელ საწყისთა შედეგია – სტივენ გოულდი

***
წყალი ბუნების მამაძრავებელი ძალაა – ლეონარდი და ვინჩი

***
მზე, მის ირგვლივ მბრუნავი და დამოკიდებული ამდენი პლანეტით, თან ყურძნის მტევნის დამწიფებასაც ახერხებს, თითქოს ამოდენა სამყაროში მეტი საქმე ვერ ეპოვნოს. – გალილეო გალილეი

***
აქ მიწა ისეთი კეთილია, რომ თუ თოხით შეუხიცინებ, მოსავლით შემოგცინებს – დუგლას ჯეროლდი

***
სარეველა არის მცენარე, რომლის ღირსებებიც ჯერ არ შეგვიცნია – რალფ ემერსონი

***
ყველაზე ჯანსაღი აზარტული თამაშისთვის საჭიროა ბარი და ყვავილის თესლი – დენ ბენეტი

***
წვრთნა უმთავრესია. ატამი ოდესღაც მწარე ნუში იყო, ხოლო ყვავილოვანი კომბოსტო კი უბრალო კომბოსტო კოლეჯის განათლებით – მარკ ტვენი

***
თუ ბუნება მეორდება, ეს დამთხვევა კი არა, “ბისზე” გამოსვლა უფროა – გილბერტ ჩესტერტონი

***
ქათამი კვერცხის სამარჯვია მეორე კვერცხის შესაქმნელად – სამუელ ბატლერი

***
თოვლის ერთი სიკეთეც ახასიათებს – მისი მეოხებით შენი მოლი ისევე კარგად გამოიყურება, როგორც მეზობლისა – ძველებური ნათქვამი

***
ძაღლი იმიტომ ამოდის შენს საწოლზე, რომ უყვარხარ, კატა იმიტომ, რომ შენი საწოლი უყვარს – ალიშა ევერეტი

***
კოსმიური სივრცე არცთუ შორია. შენი მანქანა ვერტიკალურ სვლას თუ შეძლებს, ერთ საათში იქა ხარ – ფრედ ჰოილი

***
კატას ძალუძს საუკეთესო მეგობარი იყოს კაცისა, მაგრამ არასდროს დაიმცირებს თავს ამის აღიარებით – დუგ ლარსონი

***
მეგობარი ბუნების შედევრად უნდა ჩაითვალოს – რალფ ემერსონი

***
ბუნება ღრუბელივით ცვალებადია, ნიადაგ სხვანაირი – რალფ ემერსონი

***
ბუნების ქმნილება გამორჩეული შედევრია ხელოვნების ქმნილებათა შორის – რალფ ემერსონი

***
ღრმად ჩასწვდი საგანთა არსს, ისწავლე ბუნებისაგან – უილიამ უორდსუორთი

***
ყოველივე ნაწილია ერთი ყოვლისმომცველისა, რომლის სხეულიც ბუნებაა და სული – ღმერთი – ალექსანდრ პოპი

***
კანონები ბუნებისა ბნელით იყო მოცული: და რქუა ღმერთმან – “იქმნას ნიუტონი” და განათლდა ყოველი – ალექსანდრე პოპი

***
ბუნების ყოველი ნაწილი სრულად მოიცავს მის ძალას, ყოველივე ერთი იდუმალი მასალითაა შექმნილი – რალფ ემერსონი

***
ხელოვნება იწყება იქ, სადაც ბუნება თავდება – მარკ შაგალი

***
მშვენიერება ბუნებაშია და მრავალგვარად აისახება რეალობაში, ხოლო ერთხელაც აღმოჩნდება, რომ იგი ხელოვნების კუთვნილებაა, უფრო ზუსტად – ხელოვნისა, რომელმაც მიაგნო მას. – გუსტავ კურბე.

***
არა მხოლოდ ხილულია ბუნება, იგი სულის უხილავ სურათებსაც მოიცავს – ედუარდ მუნქი

***
ერთადერთი ოსტატი აირჩიე – ბუნება – რემბრანდტი

***
IMG_16522422940579ფერწერა ბუნების შვილიშვილია. ეს ღმერთთანაა დაკავშირებული – რემბრანდტი

***
ბაღში, ხეთა შორის, ნიადაგ მუსიკა ჟღერს, ოღონდ მხოლოდ მშვიდ გულს ძალუძს მისი მოსმენა – მინი ომონირი

***
ბოლოს საზოგადოება არა ოდენ იმით შეფასდება, თუ რა შექმნა, არამედ იმით, თუ რის გაჩანაგებაზე თქვა უარი – ჯონ სოუჰილი

***
გამორთეთ უმიზნოდ ჩართული ნათურები და ჩაბნელებულ სახლში მოგესმებათ მდინარეთა მადლიერი ჩურჩული. – კლერ კრიკი

***
ბუნების თითოეულ გამოვლინებაში არის რაღაც გასაოცარი – არისტოტელე

***
ადამიანი ყალიბდება იმ გადაწყვეტილებებით, რომლებიც მის გარემოს აყალიბებენ – რენე დიუბო

***
ბუნება სამყოფია; ოღონდ კაცმა თუ ქალმა უნდა შეძლოს წვდომა და გაზიარება მისი რჩევებისა – ანტუანეტ ბლექველი

***
უმნიშვნელოვანესი ფაქტი კოსმიურ ხომალდ დედამიწის შესახებ ის არის, რომ მას მართვის ინსტრუქცია არ მოჰყოლია – ბ. ფულერი

***
შეისწავლე ბუნება, გიყვარდეს ბუნება, იყავ ბუნებასთან ნიადაგ ახლოს და იგი არასოდეს გაგიცრუებს იმედს – ფრენკ ლოიდ რაიტი

***
ბუნებაში ყოველივე თავისი იდეალური არსით ლირიკულია, თავისი ბედით ტრაგიკული და თავისი არსებობით კომიკური – გ. სანტაიანა

***
ჩემთვის წიწვებისა თუ ბალახის ფუმფულა ხალიჩა ყველაზე მდიდრულ სპარსულ ხალიჩაზე უფრო სასურველია – ჰელენ კელერი

***
აღარც საზოგადოება გვექნება, თუკი გარემოს გავანადგურებთ – მარგარეტ მიდი

***
სიცოცხლის ამოცანა ბუნებასთან თანხმობით არსებობაა – ძენონი

***
თუ კაცი ყოველი დღის ნახევარს ტყეში ყოფნასა და მის მოსიყვარულებაზე დახარჯავს, უსაქმურის სახელს დაიმკვიდრებს, ხოლო თუკი იგი, როგორც საქმოსანი, გაკაფავს ტყესა და გაატიტვლებს მიწას – შრომისმოყვარე და მეწარმე მოქალაქედ ჩაითვლება. – ჰენრი ტორეო

***
სარეველა შენიღბული ყვავილია – ჯეიმს ლოუელი

***
ბუნება უფრო გასწავლის, ვიდრე გმოძღვრავს. ქვებში ქადაგებას ნუ ეძიებ. მათგან უმალ ნაპერწკალს მიიღებ, ვიდრე მორალს – ჯონ ბეროსიIMG_16562955838528

Categories: Uncategorized | Leave a comment

ზღვის გოჭი

ec23f3a54a3cზღვის გოჭი ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. მისი უკუდო სხეული 35 სმ აღწევს. Two_adult_Guinea_Pigs_(Cavia_porcellus) (1)უკანა თათზე 3 თითი აქვს, წინაზე – 4, ზურგი – მოყავისფრო-რუხია. ცხოვრობს პერუს მთისწინების ღია ადგილებში. ბინადრობს სოროებში პატარ-პატარა ჯგუფებად. 4c51d138886cწელიწადში 2-ჯერ შობს 1-4 ნაშიერს. ზღვის გოჭი (ან მისი ახლობელი სახეობა) სახორცედ მოაშინაურეს ინკებმა. ევროპაში შემოყვანილია XVI საუკუნეში. 90c73e035618ზღვის გოჭს იყენებენ ბიოლოგიასა და მედიცინაში ფიზიოლოგიური, იმუნოლოგიური და სხვა ცდებისათვის. ტყვეობაში მრავლდება მთელი წლის განმავლობაში და შობს 6 ნაშიერს. ცუდად იტანს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას.2014071516240821579

Categories: Uncategorized | Leave a comment

ზღვის კატა

zgvis_kata1077_sზღვის კატის სხეული ზურგ-მუცლის მიმართულებით ძლიერ შებრტყელებულია, სხეულის ამ ნაწილს დისკსაც უწოდებენ. აქვს კუდი, რომელიც აღემარება დისკის სიგრძეს 13,-1,5 ჯერ. დისკს აქვს რომბისებური ფორმა. სხეული შიშველია, ყოველგვარი ეკლების (მახვილების) გარეშე. პატარა ზომის ქიცვები აქვს მხოლოდ მსხვილ ფორმებს, ზურგის ხაზის შუაში და ფარფლების მიდამოებში. ე.წ. დინგის წინ მკერდის ფარფლები შეზრდილია ერთმანეთთან. მკერდის ფარფლების გვერდითი და უკანა კუთხეები და ასევე მუცლის ფარფლის უკანა ნაწილი მომრგვალებულია.  კბილები ბრტყელი, მამრებს ოდნავ ბასრი.

   ზღვის კატას კუდზე შუაში აქვს დაკბილული ქიცვი (მახვილი, ეკალი), რომელიც დაკავშირებულია შხამიან ჯირკვალთან. მსხვილ ინდივიდებს იგი შეიძლება ჰქონდეს 35 სანტიმეტრამდე (ვიკი 5). ზღვის კატა თავის ამ მახვილს იყენებს როგორც მსხვერპლზე თავდასხმისას, ასევე თავდაცვისას.

   სხეული ზემოდან ნაცრისფერი ან მუქი რუხი, ქვემოდან თეთრი, ხშირად კიდეებზე მუქი კანტით. სიგრძეში აღწევს მაქსიმუმ 2,5მ-ს. მდედრები უფრო დიდებია ვიდრე მამრები. მათი საშუალო ზომებია: მამრები – 85სმ. და 4,5კგ., მდედრები – 1მ. და 7,5კგ. (Василева,2007).

გავრცელება: გავრცელებულია ატლანტიკის ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, ევროპისა და აფრიკის (ბალტიის დასავლეთიდან აფრიკის სამხრეთ) ნაპირებთან. ასევე ხმელთაშუა, ეგეოსის, მარმარილოს და შავ ზღვებში. შავ ზღვაში გავრცელებულია მთელს სანაპირო ზოლში. შავი ზღვიდან შედის აზოვის ზღვაში.

ბიოლოგია: ზღვის ცოცხლადმშობი, ფსკერული თევზია. მდედრები ზაფხულში შობს 4, 5-6-მდე , მსხვილები კი 12 ლიფსიტს. გარდა ამისა მდედრებს შეიძლება ჰქონდეს 12-დან 32-მდე კვერცხი. ზღვის კატა წელიწადში ორჯერ იძლევა შთამომავლობას, 4-4 თვიანი მაკეობის შემდეგ. ახალდაბადებული ლიფსიტის სიგრძე არ აღემატება 20 სანტიმეტრს. ლიფსიტები იჩეკებიან ივნისში წყლის ზედა ფენებში და ჩერდებიან აცივებამდე. შედარებით უფრო სითბოს მოყვარული თევზია, ვიდრე ზღვის მელა. იგი ვერ უძლებს წყლის გაცივებას 6-70 ტემპერატურაზე და იღუპება. ამიტომაც ზაფხულის პერიოდში მოდის სანაპირო ზოლში, თხელ წყლებში, აცივებასთან ერთად ეშვება სიღრმეში.

   ზღვის კატას ახასიათებს ფსკერული ცხოვრების ნირი. არჩევს ძირითადად შლამიან, ქვიშიან  ბიოტოპს. ხშირად ნახევრად-ჩაეფლობიან  გრუნტში და ელოდებიან მსვერპლს. მოულოდნელად სწრაფად თავს ესხმიან მსხვერპლს, ამოძრავებენ ფარფლებს ფრთებივით და ამღვრევენ წყალს ქვიშითა და შლამით, რათა იოლად დაიჭიროს მსხვერპლი. არცთუ იშვიათად შედის კლდოვან სანაპირო ზოლში და მდინარის ესტუარიებში სადაც ძირითადად გვხვდება განმარტოებულად.  გავრცელებულია სანაპირო დაბალი სიღრმეებიდან 200 მეტრ სიღრმემდე, ძირითადად კი 35 მეტრ სიღრმემდე.

   იკვებება წვრილი, ფსკერული ორგანიზმებით, მისი საკვები რაციონის 99% შეადგენს კიბოსნაირბი, იკვებება ასევე მოლუსკებით, მსხვილი ინდივიდები კი ზოგჯერ თევზითაც.გაბრაზებული სელაპი

   ზღვის კატის ხორცი არ გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ძალიან ცხიმიანია, მაგარი, ახასიათებს ვარვარინის უსიამოვნო სუნი  და არ გამოირჩევა კარგი გემოთი. მიუხედავად ამისა ზღვის კატის სამრეწველო ჭერა ხორციელდებოდა და ზოგან ეხლაც ხორციელდება. რეწვისათვის ინტერესს წარმოადგენს ღვიძლი, რომელიც ზალიან ცხიმიანია. იგი შეადგენს დაახლოებით 63-70 % ცხიმს. ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში მას ამზადებენ შემოლილსა და ახმობენ.

   ადამიანისათვის საშიშროებას წარმოადგენს იმდენად რამდენადაც ზღვის კატას კუდზე არსებული შხამიანი მახვილით შეიძლება მიაყენოს ღრმა და მტკივნეული ჭრილობა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ფართულებები, იშვიატად სიკვდილიც კი მსხვილი ინდივიდების შემთხვევაში. საშიშროებას წარმოადგენს სანაპირო ზოლში მობანავეთათვის, რომლებიც ხშირად აბიჯებენ მას იმიტომ, რომ ის პრაქტიკულად არ ჩანს ფსკერზე. იგი მეტად სენსიტიურია ხმაურისადმი და გაურბის ხმაურიან ადგილებს.  ზოგიერთი მონაცემებით ზღვის კატა წელიწადში აზიანებს 3 ათასამდე ადამიანს.giant-stingraypost-72-1307995578

Categories: Uncategorized | Leave a comment

ფარშევანგი

ფარშევანგიუცნაურად ლამაზი ფარშევანგიფარშავანგი (ლათ. Pavo) —ფრინველთა გვარი ქათმისნაირთარიგისა. მოიცავს 2 სახეობას:ჩვეულებრივი ფარშავანგი (Pavo cristatus), გავრცელებულიაინდოსტანის ნახევარკუნძულზე დაშრი-ლანკაშილურჯფრთიანი ფარშავანგი (Pavo maticus) —ინდოჩინეთშიმალაკასა დასუმატრაზე. ლურჯფრთიანი ფარშავანგის დედალ-მამალი თითქმის ერთნაირასაა შეფერილი, უფრო ღია ფერისაა.

ფარშავანგი ბინადრობს ბუჩქნარში, მდინარეთა ნაპირებზე, ტყის ჭრის ადგილებში. პოლიგამური ფრინველებია: ერთ გუნდში 1 მამალი და 3-5 დედალია. იკვებებიან მცენარეული და ცხოველური საკვებით. ფარშავანგი ფართოდ არის გავრცელებული როგორც დეკორატიული ფრინველი, ინდოეთში ინახავენ ნახევრად მოშინაურებული სახით.ევროპაში (საბერძნეთში) შენოყვანილია V საუკუნეში.1338403867_pavlin_jpg460987627

Categories: Uncategorized | Leave a comment

ზღვის ვარსკვლავი

728524f91131da5e01-seashells-on-the-beachზღვის ვარსკვლავიზღვის ვარსკვლავები (Asteroidea),უხერხემლოთა კლასიკანეკლიანების ტიპისა. მათი ხუთ-, ზოგჯერ მრავალსხივიანი (50-მდე), კაშკაშა სხეულის სიგრძე 1 სმ-იდან 1 მ აღწევს. ფსკერის ცხოველებია, დაცოცავენ ამბულაკრული ფეხებით. უმრავლესობა მტაცებელია. ზოგს შეუძლია გადმოაბრუნოს კუჭი, შემოეხვიოს მსხვერპლს და სხეულის გარეთ მოინელოს. ზღვის ვარსკვლავების უმრავლესობა ცალსქესიანია. განვითარება მეტამორფოზით მიმდინარეობს, ზოგი ცოცხალმშობია. კარგად განვითარებული რეგენერაციის უნარი აქვთ. კლასში 1500-ზე მეტი სახეობაა, რომლებიც გავრცელებულია არიან ყველა ზღვასა და ოკეანეში. ზღვის ვარსკვლავები იკვებება სარეწაო მოლუსკებით (ხამანწკები,მიტილუსები), აგრეთვე რიფის წარმომქმნელი ნაწლავღრუიანებით, რითაც დიდი ზიანი მოაქვს.1338578921_234111338579939_1113511338578962_204711338579948_28261

Categories: Uncategorized | Leave a comment

ამფიბიები

feaca4050712eb64c7f8718c6284bc127181მფიბიები, წყალხმელეთა ცხოველები (Amphibia) (ბერძნ. αμφις “ორივე” და βιος “სიცოცხლე”), ხერხემლიანი ცხოველების კლასი, რომელსაც გამომუშავებული აქვს როგორც წყალში, ისე ხმელეთზე არსებობის უნარი. ამფიბიები წყლიდან წყალხმელეთა ცხოვრების ნირზე გადასული პირველი ხერხემლიანები არიან.

თევზების მსგავსად ისინიც ქვირითს ყრიან (ზოგი ცოცხალ მშობია), რადგან მათ კვერცხებსა და ჩანასახს არა აქვთ ხმელეთზე განვითარების სამარჯვები (უამნიონოები). უმეტეს შემთხვევაში განვითარება მეტამორფოზით მიმდინარეობს. ამფიბიების სხეულის ორგანიზაცია არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორც ხმელეთის ხერხემლიანებისა. მათი სხეულის ტემპერატურა ცვალებადია, ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა – დაბალი და სხვა.

თანამედროვე ამფიბიებს ეკუთვნის 2850-მდე სახეობა, რომლებიც ერთიანდება 3 რიგში: უფეხო ამფიბიები, კუდიანი ამფიბიები და უკუდო ამფიბიები. ამფიბიების კანი შიშველი, რბილი და ნოტიოა, შეიცავს ნაირგვარი სეკრეტის გამომზოფ ჯირკვლებს. ზოგ ამფიბიას შხამის გამომყოფი ჯირკვლები აქვს (სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი გომბეშო). ამფიბიებს ორი კეფის როკი აქვთ. მალათა რაოდენობა 9-იდან (უკუდო ამფიბიების უმრავლესობა) 275-მდე (უფეხო ამფიბიები) მერყეობს. უკუდო ამფიბიების უმრავლესობის ნეკნები მთლიანად რედუცირებულია. წინა ტვინი, რომლის ნახევარსფეროები მთლიანად გაყოფილია, კარგადაა განვითარებული, ხოლო ნათხემი – სუსტად. თავის ტვინიდან გამოდის 10 წყვილი ნერვი. ამფიბიების ლარვებს გვერდითი ხაზის ორგანოები (გვერდითი ხაზი) აქვთ. ნიადაგში მცხოვრებ უფეხო ამფიბიებსა და მღვიმეებში ბინადარ კუდიან ამფიბიებს სუსტად აქვთ განვითარებული თვალები.

ყველა ზრდასრული ამფიბია ცხოველებით იკვებება. გომბეშოებსა და პიპებს კბილები არა აქვთ. სარჩოს დაჭერაში მათ ხელს უქყობს საკმაოდ გრძელი და მოძრავი ენა, რომელიც წებოვან ლორწოს გამოყოფს. საჭმლის მომნელებელი მილი მოკლეა. ზრდასრული ამფიბიები ძირითადად ფილტვებით სუნთქავენ, ხოლო ლარვები – ლაყუჩებით. სუნთქვის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანი. ზოგი ამფიბია (მაგ., უფილტვო სალამანდრისებრნი) მხოლოდ კანით სუნთქავს. წყალში ბინადარი კუდიანი ამფიბიები კი მთელი სიცოცხლე – ლაყუჩებით.feaca4050712

კუდიანი ამფიბიები (Urodela ანუ Caudata), ამფიბიების რიგი. აქვთ წაგრძელებული სხეული, რომელიც გადადის მომრგვალო ან გვერდებიდან გაბრტყელებულ კუდში. მოკლე კიდურები, ზოგიერთს ძალზე სუსტად აქვთ განვითარებული (ამფიუმა), ზოგს უკანა წყვილი სულ არა აქვს (სირენი). მათი სხეულის სიგრძე 160 სმ აღწევს (გიგანტური სალამანდრა). უმრავლესობა დახოხავს ან დაცურავს გველისებრი მოძრაობით. მხოლოდ ზოგიერთს შეუძლია სირბილი. უმდაბლეს ფორმებს ქორდა შენარჩუნებული აქვთ მთელი სიცოცხლის მანძილზე. განვითარება მეტამორფოზის გარეშე ხდება. ზოგიერთი კუდიანი ამფიბიები ზრდასრულ ასაკში ინარჩუნებს ლარვის სტადიის ნიშნებს. თანამედროვე კუდიანი ამფიბიები იყოფა 5 ქვერიგად, 9 ოჯახად და 60 გვარად, რომელშიაც გაერთიანებულია 170-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში. კუდიანი ამფიბიების უმრავლესობა მუდმივად ცხოვრობს წყალში, ზოგი წყალში მხოლოდ გამრავლების დროს გვხვდება, ზოგიც მუდმივად იმყოფება ხმელეთზე. კუდიანი ამფიბიების ნაწილს ახასიათებს ნეოტენია. დებენ 3-იდან რამდენიმე ასეულამდე კვერცხს. ზოგი ცოცხლადმშობი ან კვერცხცოცხლადმშობია. იკვებებიან ძირითადად უხერხემლოებით, მსხვილი კუდიანი ამფიბიები — პატარ-პატარა ხერხემლიანებითაც.6b787b5bdbb1

Categories: Uncategorized | Leave a comment

ფუტკრის რძე

300px-Weiselzellen_68anews_30369რძეს გამოყოფს 5-15 დღის ასაკის ძიძა ფუტკარი. ინტენსიური კვერცხმდებლობის დროს რძით იკვებება არა მარტო სადედე ბარტყი, არამედ დედა ფუტკარიც.ფუტკრის რძის ფიზიკური თვისებები და ქიმიური შემადგენლობა. ფუტკრის რძე წარმოადგენს არაჟნისებურ, გაუმჭირვალე, თეთრ ან კრემისფერ მასას მოტკბილო-მომჟავო გემოთი და სპეციფიკური არომატით. ლიოფილური რძე მაღალჰიგროსკოპიული, თეთრი ან კრემისფერი ფხვნილია, რომელიც ტენიანობის დროს წებოვანი ხდება.zogadad-fytkris-Sesaxeb-03

გამოკვლევებით დადგენილია, რომ ფუტკრის რძე კომპლექსური და მდიდარი შედგენილობის პროდუქტია, რომლის ხარისხიც დამოკიდებულია ბარტყის ასაკზე, ფუტკრის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე, ოჯახის სიძლიერეზე, შეგროვების პერიოდზე, შენახვის პირობებსა და სხვა ფაქტორებზე.

ფუტკრის რძე მდიდარია ცილებით, ნახშირწყლებით, ცხიმებით, ვიტამინებით, ორგანული მჟავებით, ამინომჟავებით და სხვ. მასში 45% ცილებია; 20% თავისუფალი ამინომჟავებია, 20% – ნახშირწყლები და 15% – ცხიმები.

მინერალური ნივთიერებებიდან ფუტკრის რძე შეიცავს კალიუმის მარილებს, კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, რკინას, გოგიდს, ოქროს, ვერცხლს და სხვ., ენზიმებიდან – ამილაზებს, კატალაზას, ასკორბინოქსიდაზას და სხვ.

ფუტკრის რძის სამკურნალო თვისებები განპირობებულია ასევე მასში არსებული რადიაქტიური ელემენტების არსებობით.

ფუტკრის რძის სამკურნალო გამოყენება. ფუკტკრის რძე გამოიყენება გულსისხლძარღვთა, ათეროსკლეროზის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ბრონქული ასთმის,ნერვოზის, სტენოკარდიის დროს. თაფლთან შერეული ფუტკრის რძე კარგი საშუალებაა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დაავადების სამკურნალოდ.

ფუტკრის რძე ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის რეგულირებასა და ორგანიზმის გამძლეობას ინფექციის წინააღმდეგ, აწესრიგებს სისხლის წნევას, ავითარებს მეხსიერებასა და მხედველობას.

ზოგიერთი ავტორის რჩევთ, ფუტკრის რძე კომბინირებული სახით უნდა იქნეს გამოყენებული თაფლთან, დინდგელთან და ყვავილის მტვერთან ერთად. მას არ ურჩევენ იმ პირებს, რომლებიც ფუტკრის პროდუქტების მიმართ ალერგიულნი არიან. სადედე ფუტკრის რძისგან ამზადებენ სხვადასხვა ფორმის სამკურნალო პრეპარატებს – აპილაკს ლიოფილიზირებულის, ფხვნილების, აბების, სანთლების სახით, აგრეთვე აპილაკის 3%-იან მალამოს.

რუმინეთში ფუტკრის რძეს თვლიან ბუნებრივ საკვებ პროდუქტად, უფრო მეტიც – პროფილაქტიკურ საშუალებად.

ბულგარეთში საკვები პროდუქტების მაღაზიებში მყიდველს სთავაზობენ თაფლთან შერეულ რძეს (1 გ რძე 10 გ თაფლზე) რომელიც ინახება 20C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში.

მოზრდილებს შეუძლიათ მიიღონ ამ ნარევის 10-10 გ. ბავშვებს კი 5-5 გ როგორც გამამაგრებელი და ორგანიზმის დამცავი ძალების გამაძლიერებელი საშუალება.

საზღვარგარეთის ქვეყნებში გამოდის შემდეგი სახის ფუტკრის რძის სამკურნალო პრეპარატები: აპისერუმი, აპიფორტილი, ლაკაპისი, როიალ-ჯელი და სხვ.

ფუტკრის რძეს იყენებენ პარფიუმერიაშიც სხვადასხვა სახის კრემების დასამზადებლად. იგი შედის აგრეთვე ზოგერთი ლოსიონისა და საპნის შემადგენლობაში.

ფუტკრის რძის მიღება და შენახვა.ფუტკრის რძის მიღების მრავალრიცხოვანი ტექნოლოგიური საშუალებებით ყველაზე მეტი რაოდენობის რძე მიიღება მაშინ, როდესაც ოჯახში დედა ფუტკარი იზოლირებულია. ამ მეთოდის გამოყენების დროს, დაობლებულ ოჯახთან შედარებით, ფუტკრის ოჯახის ნორმალური ცხოვრება საგრძნობლად არ ირღვევა და არ იცვლება ოჯახის ბიოლოგია.

რძის მიღებას აწარმოებენ გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის დასაწყისში, როცა ბევრი ფუტკარია, ბარტყი გადაბეჭდილია და თაფლოვანი მცენარეები ბევრ ნექტარსა და მტვერს იძლევიან. ვარჩევთ ძლიერი ოჯახებს, სადაც ახალგაზრდა ფუტკარი დიდი რაოდენობითაა.

ფუტკრის რძის დამზადებისას აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა, რათა შენარჩუნებულ იქნეს ამ პროდუქტების სრულფასოვანი ბიოლოგიური თვისებები. საფუტკრეში უნდა შეიქმნას ისეთი სანიტარული და ჰიგიენური პირობები, რომლებიც დააკმაყოფილებენ სამკურნალო პრეპარატების დამზადების ყველა მოთხოვნას.

მიუხედავად იმისა, რომ ფუტკრის რძეს ანტიმიკრობული თვისებები აქვს, იგი არამდგრადი პროდუქტია და არასწორი შენახვის დროს მალე იცვლის არა მარტო გარეგნულ სახეს, არამედ თვისებებსაც.

ფუტკრის რძე კარგავს თავის ბიოლოგიურ თვისებებს დღის სინათლეზე, არაჰერმეტულად თავდახურულ ჭურჭელში და ნესტიან შენობაში შენახვის დროს. ექვს თვეს კარგად ინახება მაცივარში 2 – დან 5°C ტემპერატურაზე, ხოლო -15° C – -18° C -ზე შეიძლება შეინარჩუნოს თავისი თვისებები წლის განმავლობაში.

ფუტკრის რძე ფხვნილებში კარგად ინახება წლების განმავლობაში. მას ინახავენ მუქ და კარგად დახურულ ჭურჭელში.

Categories: Uncategorized | Leave a comment

Create a free website or blog at WordPress.com.