Daily Archives: May 5, 2015

მეცნიერებმა აღმოაჩინეს პლანეტის ყველაზე საშინელი არსება

imageახალზელლანდიელმა მეცნიერებმა მოაწყვეს ერთგვარი მიწერ-მოწერა ადგილობრივ სანაპიროს მცხოვრებლებთან. ადგილობრივებმა გადაითვალეს დაახლოებით 30 ათასი სახის იქაურ ზღვებში მცხოვრები არსება. მათ შორის იყო “საქონელმცენარე”, რომელსაც მეცნიერებმა პლანეტის ყველაზე საშინელი არსება უწოდეს.

ეს არსება იშვიათად იზრდება ადამიანის ხელისგულზე დიდი. სხეული ღია ვარდისფერი ფერის აქვს და რამდენიმე წყვილი ფეხი, რომელსაც ხელების მაგივრადაც იყენებს.

Categories: Uncategorized | Leave a comment

ახალი აღმოჩენა – ხელებიანი თევზი

image

მეცნიერები არ ნებდებიან და გამუდმებით ცდილობენ იმის გარკვევას, თუ ვინ ცხოვრობდა ადამიანებამდე პლანეტა დედამიწაზე. პალეონტოლოგები და ანთროპოლოგები ამ საქმეს უზარმაზარ დროსა და მასშტაბურ გათხრებს უთმობენ, რომელთა წყალობით ხანდახან სენსაციებიც ხდება.პალეონტოლოგების ბოლო კვლევაც სენსაციური გამოდგა. მათ იპოვეს აქამდე არასაკმარისი რგოლი ჩიტებსა და ხმელეთის ცხოველებს შორის. საქმე ის არის, რომ მეცნიერების ვარაუდით, თევზები ევოლუციის შედეგად გარდაიქმნენ ხმელეთის ცხოველებად, თუმცა ფიზიკური მტკიცებულება, კონკრეტულად კი შუამავალი თევზებსა და ხმელეთის არსებებს შორის, აქამდე არ იყო აღმოჩენილი.image

ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა ნეილ შუბინმა და ფილადელფიის ბუნებისმეტყველების აკადემიის პროფესორმა ედვარდ დეშლერმა ამ დღეებში გამოაქვეყნეს კანადის ჩრდილოეთით მიმდინარე გათხრების შედეგები, რომლის დროსაც აღმოაჩინეს უნიკალური არსება – ხმელეთის ცხოველების ოკეანური წარმომავლობის მტკიცებულება.ამ აღმოჩენამ საბოლოოდ დაადასტურა თევზების წყლიდან გამოსვლის პროცესი დაახლოებით 380 მლნ ან 360 მლნ წლის წინ და მათი განვითარება ამფიბიებად, რეპტილიებად, ძუძუმწოვრებად და მეცნიერთა ვერსიით, ადამიანებადაც.”ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რადგან იმ დროს, როცა ვაგროვებდით უამრავ მტკიცებულებას თევზებსა და ოთხფეხა ცხოველებს შორის კავშირის დასამტკიცებლად, შეუვსებელი შუალედი რჩებოდა, – ამბობს ჰანს სუესი, სმიტსონის ეროვნული მუზეუმის კვლევის დირექტორის მოადგილე, – ეს კავშირი ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ, მაგრამ სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ის მართლა არსებობს”.imageარსებას ტიკტაალიკ როსეა უწოდეს და ის უეჭველად თევზი იყო, ოღონდაც ხმელეთის ცხოველის ნიშნებით. მას ჰქონდა ქერცლი, ფარფლები და ლაყუჩები, მაგრამ მას დამოუკიდებლად შეეძლო თავის შემოტრიალება, მიწაზე გადაადგილება, თითქმის ისევე, როგორც ახლა სელაპები ახერხებენ, და შეიძლება სიარულიც კი. ამ არსების რამდენიმე გაქვავებული ნიმუში იპოვეს, დაახლოებით 1.2 დან 2.7 მეტრამდე სიგრძის, მათ შორის არსების უკანა ნაწილებიც იყო.ეს იყო მტაცებელი ცხოველი, რომელსაც ფარფლებს შიგნით, თათების მსგავსი ძვლები ჰქონდა, თუმცა არც ისეთი მყარი კიდურებით, რომ სხეული მიწაზე აეწია. მისი თავი ალიგატორის თავს ჰგავდა, უკანა კიდურები კი ისეთი განვითარებული იყო, რომ მიწაზე გადაადგილების საშუალებას აძლევდა. არსება წყალში სხვა თევზების იკვებებოდა, მიწაზე კი, მეცნიერთა ვარაუდით, შეეძლო ნაპირზე გამოსული უხერხემლოები მიერთმია. როგორც ჩანს ცხოველს მჭრელი კბილები ჰქონდა, მისი ყბის ზომა კი 25-დან 50 სანტიმეტრამდე იყო. ყველაზე მეტად ნაპოვნი ცხოველი ნიანგს ჰგავს, ამიტომაც გაჩნდა მისი აღმოჩენის შემდეგ სამეცნიერო პრესაში სტატიები სათაურით: “ადამიანი ნიანგისგან წარმოიშვა”.რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს, რატომ გამოვიდნენ თევზები წყლიდან. შეიძლება, ისინი იძულებულნი იყვნენ, წყლის დაშრობის გამო ხმელეთზე არსებულ პირობებს შეგუებოდნენ, ან კიდევ კიდურები დასჭირდათ, რათა დაბინძურებულ გარემოს ხმელეთზე გარიდებოდნენ.საინტერესოა, რომ აღმოჩენილ არსებას ჯერ კლასიფიკაციაც კი არ აქვს. მას ვერც თევზს უწოდებენ ბოლომდე და ვერც ოთხფეხა ცხოველს. არ არის გამორიცხული, მან შუალედური ადგილი დაიკავოს პანდერიქტსს – დაახლოებით 385 მილიონი წლის წინ მცხოვრებ თევზსა და აკანტოსტეგას – მეცნიერებისთვის ცნობილ ყველაზე ძველ ტეტრაპოდს, 365 მლნ წლის წინ მიწაზე მცხოვრებ არსებას შორის.

image

Categories: Uncategorized | Leave a comment

კაცხის სვეტი კლდის მწვერვალზე აგებულ მსოფლიოს ყველაზე დაუჯერებელ შენობებს შორის

imageკაცხის სვეტი, კლდის მწვერვალზე აგებულ მსოფლიოს ყველაზე დაუჯერებელ შენობებს შორის მოხვდა, კაცხის სვეტი არამარტო ქართველების არამედ უცხოელების აღფრთოვანებას იწვევს. ჩვენთან ეკლესიებს კაცის ხელი ეტყობა, თქვენთან კი ღმერთის !!

ეს სიტყვები ერთ ერთ გერმანელ ტურისტს ეკუთვნის . გეოლოგებს უკვირთ როგორ ინარჩუნებს სიმყარეს, კვლევების თანახმად წესით დიდი ხნის წინ უნდა დაეკარგა სიმყარე ამ კლდეს, რომელზეც ეს წმინდა ტაძარია აგებული. მაგრამ ეს ტაძარი დღესაც დგას და დღემდე აოცებს მნახველებს. ეს საოცარი ეკლესია, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ საოცრება, დასავლეთ საქართველოში ჭიათურის სოფელ კაცხში მდებარეობს. ზესტაფონი ჭიათურის დამაკავშირებელ მაგისტრალიდან 3კილომეტრში მდებარეობს.image

Categories: Uncategorized | Leave a comment

9 გასაოცარი ფაქტი დედამიწაზე

9-დედამიწა იდეალურად მრგვალი არაა

რა თქმა უნდა ბრტყელი არაა….სფეროს ფორმისაა, მაგრამ არა იდეალური, დედამიწის პოლარული რადიუსი 6356, 8კმ-ია.ხოლო ეკვადორული რადიუსი 6, 378.1 კმ.ანუ დედამიწას “ღიპი” აქვს.image8-მზის სიტემის პლანეტებიდან მხოლოდ დედამიწას აქვს ქართული შესატყვისი, დანარჩენი პლანეტების სახელები ბერძნულ-რომაულ მითოლოგიიდან არის აღებული.image7-დღეღამეში 24 საათი არა არის, -სინამდვილეში ჩვენი პლანეტა თავის ღერძის გარშემო წრეს 23 საათი 56 წუთი და 4 წამი უნდება.
image
6-დედამიწა ერთადერთი პლანეტაა, რომელსაც ტექტონიკური ფილები აქვს-მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დედამიწა შედგება 7 უზარმაზარე ტექტონიკური ფილისგან, რომელიც მოძრაობს სხვადასხვა მიმართულებით წელიწადში 10 სმ. სიჩქარით.თანამედროვე გეოლოგიის თანახმად, როდესაც ფილები ერთმანეთსა ეჯახებიან წარმოიქმნება მთები, ხოლო თუ შორდებიან მიწისძვრები და ვულკანური ამოფრქვევები.image5-დედამიწას ჰყავდა ტყუპისცალი პლანეტა ტაია-მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დედამიწას ჰყავდა ტყუპისცალი პლანეტა სახელად ტაია, იგი დაახლოებით მარსის ოდენა იყო და მდებარეობდა დედამიწის წინ ან უკან 60 გრადუსით.4, 5 მილიარდი წლის წინ პლანეტა დედამიწას შეეჯახა, რის მიხედვითაც წარმოიშვა მთვარე..რატომ სჯერათ ამ თეორიის მეცნიერებს? იმიტომ, რომ დედამიწის მოცულობის პლანეტისთვის მთვარე საკამოდ დიდი თანამგზავრია..ამასთანავე მთვარე შეიცავს იზოტოპებს, რომელიც დედამიწისას წააგავს.image4-ამოუცნობი, თითქმის იდეალურად გლუვი მთვარის ორბიტა-მთვარის სიმძიმის ცენტრი 1.8 კმ ახლოა გეომეტრიულ ცენტრთან, რის გამოც ორბიტა უნდა ყოფილიყო უფრო მყიფე, მაგრამ ორბიტა თითქმის იდეალურად მრგვალია. მთვარე არის დაფარული მტვერით, რომელსაც დენთის სუნი აქვს, მიუხედავად ამისა, მტვერი არ შეიცავს არავითარ დენთს…გასაოცარი ის ფაქტიც, რომ მზე მთვარეზე 400-ჯერ დიდია და 400 -ჯერ უფრო დაშორებულია დედამიწას, სწორედ ამიტომ ცაზე მთვარე და მზე ერთნაირი მოცულობისა ჩანან.image3-ოკეანეების 90% გამოსაკვლევია-კაცობრიობა გაცდა დედამიწას, მთვარის და მარსის კვლევა დაიწყო…თუმცა ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს, რომ მეცნიერებს ოკეანეების ბინადართა მხოლოდ 10% აქვთ შესწავლილი, -212906 არსება..თუმცა დაახლოებით ზღვებში და ოკეანეებში 25 მილიონი ბინადარი ცხოვრობს.image2-ყველაზე დაბალი ტემპერატურა დედამიწაზე-89, 2 გრადუსი.-ყველაზე დაბალი ტემპერატურა დედამიწაზე დაფიქსირდა 1983 წლის 21 ივლისს ანტარქტიდაში, სადგურ “ვოსტოკზე”-89.2 გრადუსი.ხოლო ყველაზე მაღალი ტემპერატურა 1913 წლის 10 ივლისს აშშ-ში ‘”სიკვდილის ველზე”+56.7გრადუსი.image1-პლანეტის ყველაზე მაღალი წერტილი ევერესტი არაა-დიახ ყველამ ვიცით, რომ ევერესტი ყველაზე მაღალი მთაა, იგი ზღვის დონიდან 8848 მეტრზე მდებარეობს..თუმცა როგორ ვიცით დედამიწა იდეალურად სფეროსებრი არაა..და სხვადასხვა წერტილები ეკვატორიდან უფრო ახლოა ვარსკვლავებთან…სწორედ ამიტომ ვულკანი ჩიმბორაზო მართალია ზღვის დონიდან 6268 მეტრზეა, მაგრამ სამაგიეროდ მისი უმაღლესი წერტილი 2, 5 კილომეტრით მეტჯერაა დაშორებულია დედამიწის ცენტრისგან, ვიდრე ევერესტი.
image

Categories: Uncategorized | Leave a comment

სოფელი სადაც გზები არ არის…

ჰოლანდიაში არის პატარა სოფელი გიტჰორნი, რომელიც განსხვავდება ყველა სხვა სოფლიდან იმით რომ აქ არ გადადგილდებიან არც მანქანით და არც ავტობუსით…რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ამ სოფელში გადაადგილება მხოლოდ ნავებითა შესაძლებელი..

სწორედ ამიტომ ამ სოფელს ჰოლანდიის ვენეციას ეძახიან…

ეს სოფელი ნამდვილი სიმშვიდის და მყუდროების სავანეა..(და საერთოდ მეუხერხულება კიდეც ამ საოცრებას სოფელი ვუწოდო რადგანაც ჩემი სოფელი გამახსენდა ტალახებით და ჩემხელა ორმოებით…)

ამ პატარა სოფლის ისტორია იწყება 1230 წლიდან როდესაც სამხრეთიდან გამოხიზნულმა ტოლვილებმა იპოვეს ეს ადგილი, ერთადერთი რაც მათ იქ დახვდათ იყო დიდი ოდენობით თხის რქები რომლებიც მდინარეს გამოერიყა…სწორედ აქედან წამოვიდა სოფლის სახელწოდება “GOAT HORNS”

სახლები ძირითადად განლაგებულია პატარა კუნძულებზე და ერთმაეთთან ხიდებით არის დაკავშირებული….

imageimageimageimageimageimageimageimage

პ.ს რაც შეეხება ჩემს საკუთარ აზრს რომელსაც ყოველი სტატიის ბოლოს
ვაფიქსირებ ხოლმე, ამჯერად არ გამაჩნია…

ერთადერთი ის ვიცი რომ მე პირადად სიამოვნებით ვიცხოვრებდი ამ სამოთხეში…

მინდა საქართველოშიც გვქონდეს ასეთი სოფლები….

სიყვარულით: ინტერ-გოგონა

Categories: Uncategorized | Leave a comment

მისტიკური ტყეები, რომელთა ხილვისას თავს ზღაპარში იგრძნობთ

ტყეები რაღაც განსაკუთრებულ, პირველყოფილ ხიბლს, უცნაურ და გასაოცარ მიზიდულობის ძალას ფლობენ, რომელიც ადამიანს აიძულებს დაუახლოვდეს ბუნებას, დაუბრუნდეს ერთხელ ნანახ ამ სილამაზით და იდუმალებით სავსე ადგილებს. ცოცხალი, მწვანე, ჯადოსნური, იდუმალი, ზღაპრული, ჟანგბადის წყარო, ჯანსაღი-კიდევ უამრავი ზედსართავი სახელის გამოყენებაა შესაძლებელი ტყეების დასახასიათებლად, მაგრამ ყველა მათგანი მათ მხოლოდ ცალ მხარეს გამოსახავს -ესაა ადგილები, სადაც პირველყოფილი სილამაზეა შემორჩენილი.

სამწუხაროდ, დედამიწაზე არსებული ტყეების დიდი ნაწილი სწორედ ადამიანის უხეში ჩარევის შედეგად განადგურდა. იქნებ ღირს დაფიქრება იმაზე, რომ ჩვენი ხელით ვჩეხავთ და ვანადგურებთ სიცოცხლის წყაროს დედამიწაზე!

ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ გასაოცარი, მისტიკური და იდუმალებით მოცული ფოტოსურათების კრებული მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული ტყეებისა. მათი ნახვა აუღელვებლად შეუძლებელია, თქვენ აუცილებლად მოგინდებათ წახვიდეთ და საკუთარი თვალით იხილოთ ბუნების ეს უმშვენიერესი ქმნილებები.

1. რუმინეთი

image

2. რილა, ბულგარეთი

image

3. თეთრი კარპატები

image

4. ბესკიდი, ჩეხეთი

image

5. ჰალერბოსი, ბელგია

image

6. ბასკეთი, ესპანეთი

image

7. ტაივანი

image

8. ჩეხეთი

image

9. ინგლისი

image

10. ნაგოია, იაპონია

image

11. ნამიბია

image

12. პიკ-დისტრიქტი, ინგლისი

image

13. ზემო ლუარა, საფრანგეთი

image

14. იტალია

image

15. გერმანია

image

16. მკვდარი ტყე, ნამიბია

image

Categories: Uncategorized | Leave a comment

ნიაგარას ჩანჩქერი

ნიაგარის ჩანჩქერი1368241580_536673_561093300590853_618980322_nნიაგარის ჩანჩქერი — სამი ჩანჩქერისაგან შემდგარი წყალვარდნილთა სისტემაა, მდებარეობს აშშ-სა და კანადის სახელმწიფო საზღვარზე. ჩანჩქერები მდებარეობენ ამერიკის შტატ ნიუ-იორკსა და კანადის პროვინცია ონტარიოს საზღვარზე. ნიაგარის სიახლოვეს მდებარეობს აშშ-ს ქალაქი ბუფალო. ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალი ჩანჩქერის სიმაღლე შეადგენს 52 მეტრს.იგი უძველეს დროში წარმოიქმნა, მეცნიერები ვარაუდობენ რომ ჩანჩქერი ნიაგარა დედამიწის უკანასკნელ გამყინვარების დროს შეიქმნა. 1848წლის 29 მარტს ამ ჩანჩქერზე ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოვლენა მოხდა, ნიაგარის ჩანჩქერი გაჩერდა. ეს გამოიწვია ამ დღეს არსებულმა ძლიერმა ქარმა, რომელმაც ერის ტბაში მდებარე ყინული დაძრა. ყინული ტბიდან მდინარე ნიაგარაზე გადავიდა და უზარმაზარმა მასამ გადაკეტა მდინარე ქალაქ ბუფალოს სიახლოვეს, ეს მოვლენა დაახლოებით 30 საათს გაგრძელდა.

026424281861343753969

Categories: Uncategorized | Leave a comment

სექვოია-ხე გიგანტი

8013134979966731e403e56b15b6ca37c93455სექვოია არის გიგანტური ხის სახეობა,რომელიც მიეკუთვნება კვიპაროსის ხეთა ოჯახის რიგს.ეს ხეები ძველად დედამიწაზე მრავალ ადგილას იყო გავრცელებული(მათ შორის კავკასიაშიც,სადაც რამდენიმე საუკუნის წინ ამერიკიდან შემოიტანეს რამდენიმე ნერგი),მაგრამ დღეს მათი გავრცელების არეალი შეზღუდულია,ის გვხვდება აშშ_ში კალიფორნიის შტატში სიერა-ნევადას მწვერვალზე 1500-2000 მეტრ სიმაღლეზე.მეცხრამეტე საუკუნეში აშშ_ში ბევრს მსჯელობდნენ ამ ხის სახელთან დაკავშირებით,სწორედ ამიტომაც აქვს რამდენიმე დასახელება,მაგრამ ყველაზე გავრცელებული სახელი მაინც გიგანტური სექვოიაა.ხის ზომები საკმაოდ შთამბეჭდავია,მაქსიმალური სიმაღლე 100 მეტრს აღწევს,ხოლო დიამეტრი 10-12 მეტრს აღემატება.

ხე რამდენიმე ათას წელსაც ცოცხლობს,დრევანდელი მონაცემებით ყველაზე ძველი სექვოოის ხის ასაკია დაახლოებით 3200 წელი (დაადგინეს ხის გადანაჭერზე ასახული რგოლების მეშვეობით).download (1)sequoia-tree-suv

Categories: Uncategorized | Leave a comment

აბორიგენები

image42013061913171646204 (1)350px-Amerikanska_folk,_Nordisk_familjebokარ არსებობს რაიმე მყარი ან მუდმივი საზღვარი, რომელიც საშუალებას მოგვცემს არაორაზროვნად განვსაზღვროთ რას ნიშნავს აბორიგენები. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ ისინი არიან იმ ხალხის შთამომავლები, რომლებმაც დაიპყრეს ეს მიწები კოლონიზატორების მისვლამდე და სახელმწიფო საზღვრების დადგენამდე. ისინი ყოველთვის განცალკევებული არიან სახელმწიფოსგან და ხშირად ინარჩუნებენ ტომური ცხოვრების სტილს.a216220130619131716462048251dbf1568dimg-29466-1376639225

Categories: Uncategorized | Leave a comment

მორცხვი მიმოზა

104532216_DSC01064270px-Mimosa_pudica0
მიმოზა – მიმოზისებრთა ოჯახისაა.ამ მცენარის შესახებ პირველად, ბიოლოგიის გაკვეთილზე შევიტყე. თავიდანვე დამაინტერესა და გადავწყვიტე მცირეოდენი ინფორმაცის მოძიება, რათა თქვენც შეგეტყოთ მის შესახებ, იმედი მაქვს, ისევე როგორც ჩემთვის, თქვენთვისაც საინტერესო იქნება. მიმოზა- მრავალწლოვანი ბალახები, ბუჩქები, ლიანები და ხეებია. აქვთ თავაკებად ან თავთავისებრ ყვავილებად შეკრებილი წვრილი ყვავილები და პარკი ნაყოფი. თანაფოთლები ხშირად ეკლებად არის ქცეული. მიმოზას 450-500 სახეობაა. უმთავრესად გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ამერიკაში.მორცხვი მიმოზა ბუჩქი ან ნახევრად ბუჩქია. გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში. შეხების ან დარტყმის საპასუხოდ, აგრეთვე შებინდებისას ფოთოლაკებს კეცავს და ქვევით ხრის. ზოგჯერ მიმოზას ეძახიან შავი ზღვის სანაპიროზე მოშენებულ აკაციის გვარის სახეობებსაც, განსაკუთრებით კი ლეგა აკაციას.c665f0e97ee7

Categories: Uncategorized | Leave a comment

Create a free website or blog at WordPress.com.