წყლის მცენარეები

220px-Nymphaea_albaწყლის მცენარეულობა (ლათ. Aquiherbosa) — მცენარეთა თანასაზოგადოება, რომელშიც გაბატონებულია წყლის მცენარეები. არსებობს წყლის მცენარეულობის ორი ეკოლოგიური ჯგუფი: ჰიდროფიტები — მცენარეები, რომლებიც მხოლოდ ქვედა ნაწილითაა წყალში ჩაძირული და ჰიდატოფიტები, რომლებიც მთლიანად ან უმეტესი ნაწილით არიან წყალში მოქცეულნი. ანატომიურ-მორფოლოგიური აგებულებითა და ფიზიოლოგიური თვისებებით ისინი შეგუებულნი არიან წყალში ცხოვრების ნირს და ასეთი გარემოპირობები ოპტიმალურია მათი ზრდა-განვითარებისათვის. არსებობს წყლის მცენარეულობის 3 ტიპი:

  • 1) ლემნური, რომელსაც ქმნის წყლის ზედაპირზე თავისუფლად მოტივტივე მცენარეები.
  • 2) ელოდეური, რომელშიც ჭარბობს ფსკერზე მიმაგრებული, წყალში ჩაყურსული მცენარეები.
  • 3) ნიმფური, რომელშიც გაბატონებულია ფსკერზე მიმაგრებული მცენარეები, რომელთა ფოთლები და გენერაციული ორგანოები წყლის ზედაპირზე ტივტივებს. საქართველოში შედარებით ფართოდაა გავრცელებული და ტიპოლოგიურად ნაირგვარია ნიმფური ტიპი. ზღვის დონიდანსიმაღლის მატებასთან ერთად განუხრელად მცირდება წყლის მცენარეულობის სახეობრივი შემადგენლობა. საქართველოს დაბლობებში და მთის ქვედა სარტყელში გავრცელებულია წყლის მცენარეულობის 80-მდე სახეობა, ხოლო 2000 მ-ზე მაღლა თითო-ოროლა სახეობა გვხვდება.image_large2liveberlin-0039-water-lily

Categories: Uncategorized | Leave a comment

Post navigation

Leave a comment

Blog at WordPress.com.