Daily Archives: May 8, 2015

ყავა, როგორც მცენარე და როგორც სასმელი

coffee_tea_08პლანეტის მოსახლეობის უმეტესობა უბრალოდ შეყვარებულია ამ სასმელზე, უფრო მეტიც უმეტესობას მის გარეშე სიცოცხლეც კი ვერ წარმოუდგენია. თუმცა, ხშირად გაიგონებთ, რომ ყავა მავნებელია, არაფრისთვის არაა სასარგებლოო და ა.შ. რა თქმა უნდა დიდი დოზით არაფერი არ ვარგა, მაგრამ თურმე ყავას ბევრი სასარგებლო თვისებაც ჰქონია… ასე, რომ მეგობრებო, ვისაც ყავა გიყვართ და მაინც ერიდებით, იმიტომ, რომ ჩაგჩიჩინებენ “ყავა მავნეა, მას არავითარი სარგებლობა არ მოაქვს”, გირჩევთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს სტატია და ნახოთ – ის არაა ასაკრძალი სასმელი, პირიქით, მას მედიცინაშიც იყენებენ!!! ასე, რომ.მივყვეთ თავიდან, რა არის ყავა:

ყავა ეს არის მომცრო ტანის მრადმწვანე ხე ან მსხვილი ბუჩქი ენდროსებრთა ჯახიდან, 10 მ-მდე სიმაღლის (კულტურულ პლანტაციებში ზრდიან დაბალ მცენარეებს ნაყოფის მოკრეფის გასაადვილებლად), აქვს გრძელი გაშლილი ან დახრილი ტოტები. მომრგვალებულ-წაგრძელებული, მოკლე ყუნწებიანი, 5-20 სმ სიგრძისა და 1,5-5 სმ სიგანის ფოთლები განლაგებულია ერთმანეთის საპირისპიროდ .მრავალრიცხოვანი, თეთრი, სურნელოვანი ყვავილები შეკრებილია სამ – შვიდ ყვავილად ფოთლების უბეებში.coffetrees

ყავის ხის სამშობლო არის არაბეთი – ეთიოპია საიდანაც იგი ადამიანმა ძველთაგანვე მთელ ეკვატორულ აფრიკაში და არაბეთის ნახევარკუნძულზე გაავრცელა. მოგვიანებით მისი თესლი ევროპელებმა მთელ პლანეტაზე გაავრცელეს. ამჟამად ყავის ხის კულტურა ძალიანაა განვიტარებული ყველა ტროპიკულ კლიმატიან ქვეყანაში. ყავის მსხვილ მწარმოებლებად გვევლინებიან ბრაზილია, კოლუმბია, ტროპიკულო აფრიკის ქვეყნები, ინდონეზია, ინდოეთი.

ყავის ხის სასაქონლო ნაწილი, რისთვისაც მისდევენ მის მოშენებას, არის გარსისგან გაწმენდილი თესლები, რასაც ჩვენ ჩვეულებრივ ყავის მარცვლებს ვუწოდებთ.

ყავაში ფასობს ფიზიოლოგიურად აქტიური კოფეინი, ყავის გემო და არომატი. სასიამოვნო სპეციფიური გემოს და არომატის მისაღებად ყავის მარცვლებს ხალავენ, თანაც ამით კოფეინი არ იშლება. მოხალულ მარცვლებში არის შაქრები (2,8%), ყავის მთრიმლავი მჟავა (4,7%-მდე), აზოტური ნივთიერებები ((13,9-მდე) კოფეინი (1,24%-მდე), ცხიმი (14,4%-მდე), უმნიშვნელო რაოდენობით მერკაპტანები, ფენოლური შენაერთები, პირიდინი, ძმარმჟავა და სხვა შენაერთები. შაქარი მოხალვისას კარამელდება, წარმოწმნის კარამელინს, რომელიც ყვის ნაყენს მუქ ყავისფრად შეფერავს. ყავას დამახასიათებელ არომატს აძლევს ეგრეთწოდებული კაფეოლი. იგი წარმოიქმნება მარცვლების მოხალვის დროს, ასევე მოხალვის დროს ყავის თესლში მნიშვნელოვანი რაოდენობით წარმოიქმნება PP ვიტამინი – ნიკოტინმჟავა, რომელიც თავისუფალ მდგომარეობაში არსებობს და ადვილად გადადის ყავის ნაყენში. ერთ ფინჯან ყავაში არის მოზრდილი ადამიანის სადღეღამისო დოზის დაახლოებით მესამედი PP ვიტამინი.mwvane-yava

Categories: Uncategorized | Leave a comment

ვარდისფერი ტბა

32837748428689345127პატარა მარილიანი ტბა “Hillier”, გარშემორტყმულია თეთრი მარილის ქამრით, რაც უფრო ზღაპრულს გავს, ვიდრე რეალურს და ბუნებრივს. ყველა მხრიდან გარს აკრავს ევკალიპტების სხვადასვხა ჯიში, ხოლო ოკეანიდან ჰყოფს თეთრი სილის ვიწრო ზოლი. ტბა “Hillier” მდებარეობს ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროს ახლოს, საშუალო კუნძულის (Middle Island) პირას. ამ ტბის განსაკუთრებულობა არის მისი ვარდისფერი ფერი.0ca8a047a9 ფერი არის მუდმივი და არ იცვლება, კონტეინერში ჩასხმისას. ტბის სიგრძე არის დაახლოებით 600 მეტრი. მცენარეებით დაფარული და სილისგან შემდგარი მიწის ვიწრო ზოლი, ტბას ყოფს ოკეანისაგან. 1950 წელს მეცნიერები ცდილობდნენ დაედგინათ რატომ არის ტბა ვარდისფერი. მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ წყალში არის წყალმცენარეები, რაც იწვევს წყლის სივარდისფრეს, მაგალითად წითელი ცყალმცენარე (Dunaliella salina). ეს წყალმცენარეები გამოყოფს წითელ საღებავს, რომელიც არის მრავალი ტბის ვარდიფერი შეფერილობის მიზეზი, ამავე რეგიონში. გამოკვლევებმა აჩვენა რომ ტბაში არანაირი წყალმცენარე არ არის. დღევანდელ დღემდე ამოუცნობია ამის მიზეზი. ასეთივე ტბა არის სეგენალში, მისი ვარდისფერი ფერი აიხსნება მასში არსებული მიკროორგანიზმებით, რომლებიც მხოლოდ მარილიან წყალში ცხოვრობენ, და ფოტოსინთეზის დროს გამოიმუშავებენ ვარდისფერ პიგმენტს. ზოგი ვერსიის თანახმად ხილერის ტბის მიზეზიც იგივეა. 13693323681092

Categories: Uncategorized | Leave a comment

ავაზა

ec1f2c2eef05ავაზაგეპარდი (Acinonyx jubatus) —ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისმტაცებელი. ხმელეთის ყველაზე სწრაფი ცხოველი; გავრცელებულია აფრიკის,ინდოეთის, წინა და შუა აზიის ტრამალებსა და უდაბნოებში. 1291742871_cheetah-closeupმისი სხეულის სიგრძე 150 სმ აღწევს, სიმაღლე – 100 სმ, აქვს შავხალებიანი მოყვითალო ბეწვი. ავაზის მეკეობა 95 დღემდე გრძელდება. ყრის 2-4 ლეკვს. ლეოპარდი (ავაზა)იკვებება ძირითადად ანტილოპებით, ხეზე ასვლა არ შეუძლია, დარბის სწრაფად (მაქსიმალური სისწრაფე 120 კმ საათში). phxqqავაზას ბევრ ქვეყანაში ათვინიერებენ და ანტილოპებზესანადიროდ გეშავენ. ავაზებით ნადირობდნენ შუა საუკუნეებისსაქართველოშიც.1291742865_2016d16c9ed8

Categories: Uncategorized | Leave a comment

პუმა

cougarპუმა ანუ მთის ლომი კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ამ ძუძუმწოვარს ერთ-ერთი ყველაზე ფართო გავრცელების არელი აქვს, იუკონიდან სამხრეთ ანდებამდე. იგი მეოთხე ყველაზე მძიმე კატაა ვეფხვის, ლომის და იაგუარის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მცირე კატებს ენათესავება.mountain-lion

პუმა ნადირობს როგორც გარეულ, ისე შინაურ ცხოველებზე. მისი კვების რაციონში ზოგჯერ მწერებიც კი ხვდებიან. პუმა, დიდი კატების უმრავლესობის მსავსად, საზღვრავს მის ტერიტორიას და იცავს მას. მიუხედავად იმისა, რომ პუმა საკმაოდ დიდი მტაცებელია, იგი ყოველთვის დონიმანტად არ ითვლება: მას კონკურენცია უწევს სხვა ხორცისმჭამელებთან, მაგალითად მგლებთან,გრიზლისთან, და იაგუართან.424334494

პუმა თავს არიდებს ადამიანებთან კონტაქტს. ადამიანებზე თავდასხმის ფაქტები იშვიათია, მაგრამ ბოლო ხანებში მათმა რიცხვმა იმატა.11696

ამერიკის კოლონიზაციამ და ქალაქების გაფართოებამ ხელი შეუწყო პუმების შევიწროებას. მათ დატოვეს ძველი საცხოვრებელი ადგილები, თუმცა კონტინენტის საკმაოდ დიდი ნაწილი კვლავ რჩება მათი გავრცელების ზონად. პუმა კარგად ცნობილი იყოინდიელებისთვისაც. იგი ხშირად გვხვდება მათ კულტურაში.პუმა

Categories: Uncategorized | Leave a comment

ფლამინგო

aa4fbb401070ფლამინგო – ფრინველთა ქვერიგი ლაკლაკისნაირთა რიგისა. მათი სიგრძე 90-120 სმ მასა 2.5–4.5 კგაღწევს. 405px-Flamingo_National_Zooგავრცელებული არიან სამხრეთ–დასავლეთ ევროპაში, სამხრეთ–დასავლეთ აზიაში, აფრიკასა და ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში. აქვთ მასიური ნისკარტი, რომლის კიდეებზე რქოვანი ფირფიტებია საკვების მოპოვების დროს წყლის გასაწურად, გრძელი კისერი და ფეხები. ფერად თეთრთია, მოვარდისფრო, ფრთებზე თითქმის მოწითალო იერით, მომქნევი ბუმბული შავია. ქვერიგში 1 ოჯახის 6 სახეობაა. e5cb0a36f2ffკასპიის ზღვისჩრდილო–აღმოსავლეთ სანაპიროზე და ცენტრალურ ყაზახეთის მლაშე ტბებზე გავრცელებულია ჩვეულებრივი ფლამინგო(phoenicopterus roseus). ბუდობს კოლონიურად, ბუდეს იკეთებს დაჭაოებებულ მლაშობებზე. დებს 1-2 (არაუმეტეს 3) კვერცხს. be0336f63741ინკუბაცია გრძელდება 30-32 დღე–ღამე. მართვეებს მშობლები 2 კვირას ამონათხევით კვებავენ, შემდეგ დამოუკიდებლად იკვებებიან.flamingo_7359

Categories: Uncategorized | Leave a comment

წყლის ბეღურა

f1ae0a2dfff2წყლის ბეღურა გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში.2e90e3a36aad

საქართველოში წყლის ბეღურა მოიპოვება ყველგან მობუდარი ფრინველის სახით.

წყლის ბეღურა ბინადრობს ჭობიან ადგილებში, ტბებისა და მდინარეთა სანაპიროებში. ცხოვრობს ტყეთა სანაპირო ზონაში, ჭალებში, ბუჩქნარებში, ლერწმიანსა და ჩალიან ადგილებში. ბუდეს იკეთებს ხეზე. დებს 3-7 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 26 დღემდე. კრუხად მეტ ხანს ზის დედალი. როგორც ჩანს, მამალი ამ საქმეში ნაკლებ მონაწილეობას ღებულობს. საკვებს შეადგენენ მწრები, ობობები, ლოკოკინები, ჭიები, თევზები, ბაყაყები, ზოგჯერ ჭამს წყლის მემინდვრიის ნაშიერებს, ბიგებს.670369891

ცნობილია წყლის ბეღურის რამდენიმე ქვესახე, რომელთაგან საქართველოში გვხვდება დასავლური წყლის ბეღურა.mcire_wylis_buga_Lxobrychus-minutus_monadirecom

Categories: Uncategorized | Leave a comment

Create a free website or blog at WordPress.com.