ღამურები

gamuღამურა (ლათ. Vespertilio) —ძუძუმწოვარი ცხოველების გვარიღამურასებრთა ოჯახისა,მწერიჭამია ხელფრთიანების ქვე რიგიდან. მათი სხეულის სიგრძე 35-103 სანტიმეტრს აღწევს. აქვთ კარგად განვითარებული ყურსარქველი, შედარებით ფართო ფრთები. კუდი თითქმის ჩამჯდარია საფრენ აპკში ან გარეთ რჩება ბოლო ორი მალა. ზურგი ფერად ღია მურა-შავია, მუცელი — ღია მურა-თეთრი. ღამურას გავრცელება თითქმის სრულიად ემთხვევა ღამურასებრთა არეალს. ბინადრობს როგორც ტყეში, ისე გაშლილ ადგილებში. დღისით თავს აფარებს მღვიმეებს, კლდის ნაპრალებს, ხის ფუღუროებს, შენობებსა და სხვ. სანადიროდ გამოდის შებინდებამდე. იკვებებამწერებით. შობს 1-2, ზოგრჯერ 3 ნაშიერს. გვარში გაერთიანებულია 116 სახეობა, რომელთგანაცსაქართველოში გვხვდება შვიდი.

ღამურა ხელფრთიანების რიგის ერთადერთი ცხოველია, რომელსაც სრულყოფილი ფრენა შეუძლია. იგი მსოფლიოს ყველა რეგიონში გვხვდება პოლარული და მაღალმთიანი რეგიონების გარდა. ცნობილია, რომ ღამურები დედამიწაზე უკვე 50 მილიონი წელია არსებობენ —იკარონიქტერის სახელით ცნობილი ნამარხი ღამურას თითქმის სრულყოფილი ჩონჩხიეოცენის პერიოდით თარიღდება. თავითა და სხეულის 8 სმ-იანი სიგრძით ეს ცხოველი იმდენად ემსგავსება თანამედროვე ღამურებს, რომ მეცნიერებს ძალიან ცოტა რამეს თუ ეუბნება ღამურების წარმოშობის ან იმის შესახებ, თუ როგორ შეიძინეს ფრენის უნარი. მათი ვარაუდით, ღამურების წინაპარი ხეზე მცოცავი რომელიღაც მწერიჭამია იყო.80131364235254მსოფლიოში ყველაზე დიდი ღამურა27sz9

Categories: Uncategorized | Leave a comment

Post navigation

Leave a comment

Create a free website or blog at WordPress.com.