Daily Archives: May 16, 2015

ბუნების საოცრება ყაზახეთში-კაინდის ტბა

ბუნების საოცრება ყაზახეთში-კაინდის ტბა.
ტიან-შანის მთიან მასივზე ყაზახეთის ტერიტორიაზე განთავსებულია კაინდის ტბა, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ბუნების ნამდვილი საოცრებაა.
ეს ტბა ბუნების ღირსშესანიშნაობის “ძეგლია” ყაზახეთისათვის.
ამ საოცარი მთის წყალსატევის ნახვით “მონუსხული” ტურისტები ასობით და ათასობით ჩამოდიან ტბის და ტბის შემოგარენის დასათვალიერებლად.
ტბა წარმოიქმნა მიწისძვრის შედეგად, რომელიც ამ მხარეში 1911 წელს მოხდა.
მძლავრმა მეწყერმა, რომელიც ძლიერმა მიწისძვრამ გამოიწვია პრაქტიკულად ჩაკეტა ერთერთი ხეობა, რამაც შეჰქმნა გავაკებული ჩაკეტილი ტერიტორია, სადაც წვიმის წყლის დაგროვებით შეიქმნა წყალსატევი, რომლის სიგრძემ 400 მეტრამდე მიაღწია, ხოლო სიღრმემ კი დაახლოებით 25 მეტრი.
კაინდის ტბის წყალს გადაჰკრავს ზურმუხტისფერი შეფერილობა, რაც განსაკუთრებულ შეფერილობას აძლევს ტბას და ამასთან ერთად ტბის წყალი ფსკერამდე გამჭვირვალეა. ბუნებრივია როგორც სხვა მთის მასივებში მოთავსებული ტბები, კაინდის ტბის ტემპერატურაც საკმაოდ დაბალია და მისი საშუალო ტემპერატურა +6 გრადუსია.
განსაკუთრებით ლამაზი პეიზაჟს ტბის გარშემო ქმნის ფიჭვის კორომები, რომელთა ასაკი დაახლოებით 100 წელია. ხეობის ჩაკეტვის შედეგად ბევრი ხე წყლის ქვეშ მოექცა, ამ ხეების დიდი ნაწილი სვეტებივითაა ტბის ზედაპირზე ამოსული, რაც დამატებით საოცარ სანახაობას წარმოადგენს ტურისტებისათვის.
ზამთრის პერიოდში ტბის ზედაპირი იფარება ყინულის საკმაოდ სქელი ფენით, თუმცა ეს ხელს არ უშლის ტურისტებს ტბის დათვალიერებაში და არც მეთევზეების ნაკლებობაა ტბაზე ამ პერიოდში. 
გასული საუკუნის 30-იან წლებში ტბაში გაუშვეს კალმახი, რომელიც მშვენივრად შეეგუა ტბას და საკმაოდ გამრავლდა, ახლა ტურისტებს და იქ ჩასულ მეთევზეებს უფლება აქვთ ანკესით ითევზაონ ტბაზე.
ყოველწლიურად ბუნების ამ საოცრების სანახავად, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზეა ათასობით ტურისტი ჩამოდის, ტურისტების სიმრავლეს განაპირობებს წყალსატევის არაჩვეულებრივი ხედი და ალმა-ათასთან სიახლოვე. 
გთავაზობთ ფოტოკოლაჟს
imageimageimageimageimageimageimage

       წყარო: intermedia.ge

Categories: Uncategorized | Leave a comment

მაიმუნის 5 უცნაური სახეობა

მაიმუნის 5 უცნაური სახეობა

1)გვერეცა

გვერეცა მაიმუნი ანთრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 70 სმ აღწევს, კუდისა — 90 სმ. აქვს ლამაზი, შავი, გრძელი, აბრეშუმივით მბზინავი ბალანი; გრძელი თეთრი ფოჩი გასდევს გვერდებზე, რომელიც ზურგს ქვემოთ ერთდება და თეთრ ნახევარწრეს ქმნის. კუდი (ან კუდის ბოლო), თვალზედა ზოლი, ბაკენბარდები, ულვაში და წვერიც თეთრი აქვს. უკანა კიდურები წინაზე გრძელია, წინა კიდურებზე ცერი დამოკლებულია. ლოყისუკანა პარკები არ აქვს. გავრცელებულია ეთიოპიაში. მრავლდება წლის ნებისმიერ დროს. შობს ერთ ნაშიერს. ძვირფასი ბეწვის გამო გვერეცას ანადგურებენ ამიტომ იშვიათად გვხვდება.

2)ჰამადრილი
ჰამადრილი ძუძუმწოვარი ცხოველი პრიმატების რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 80 სმ, კუდისა 60 სმ, მასა 20-30 კგ აღწევს. დედალი მამალზე მომცროა. ჰამადრილს აქვს წაგრძელებული დინგი, კარგად განვითარებული წითელი ფერის საჯდომი კორძები. გავრცელებულია აღმოსავლეთ ეთიოპიაში, აღმოსავლეთ სუდანში, ჩრდილოეთ სომალიში, არაბეთის ნახევარკუნძულზე. ცხოვრობს სავანებში, კლდიან ადგილებში. ყოვლისმჭამელი ცხოველია. მაკეობა გრძელდება 170 დღემდე. უმეტესად შობს 1 ნაშიერს. ცოცხლობს 30 წლამდე. აკლიმატიზირებულია სოხუმის მიდამოებში.
3)ცხვირა მაიმუნი

ცხვირა მაიმუნი ძუძუმწოვარი ცხოველი ანთრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 55-75 სმ, მასა 12-24 კგ აღწევს. აქვს ძალზე გრძელი ცხვირი (აქედან სახელწოდება), რომელიც უფრო განვითარებული აქვს მამალს. ცხვირა მაიმუნის ბეწვი ხშირია. თავი, მხრები, ზურგი და კიდურების ზედა ნაწილები აგურისფერ-წითელია, სხეულის დანარჩენი ნაწილები — მონაცისფრო. გავრცელებულია კუნძულ კალიმანტანზე. ცხოვრობს ტყეში, მეხეური ცხოველია, იკვებება უმთავრესად ფოთლებით, ნაყოფით. კარგად ცურავს. ქმნის 20-მდე ინდივიდისაგან შემდგარ ხროს.

4) გაბიონები
გიბონები ძუძუმწოვარი ცხოველების გვარი გიბონისებრთა ოჯახის წარმომადგენლები არიან. გიბონების პირველიწარმომადგენელები დედამიწაზე, დაახლოებით, ორი მილიონი წლის წინათ გაჩნდნენ. დღეისათვის მეცნიერება იცნობს ამ პატარა პრიმატების ცხრა სახეობას, რვა სახეობის წარმომადგენლები ერთი ზომისანი არიან და განსხვავდებიან მხოლოდ ფერებით. შედარებით დიდი ზომისაა ე.წ. სიამანგი, რომელიც ბინადრობს იმავე გეოგრაფიულ რაიონებში, სადაც ვხვდებით თეთრხელა და შავხელა გიბონებს.)გაბიონები

5)მანდრილი
მანდრილი უმდაბლესი ცხვირვიწრო მაიმუნების გვარი ანთრისებრთა ოჯახისა. მამლის სხეულის სიგრძე 70-80 სმ, მასა 20 კგ აღწევს. დედალი მამალზე პატარაა. მანდრილის წინა კიდურები უკანაზე გრძელია. აქვს დიდი თავი, წინ წამოწეული ფართო სახე. გვარში 2 სახეობაა: ჩვეულებრივი მანდრილი და დრილი. ჩვეულებრივ მანდრილს კაშკაშა შეფერილობა აქვს. მამალს ღია წითელი ცხვირი აქვს, ლოყის გასწვრივ ნაოჭიანი პრიალა ლურჯი ლილვაკები გასდევს. მანდრილი გავრცელებულია დასავლეთ აფრიკაში, ტენიან და კლდოვან ტყეში. უმეტეს დროს მიწაზე ატარებს, მაგრამ ხეზე სძინავს და იკვებება. ნაირჭამიაა. მძვინვარე, აგრესიულიცხოვეoლია. მაკეობა 8 თვემდე გრძელდება.

                                           წყარო: ka.wikipedia.org

Categories: Uncategorized | Leave a comment

ანხელის ჩანჩქერი-ყველაზე მაღალი ჩანჩქერი მთელს მსოფლიოში

lw4eb103251353778637103251353778716ანხელი — ყველაზე მაღალიჩანჩქერი მსოფლიოში. მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში,ვენესუელაშიბოლივარის შტატში,იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მყოფიკანაიმის ეროვნული პარკისტერიტორიაზე, გადმოედინებააუიანტეპუის მთიდან. 2eaadad48741SossAndAngelFallsმისი ვარდნის სიმაღლეა 978 მეტრი. ანხელი იკვებება მდინარე კერეპის წყლით, რომელიც ერწყმის მდინარე კარაოს შენაკადს, მდინარე ჩურუნს. თავის მხრივ, ეს ყველა მდინარე ორინოკოს აუზს მიკეუთვნება.

ჩანჩქერი აღმოაჩინა ჯეიმზ ეინჯელიმ 1936 წელს, სწორედ ამიტომ ჩანჩქერი, ეინჯელის (ინგლ. Angel) სახელს ატარებს.lw4eb

Categories: Uncategorized | Leave a comment

Create a free website or blog at WordPress.com.