Daily Archives: May 7, 2015

მკვლელი ტბა, რომელიც ყველა სულიერს აქვავებს.

ამ სტატიაში მინდა რეალური ამბავი გიამბოთ “მკვლელი ტბის” შესახებ, რომელიც ტანზანიის ჩრდილოეთით მდებარეობს და მას Natron-ი ჰქვია. მოგზაურობის დროს შემთხვევით აღმოჩნდა ამ ტბასთან ფოტოგრაფი ნიკ ბრანდტი, რომელიც შოკირებული დარჩა მთელი ტბის ფსკერზე გავრცელებული ფრინველთა ქვის ქანდაკებების სანახაობით, ხოლო როდესაც დააკვირდა, მიხვდა რომ ეს არა ქანდაკება, არამედ ნამდვილი არსებები იყო გაქვავებული.

image

როგორც გაირკვა ტბა დიდი ტუტე კონცენტრაციის ყოფილა, რომელიც ბუნებრივად შექმნილა ვულკანის ნაცარის შერევით, ხოლო ტემპერატურა კი წყლისა ხშირად 60 გრადუს ცელსიუსს აღწევს. ამიტომ არის შეუძლებელი აქ ცხოველმა გაუძლოს კოროზიას, რაც ფატალურად დასასრულს ნიშნავს. ნიადაგი მხოლოდ რამოდენიმე მცენარის სახეობას მოერგო და ახლო მდებარე სანაპიროს მობინადრე თევზებს. ამ სახის ელემენტს კი, რასაც ტბა Natron-ი შეიცავს, ეგვიპტელები იყენებდნენ თურმე მუმიების ბალზამირებისთვის.

საოცარი და ამავდროულად შემაშფოთებელი სურათი გადაეშალა თვალწინ ფოტოგრაფ ნიკ ბრანდტს, მან უმალ იშიშვლა თავისი იარაღი და აღბეჭდა მათზე ეს სანახაობა, რათა შემდგომ ჩვენთვის გაეზიარა.

image
imageimage

image

image

Categories: Uncategorized | Leave a comment

ანდები

Aerial photo of the Andes.jpgანდები (ესპ. Andes; Cordillera de los Andes) — ყველაზე გრძელი (9000 კმ) და მსოფლიოში სიმაღლით მეორე (აკონკაგუა 6962 მ) მთათა სისტემა დედამიწაზე(ჰიმალაის მთათა სისტემის შემდეგ). მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში და კონტინენტის მთელ დასავლურ ტერიტორიას იკავებს. ანდებს მსოფლიოში მთავარ და ყველაზე დიდ წყალგამყოფ სისტემად მიიჩნევენ. ანდებში სათავეს იღებს სამხრეთ ამერიკის ყველაზე დიდი მდინარეები: ამაზონი, ორინოკო, პარაგვაი, რიო-ნეგრო და ა.შ.

ანდებში მდებარეობს რამდენიმე უდიდესი სამხრეთამერიკული ქალაქი: კიტო, ბოგოტა, ლა-პასი, სუკრე, არეკიპა, მედელინი.

აქ მდებარე ალტიპლანოს ზეგანი, მსოფლიოში სიმაღლით მეორეა ტიბეტის ზეგანის შემდეგ. ანდები კონტინენტის შვიდ სახელმწიფოს მოიცავს, ესენია: არგენტინა,ბოლივია, ჩილე, კოლუმბია, ეკვადორი, პერუ და ვენესუელა. ზოგიერთ მათგანს ანდურ ქვეყანას უწოდებენ.

ანდებში მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე მაღალი ვულკანი ოხოს-დელ-სალადო (6 893 მ) არგენტინა-ჩილეს საზღვარზე, ასევე 50 სხვა ვულკანი, რომელთა მწვერვალებიც ზღვის დონიდან 6 000 მეტრზე მაღლა მდებარეობენ.

Categories: Uncategorized | Leave a comment

აისბერგი

აისბერგი (გერმ Eisberg, ინგლ. Iceberg , ჰოლანდ. ijsberg, სკანდინავიური წარმოშობის სიტყვა — ყინულის მთა), ხმელეთიდან ჩამოცურებული, მყინვარს მოწყვეტილი ყინულის დიდი მთა, რომელიც ან ოკეანეში ან ზღვასა და მყინვარისპირა ტბაში ტივტივებს, ან თავთხელზეა დარჩენილი.

დიდი აისბერგები ჩნდება ანტარქტიკისა და არქტიკის კუნძულების ნაპირებთან. ზღვის დინებებს აისბერგები შორს, ზოგჯერ ჩრდილოეთი განედის 40-50°-მდე მიაქვს, სამხრეთით კი სამხრეთი განედის 45-60°-მდე, ზოგჯერ 26°-მდე. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში აისბერგების სიმაღლე საშუალოდ 70, ზოგჯერ კი 100 მ-დეა. სამხრეთი ნახევარსფეროში საშუალო სიმაღლე 100, მაქსიმალური — 300—500 მ-მდეა. აისბერგების სიგრძე-სიგანე 100 კმ-საც აღწევს. ანტარქტიკული აისბერგი ბრტყელი და მაგიდისებრი ფორმისაა. აისბერგის მთელი მოცულობის 83-90% წყალქვეშაა. ოკეანის თბილ წყალში აისბერგი თანდათან დნება და ქრება.

2000 წელს როსის მყინვარს 10000 კმ²-ზე მსხვილი ზომის აისბერგი მოსყდა; 2005 წელს მისი ნატეხი სიგრძეში 115 კილომეტრი, ხოლო ფართობით 2500 კმ²-ს აღემატებოდა და მსოფლიოში ყველაზე მსხვილ აისბერგად რჩებოდა, რომელზეც კი დაკვირვება უწარმოებიათ.

თუკი აისბერგი ლურჯი ფერისაა, ე. ი. მისი ასაკი 1000 წელზე მეტია.

აისბერგები გემების მიმოსვლას უდიდეს საფრთხეს უქმნიან. აისბერგთან შეჯახების შედეგად გემის დაღუპვის ყველაზე ცნობილი ფაქტი ტიტანიკის დაღუპვაა 1912 წელს. ახლა გემებზე საგანგებო ხელსაწყოებით წინასწარ განსაზღვრავენ აისბერგის ადგილმდებარეობას.

აისბერგებში მტკნარი წყლის დიდი რაოდენობაა, ამიტომაც, ჩვენს დროში ხშირია გვალვიან რაიონებში აისბერგების ბუქსურით გადატანა.Iceberg Antarctica edit1.jpgSunset iceberg 2.jpgGlaciers and Icebergs at Cape York.jpg

Categories: Uncategorized | Leave a comment

Create a free website or blog at WordPress.com.